x
image
ნარილა
ადამიანები, რომლებსაც ლიტერატურა ძლიერ უყვართ!


image


რამდენი ადამიანის მანია?ადამიანები, რომლებიც წიგნით ცოცხლობენ, წიგნში ცხოვრობენ! წაკითხული წიგნებით საზღვრავენ ადამიანს, მის შესაძლებლობებსა და ინტელექტუალურ მონაცემებს.

image


image



არის დრო ბიბლიოფილის ცხოვრებაში, როდესაც მისთვის მხოლოდ წიგნი არსებობს, შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაშიც ასე იყოს... მაგრამ, რაც არ უნდა მოხდეს, წიგნს ვერავინ და ვერაფერი ცვლის. ის ისევ თქვენს თანმდევ ნივთად რჩება, იქნება ის უბის წიგნი, თუ ელექტრონული...



image


თუ ერთხელ მაინც გულიანად გაგაცინა, მართლა ცხარე ცრემლით აგატირა წაკითხულმა ამბავმა, თუ ერთხელ მაინც ვინმე მიგიმსგავსებიათ რომელიმე პერსონაჟისთვის, მაშინ წიგნს თქვენს ცხოვრებაში არც თუ ისე უმნიშვნელო ადგილი ჰქონია დაკავებული.


ამას პირადად დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი ადრე. მაგრამ ერთხელაც, როდესაც "წიგნის კითხვის კლუბში" გავწევრიანდი, როდესაც ყოველი მომდევნო წიგნის წაკითხვის შემდეგ ხელახლა მინდოდა ახალი წიგნის დაწყება, მივხვდი, რომ საბოლოოდ ბიბლიოფილად ვიქეცი!


imageამასობაში კი იმატა წაკითხული წიგნების რაოდენობამ, იმატა იმ ადამიანების რიცხვმაც ჩემს ირგვლივ, რომლებიც წერდნენ, ან უკვე დაწერილზე თამაშობდნენ, იმატა მათმა ავტოგრაფებმა ჩემს ბლოკნოტში და რა თქმა უნდა, იმატა წიგნების რაოდენობამ ჩემს თაროზეც!

22
61
6-ს მოსწონს
ავტორი:ნარილა
ნარილა
61
  
2012, 11 აგვისტო, 13:29
მეც, მგონი მანდ თუ არ დავიბადე, გავიზარდე მაიც:D
2012, 11 აგვისტო, 13:16
უბრალოდ იმას ვიტყვი, რო მიყვარს ეგ ადგილი, როგორც ბიბლიოთეკა
2012, 11 აგვისტო, 12:45
ხოო მე ილიაუნელი ვარ. რას იტყვი, როგორი ,,სკოლაა" ლიგამუსი?:)))
2012, 11 აგვისტო, 12:35
იქვე, ჯავახიშვილის რამდენიმე კორპუსში მიწევდა სწავლა, ჩავჩავაძეზე და ლიგამუსიდან მოვხვდი, ამ ადგილის ხშირი სტუმარი ვიყავი. წიგნის კითხვის კლუბის შეკრებებიც აქ ტარდებოდა თავიდან,
2012, 11 აგვისტო, 0:04
ძალიან კარგი და სად სწავლობ, კლუბს როგორ მოაგენი?:D
2012, 10 აგვისტო, 23:47
ხო, შემოპარული სტუდენტი ვიყავი სხვა უნიდან, მაგრამ ლიგამუსში პირველ შეკრებაზე შემთხვევით მოვხვდი და იმის მერე აქტიური წევრი გავხდი, ყოველ კვირას ვესწრებოდი, მერე გავიგე, რომ არ ჰქონდა მნიშვნელობა მაინცდამაინც ილიაუნის სტუდენტი რო არ ვიყავი :))
მოხარული ვიქნები! =))
2012, 10 აგვისტო, 23:43
ვაუ, მაგარია ილიაუნელი ილიაუბის კლუბში აზრზე ვარ როგორ გიყვართ ლიტერატურა. ვიმეგობროთ დიდი საერთო ინტერესი გვაერთიანევს:D
2012, 10 აგვისტო, 23:27
დიახ ჩემო კარგო :D
ილიაუნის "წიგნის კითხვის კლუბში" ვიყავი ერთი სემესტრი დავდიოდი შეკრებებზე, მაშინ როცა პირველად განხორციელდა ეს პროექტი, 2010 წლის გაზაფხულზე.
თან მე ილიაუნიში არ ვსწავლობ და ამიტომ ინკოგნიტო წევრი ვიყავი ;)))
ვიცი, რო ეს კლუბი ისევ ფუნქციონირებს, მაგრამ მე უკვე ვეღარ ვიცლი მასზე დასასწრებად. მაგრამ გულით მინდა კვლავ დავესწრო!!
2012, 10 აგვისტო, 22:48
ძალიან მომეწონა. აბსოლუტურად გეთანხმები, ჩემო კარგო და ერთი კითხვა მაქვს. თუ საიდუმლო არაა, ილიაუნიში ფუნქციონირებად წიგნის კითხვის კლუბში ხომ არ გაწევრიანდით?:)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10