x
image
კატაპულტი
რა აკავშირებთ ერთმანეთთან რელიგიასა და მასონობას?!
image
მასონების ხსენება თანამედროვე მსოფლიოში ყოველთვის ურთიერთგანსხვავებულ აზრებს ბადებს მათზე. ზოგადად, მასონებზე ძირეული ინფორმაციის გადმოცემა რამდენიმე სიტყვით შეუძლებელია, მათი სახელი გვხვდება სხვდასხვა სფეროში, მათ შორის რელიგიაშიც.

რა აკავშირებთ ერთმანეთთან მასონებსა და რელიგიას? რომელი რელიგიის წარმომადგენლები არიან ისინი, ან საერთოდ არიან კი რომელიმე რწმენაში? არიან ისინი სატანისტები? ამ სტატიაში შევეცდებით ზედაპირულად მაინც გავცეთ პასუხი ამ კითხვებს.

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ მასონური ორგანიზაციები, მათივე განცხადებით, არ არიან რელიგიური გაერთიანებები, თუმცა როგორია რეალობა?

მასონთა განცხადებით, ისინი ადამიანებს და მით უმეტებს მათ “ძმებს" არ განასხვავებენ რელიგიური მრწამსისა და პოლიტიკური შეხედულების მიხედვით. ლოჟებში გაწევრიანებულები არიან სხვადასხვა რელიგიის წარმოამდგენლები და ეს სულაც არ უშლის ორგანიზაციის ფუნქციონირებას ხელს. მასონურ ლოჟებში გამართული რიტუალები არანაირად არ უკავშირდება რელიგიურ რიტუალებს.


საინტერესოა, რატომ უპირისპირდებიან მასონურ ორგანიზაციებს სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები?image

კათოლიკური ეკლესიის განცხადებით, “მასონობა უდიდესი ცოდვაა კათოლიკესათვის", მასონებს აკრძალული აქვთ, იყვნენ მათი მრევლი. შუა საუკუნეებში ფრანგი მასონები მასობრივ რეპრესიებს აწარმოებდნენ კათოლიკური ეკლესიის სამღვდელოების წინააღმდეგ.მასონთა მიმართებაში კათოლიკურ ეკლესიას დამოკიდებულება არ შეუცვლია არც მე-20 საუკუნეში - მასონურ მოძრაობაში გაერთიანება ავტომატურად ნიშნავდა კათოლიკური ეკლესიიდან განდევნას.image

მასონური ორგანიზაციები დაუშვებელია მუსულმანთათვისაც, მათი მოსაზრებით, მასონები ახორციელებენ ებრაელთა მიზნებს მთელს მსოფლიოში, რაც მუსულმანთათვის მიუღებელია. ანტიმასონური განწყობის ერთ-ერთი მიზეზი მასონური მოძრაობა “დაჯალის" ( რაც მაჰმადინაურ ენაზე ეშმაკის სახელია) არსებობაა.

რაც შეეხება მართლმადიდებლური ეკლესიისა და მასონების ურთიერთდამოკიდებულებას. image

1913 წელს ს.ვ. ბულგაკოვმა, რუსული ეკლესიის ცნობილმა წარმოამდგენელმა, გამოსცა ორტომეული ნაშრომი “ მღვდელმსახურთა სამაგიდო წიგნი" (“настольная книга священно-церковно служителя") (ხელმეორედ გამოიცა 1993 წელს მოსკოვის პატრიარქის მიერ), რომელშიც წერია : “მასონთა მთავარი მიზანია ეკლესიისა და განსაკუთრებით, ქრისტიანობის განადგურება მთელს კაცობრიობაში და გაუქმება ყველა ქრისტიანული დაწესებულების.ამის მიხედვით ისინი ცდილობენ კიდეც გააუფერულონ ქრისტიანები, დაუჭირონ მხარი ფილოსოფოსებს, მოაზროვნეებს და მწერლებს, რომლებიც ძირს უთხრიან ქრისტიანობას, აქეზებენ ხალხთა უკმაყოფილებას მთავრობების წინააღმდეგ მხარს უჭერენ ყოველგვარ პოლიტიკურ უწესრიგობებსა და რევოლუციებს".

ამასთან, მრავალი ექსპერტის აზრით, მასონური მოძრაობა მიმართულია მსოფლიოს ძალაუფლების მოპოვებისაკენ, რაც “ახალ აღთქმაშიცაა" მოხსენიებული, როგორც ანტიქრისტეს სურვილი.

რელიგიის და განსაკუთრებით, ქრისტიანობის წინააღმდეგ მასონთა დამოკიდებულება თანამედროვე მსოფლიოში კარგად ჩანს მასონთა ლოჟების ჩამოყალიბების პროცესებში, თუ ადრე მასონურ ლოჟაში გაწევრიანებისათვის მსურველს აუცილებლად უნდა ჰქონოდა შემქმნელის, ღმერთის რწმენა რაიმე ფორმით, ახლა მასონები მათ ორგანიზაციებში ათეისტების გაწევრიანებას უჭერენ მხარს. 2008 წლის სექტემბერში მასონურმა ორგანიზაციებმა გააპროტესტეს ევროკომისიის ხელმძღვანელის, ჯოზე მანუელ ბაროსოს განცხადება, რომ ევროპის მშენებლობაში რელიგია პოზიტიურ როლს ითამაშებდა. მასონებმა გააკეთეს განცხადებები, რომ ევროკავშირის სტრუქტურებში უნდა შემცირებულიყო სხვადასხვა რელიგიის გავლენა.

ერთადერთი, ვინც მასონურ ორგანიზაციებს არ უპირისპირდება, არის პროტესტანტული ეკლესია. უფრო მეტიც, დიდ ბრიტანეთში მასონები თავად მეთაურობენ პროტესტანტულ ეკლესიებს.image

რაც შეეხება სატანიზმსა და მასონებს, ეს ბევრად უფრო ფართო თემაა. თუმცა დაზუსტებით არ არსებობს არანაირი ფაქტი, რომ მასონები სატანიზმის მიმდევრები არიან, მსოფლიო ისტორიაში მაინც არსებობს მინიშნებები, რომ ცალკეული მასონები სატანიზმის მიმდევრები შეიძლება ყოფილიყვნენ ან არიან.


თქვენთვის საინტერესოა:

ვინ არიან მასონები და მართავენ თუ არა ისინი მსოფლიოს?!

რას საქმიანობენ მასონები საქართველოში და ვინ იყვნენ ცნობილი ქართველი მასონები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში?!

ვინ არის ანტიქრისტე?! რა ვიცით მასზე?!

1
92
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
92
  
13 თებერვალი, 2:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1