x
მეტი
  • 05.08.2020
  • სტატია:102231
  • ვიდეო:347146
  • სურათი:466049
ბათუმელმა „კათარზისის“ მოხუცმა ლოტოში მილიონი ლარი მოიგო
image


მილიონერი, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში მთელი საქართველო ეძებდა, ნაპოვნია. „ლოტო 6/42“-ის ჯეკპოტი - 1 182 454 ლარი 21 იანვარს გათამაშდა, მაგრამ ახალი ქართველი მილიონერი რამდენიმე დღე არ ჩანდა. „საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ“ ყველაზე იღბლიან ადამიანს ბათუმში, დევნილთა დასახლებაში მიაგნო. 1 182 454 ლარი 77 წლის ვალიკო კვაჭაძემ და მისმა შვილმა გიორგი კვაჭაძემ მოიგეს. დღე ჩვეულებრივი იყო. ჯერ რიგში იდგა სოციალურად დაუცველების სასადილოში, შემდეგ შვილმა გამოუარა და სახლისკენ ერთად გაემართნენ, გზად ჯიხურთან შეჩერდნენ. 18 იანვარს „ლოტო 6/42“-ის ბილეთი შეიძინეს. ციფრებიც ერთად შეავსეს - მამა კარნახობდა, შვილი კი ბილეთს ავსებდა. ბევრი იფიქრეს, განსაკუთრებით ბოლო ციფრზე დაფიქრდნენ და საბოლოოდ ეს კომბინაცია დასვეს: 17, 24, 25, 29, 33 და 36. კომბინაცია, რომელმაც კვაჭაძეების ცხოვრება წამიერად ზღაპრულ სიუჟეტად აქცია და სამუდამოდ უკეთესობისკენ შეცვალა.

.

ბილეთის შეძენამდე ერთი დღით ადრე, 17 იანვარს ვალიკო კვაჭაძეს 77 წელი შეუსრულდა. მანამდე ის და მისი ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირების მძიმე ყოფით ცხოვრობდა. უკვე რვა წელია, საკუთარი ბინა დაგირავებული აქვთ და ბათუმის დევნილთა დასახლებაში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. ბინის დაბრუნების ოცნებამ ლატარიის თამაში დააწყებინათ. ლატარიას კი კათარზისის სასადილოსკენ მიმავალ გზაზე ყიდულობდნენ, იმედად მხოლოდ მოგება ჰქონდათ დარჩენილი. და მოიგეს! 1 182 454 ლარი! ორ ლარად შეძენილმა ბილეთმა სოციალურად დაუცველის სტატუსი კვაჭაძეების ოჯახს მილიონერების სტატუსით შეუცვალა.


.

ახალ მილიონერებს ბევრი გეგმა აქვთ. პირველ რიგში, მშობლიურ დაგირავებულ ბინას გამოიხსნიან, მანქანას შეიძენენ და ბიზნესს წამოიწყებენ. კიდევ ბევრ ოცნებას აიხდენენ და სამუდამოდ დაემშვიდობებიან მომავლის შიშით სავსე ცხოვრებას. „საქართველოს ეროვნული ლატარია“ კვაჭაძეებს „ლოტო 6/42“-ში მოგებულ 1 182 454 ლარს უახლოეს დღეებში საზეიმოდ გადასცემს.

3
1411
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
1411
  
29 იანვარი, 19:57
ალალია მაგათზე, ნეტავ მეც მომაგებინა
28 იანვარი, 3:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

27 იანვარი, 21:48
მდაა...დღევანდელ საქართველოში ასეთი ფაქტები ძნელად დასაჯერებელია.
0 1 3