x
image
ნარილა
მზეზე 2013 წლის მონაცემებით ყველაზე მძლავრი ამოფრქვევა დააფიქსირეს
2013 წლის 12 მაისს დაფიქსირდა წლის ყველაზე მძლავრი ამოფრქვევა მზის ზედაპირზე. მზიდან ამოტყორცნილი მძლავრი ტალღა, რომელიც კი წლის განმავლობაში ყოფილა რეგისტრირებული, დააფიქსირა კვირა დღეს NASA-ს სოლარული დინამიკის ობსერვატორიამ.

image

კვირა დღის აალება მზეზე დაარეგისტრირეს, როგორც X1, 7 კლასის სოლარული აალება _ ასეთი მძლავრი ამოფრქვევის დროს კი მზის გარკვეული ნაწილი ვარვარებს და სრულად ალდება. იმ შემთხვევაში კი როცა დედამიწის პირისპირ და მისი მიმართულებით წამოვა მზიდან გამოტყორცნილი X ტიპის ტალღა, შეიძლება ზიანი მიაყენოს ასტრონავტებსა და ორბიტაზე გაშვებულ სატელიტებს, ასევე შეუძლია ხელი შეუშალოს კომუნიკაციებსა და GPS სიგნალებს დედამიწაზე, აგრეთვე შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ჩრდილოეთის ციალზეც.

"არც ერთი პლანეტა ამოფრქვევის დროს არ ყოფილა მზიდან ამოტყორცნილი ტალღის მიმართულებით", _ წერს ასტრონომი ტონი ფილიპსი spaceweather.com-ზე _ "ლაქები მზეზე, რომელიც გაჩნდა უკვე ამოფრქვევის შემდგომ, წარმოადგენს მზის შორეულ მხარეს. მალე, რამდენიმე დღეში, მისი ეს აღმოსავლეთი მხარეც გამოჩნდება და მოექცევა დედამიწის მიმართულებით."



კვირა დღის მზის ამოფრქვევა იყო imageმძლავრი სოლარული აალება 2013 წლის მონაცემებით იმდენად, რამდენადაც 11 წლიანი ამინდის ციკლი სწორედ წელს სრულდება და ამითაა განპირობებული მზეზე დაფიქსირებული ამოფრქვევების მთელი სერია. image


კვირა დღემდე, რაც კი რამ მზის ამოფრქვევა მომხდარა მის ზედაპირზე ამ წლის განმავლობაში, იყო M კლასის ან შედარებით უფრო სუსტი სიძლიერის. ამავე საზომით, წელს დაფიქსირდა M6, 5 სიძლიერის აალება _ ყველაზე მძლავრი რაც კი კვირა დღემდე მომხდარა.

მაგრამ გუშინ მომხდარმა ამოფრქვევამ აქამდე არსებულ მონაცემებს ბევრად გადააჭარბა.

2012 წელს, მზეს გადაუარა X კლასის ამოფრქვევების ტალღამ, რომელიც შეიცავდა X5, 4 სოლარულ აალებას. X 6, 9 სოლარული აალება 2011 წლის მონაცემებით შეფასდა, როგორც მზის შტორმი.

მზე ამჟამად იმყოფება თავისი განვითარების ციკლის აქტიურ ფაზაში. მთლიანი ციკლი, რომელსაც ეწოდება 24 სოლარული ციკლი, დაიწყო 2008 წელს და გაგრძელდება 2019-2020 წლებამდე. NASA-ს სოლარული დინამიკის ოსერვატორია არის ერთ-ერთი უპირველესი იმათ შორის, რომლებიც თვალს ადევნებენ 24 სოლარულ ციკლს.

2
405
13-ს მოსწონს
ავტორი:ნარილა
ნარილა
405
  
2013, 14 მაისი, 8:49
იმიტო იყო თავი რო მისკდებოდა კვირა დღეს? :)
2013, 13 მაისი, 22:36
wolf ის შკალა უკვე გადაფარა - ეს არაა კარგი ....
0 1 2