x
მეტი
  • 16.06.2024
  • სტატია:135377
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509667
ნოდარ დუმბაძის ლოცვა სამშობლოსთვის

image

ნოდარ დუმბაძე განსაკუთრებული გაბედულობით წერდა ღმერთზე, უფლის სიყვარულსა და ლოცვის ძალაზე. ის ყოველთვის ამბობდა “სიყვარული თავად არს ღმერთი და თუ სიყვარული შენთან არს, შენთან არს ღმერთი” .

ნოდარ დუმბაძემ ლოცვაც თავისებური იცოდა:

“ბუნების ძალავ, შემოქმედო ყოვლისა, შენ გაუთენე ჩემს ხალხს, ჩემს სამშობლოს ბედნიერი ახალი წელი. განკურნე ყოველგვარი სენისაგან, მიეცი ჯანი მრთელი, ღონე შლეგი, ნიჭი შენი და უკვდავება შენი. დააშთე თვალი ყოველი მოშურნე მისი. საუკუნოდ დაგმანე ყური, მსურველი და მსმენელი მისი სიავისა. გაახმე ხელი ყოველი აღმართული მისი სიცოცხლის ხის მოჭრის სურვილად. დალოცე აკვანი, კალთა და ძუძუ საქართველოსი, ქართველი ხალხის მშობელისა. აავსე სახლი ყოველი მშრომელისა მზითა და სითბოთი, ბეღელი პურით, მარანი ღვინით, ახორი საქონლით, კერია ფრინველით და გული სათნოებით. ააჟრიამულე ეზო-კარი ყოველი ქართველისა ბადიშებით, შვილიშვილებითა და მათი შვილებით. დაუშრეტელ მდინარედ იდინე ბედნიერებავ ჩემს ქვეყანაში. არ მოუშალო გონიერი ერისკაცი და მწყემსი ჩემს საქართველოს. ნატვრისთვალი დაუდე ამ ახალი წლის ღამით სასთუმალს ყველა მშრომელს, რათა დილით ადგეს, ნახოს და მამულის უკვდავება ინატროს. მიიღე მამულო, ეს ლოცვა!”

1
158
3-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
158
  
0 1 1