x
image
კატაპულტი
რა წერია ბიბლიაში მეორედ მოსვლის შესახებ?!
image

მეორედ მოსვლის თაობაზე აგერ უკვე 2000 წელზე მეტია სხვადასხვა აზრები ვრცელდება და ახალი შეხედულებების შექმნაში ერთმანეთს ეჯიბრებიან სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, ათეისტები, მეცნიერები და უბრალო ადამიანები, რომელთაც მომავლის განჭვრეტა სურთ.

მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 2 მილიარდი ქრისტიანია, რომელთა უმრავლესობას ბიბლიური აპოკალიფსის სჯერა, რომელიც ძირითადად ეფუძნება ძველ აღთქმაში წინასწარმეტყველ დანიელის წიგნსა და ახალი აღთქმის ბოლო წიგნს - “გამოცხადება იოანესი", რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ “აპოკალიფსის" სახელით.

image


ამ წიგნების მიხედვით, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს სამყაროში მოხდება უამრავი კატაკლიზმა, მიწისძვრები, წყალდიდობები, ხანძრები, ხალხი განუდგება უფალს, გავრცელდება მრავალი ავადმყოფობა, ადამიანები და ქვეყნები ერთმანეთს დაერევიან, ადამიანებს კი უზარმაზარი კალიები შეესევიან, აღსდგებიან მკვდრები და დაიწყება ანგელოზთა გამოცხადებები, ყველაფერ ამას მოჰყვება ანტიქრისტეს გამოჩენა და შემდეგ “მეორედ მოსვლა უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტესი", რომელიც სამუდამოდ განდევნის სატანას.

imageimage


იოანე წინასწარმეტყველის წიგნი გაჯერებულია სიმბოლური ფრაზებით და მათ ამოხსნას კაცობრიობა დიდი ხანია ცდილობს. ადამიანებს ხშირად ეგონათ, რომ მიაგნეს ჭეშმარიტებას, ან დადგა ის დრო, რომელზედაც ბიბლიაშია საუბარი, თუმცა არა, ისინი ყოველთვის ცდებოდნენ.

მეორედ მოსვლა,  ბერძნული ხატი

დღესდღეობით მსოფლიო კიდევ ერთხელ დააფიქრა მიმდინარე მოვლენებმა მეორედ მოსვლის თაობაზე. კორონავირუსი, უზარმაზარი კალიების შემოსევა პაკისტანში, კენიაში, ეთიოპიასა და სომალიში, ქვეყნებს შორის გამუდმებული დაძაბულობა და ომები, მიწისძვრები სხვადასხვა კონტინენტზე, ხანძრები ამაზონის ჯუნგლებსა და ავსტრალიაში, ეს ყველაფერი შიშის ზარს სცემს ადამიანებს, თუმცა გავა წლები და საუკუნეები და ეს შიშიც უაზრო გამოჩნდება ახალი და უარესი განსაცდელების გამოჩენით.

ასევე საინტერესოა:

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში კალიების შემოსევაა ( შემაშფოთებელი ფოტო და ვიდეო-მასალა)

image

ვინ არის ანტიქრისტე?! რა ვიცით მასზე?!image

როდის და როგორი იქნება აპოკალიფსი?!image


კორონავირუსი უკვე ევროპის 8 ქვეყანაშია დაფიქსირებული – რამდენად სწრაფად ვრცელდება დაავადება?!

image

კიბოთი დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოს მასშტაბით თითქმის გაორმაგდებაimage

5
717
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
717
  
9 თებერვალი, 2:55
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
8 თებერვალი, 13:54
თქვენთვის ამ სტატიის შემოთავაზება შემიძლია intermedia.ge/სტატია/124139-ძალიან-სახალისო-ფოტო-კოლაჟი-ავტომობილებსა-და-მათ-პატრონებზე/164/
8 თებერვალი, 13:41
უიმედობას იწვევს მსგავსი სტატიები.
5 თებერვალი, 22:34
მადლობა
5 თებერვალი, 21:41
საინტერესო სტატიაა
0 1 5