x
მეტი
  • 22.10.2020
  • სტატია:104278
  • ვიდეო:348089
  • სურათი:468855
რას ნიშნავს მეორედ მოსვლა და რატომ საუბრობენ სასულიერო პირები მის მოახლოებაზე - "90-იან წლებში, კონკრეტული პიროვნებაც დაასახელეს ანტიქრისტედ..."
image


"მე­ო­რედ მოს­ვლა ახ­ლო­საა ჩვენ­თან და ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმი­სათ­ვის, რომ მო­ვემ­ზა­დოთ მე­ო­რედ მოს­ვლი­სათ­ვის" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში, საკ­ვი­რაო წირ­ვის შემ­დეგ, ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.


მან­ვე დას­ძი­ნა, რომ ზო­გი­ერ­თი მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნი­სა­გან ხში­რად გა­უ­გია, რომ "ჟამი ახ­ლოს არი­ს", მაგ­რამ უწ­მინ­დე­სის თქმით, "შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე დღე დარ­ჩა" მე­ო­რედ მოს­ვლამ­დე.


image



ამ ქა­და­გე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი საკ­მა­ოდ და­აფრ­თხო, ნა­წილს კი, მე­ო­რედ მოს­ვლის არ სწამს და შე­სა­ბა­მი­სად, ირო­ნი­ით შეხ­ვდა ამ ამ­ბავს.


მე­ო­რედ მოს­ვლის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ, AMBEBI.GE სა­მე­ბის სა­პატ­რი­არ­ქო ტაძ­რის მღვდელმსა­ხურს, დე­კა­ნოზ თე­ი­მუ­რაზს (თა­თა­რიშ­ვილს) ესა­უბ­რა:


- პატ­რი­არ­ქი ბოლო დროს თა­ვის ქა­და­გე­ბებ­ში სულ უფრო ხში­რად უს­ვამს ხაზს მე­ო­რედ მოს­ვლის მო­ახ­ლო­ე­ბას. რას ნიშ­ნავს უწ­მინ­დე­სის ქა­და­გე­ბა?


- მე­ო­რედ მოს­ვლა რო­დის იქ­ნე­ბა ეს არა­ვინ იცის. პატ­რი­არ­ქმა თქვა ის, რა­საც ნე­ბის­მი­ე­რი სა­სუ­ლი­ე­რო პირი იტყვის, რომ მე­ო­რედ მოს­ვლა შე­იძ­ლე­ბა იყოს დღეს, შე­იძ­ლე­ბა სამი დღის ან სამი წლის შემ­დეგ, ამი­ტომ ჩვენ უნდა ვი­ყოთ მუდ­მი­ვად მზად. გარ­კვე­ულ­წი­ლად, იმ მოვ­ლე­ნე­ბის გამო, რაც სამ­ყა­რო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს: ჩა­უქ­რო­ბე­ლი ხან­ძრე­ბი, მი­ძი­ნე­ბუ­ლი ვულ­კა­ნე­ბის ამოფრქვე­ვა თუ სხვა ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი, რო­მე­ლიც უფრო მოხ­ში­რე­ბუ­ლია, ასე­ვე, ახა­ლი ეპი­დე­მი­ე­ბის, ახა­ლი და­უდ­გე­ნე­ლი ვირუ­სე­ბის წარ­მო­შო­ბა და გავ­რცე­ლე­ბა - ეს ის ნიშ­ნე­ბია, რომ­ლე­ბიც უბიძ­გებს სა­სუ­ლი­ე­რო პირს თუ ნე­ბის­მი­ერ მორ­წმუ­ნეს, რომ იფიქ­როს მე­ო­რედ მოს­ვლის მო­ახ­ლო­ე­ბა­ზე.


პატ­რი­არ­ქმა თქვა ეს და ამა­ში არა­ფე­რია დარ­ღვე­ვა ან გა­დაც­დო­მა. პატ­რი­არ­ქი, რო­გორს პირ­ვე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი, ვალ­დე­ბუ­ლია, გან­მარ­ტოს ეს პრო­ცე­სე­ბი. თუ ამ სწავ­ლე­ბას მორ­წმუ­ნე­ებს არ მივ­ცემთ, ე.ი ეკ­ლე­სია არ ას­რუ­ლებს თა­ვის ფუნ­ქცი­ას, რე­ლი­გია ყო­ველ­თვის რე­ლი­გი­ას უნდა ას­წავ­ლი­დეს და ამა­ში სა­ქი­ლი­კო და გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია.


- ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის მი­ხედ­ვით რაში მდგო­მა­რე­ობს მე­ო­რედ მოს­ვლის არსი? რო­გორ არის ის წმინ­და წე­რილ­ში აღ­წე­რი­ლი?


- ტერ­მი­ნი მე­ო­რედ მოს­ვლა კარ­გად უნდა ეს­მო­დეს ყვე­ლა ქრის­ტი­ანს. პირ­ვე­ლად მოს­ვლა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა ისეო ქრის­ტეს გან­კა­ცე­ბა, მისი მოღ­ვა­წე­ო­ბა, რა­საც ად­გი­ლი ჰქონ­და ის­ტო­რი­ის გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვეთ­ში. ჩვენ ვი­ცით, რომ ახა­ლი აღ­თქმა ეს არის კა­ცობ­რი­ო­ბის ეპო­ქა, გა­დას­ვლა ძვე­ლი აღ­თქმი­დან ახალ აღ­თქმა­ზე, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მა­ცხოვ­რის მოვ­ლი­ნე­ბას­თან.


მა­ცხო­ვა­რი მი­წი­ე­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის დროს ესა­უბ­რე­ბო­და მო­წა­ფე­ებს, რი­თაც თქვა, რომ იგი კვლავ მო­ვი­დო­და მე­ო­რედ და ყვე­ლა მომ­დევ­ნო ეპო­ქა­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ანს უნდა ჰქო­ნო­და ამის მო­ლო­დი­ნი. უფალ­მა თქვა, რომ ეს მოხ­დე­ბო­და სამ­ყა­როს და­სა­რუ­ლის წინ. შე­სა­ბა­მი­სად მა­ცხოვ­რის მე­ო­რედ მოს­ვლის შე­სა­ხებ სწავ­ლე­ბა ისე­თი­ვე ძვე­ლია, რო­გორც სხვა სწავ­ლე­ბე­ბი.


ამი­ტომ არის რომ მა­გა­ლი­თად მრწამსში, რო­მე­ლიც არის ქრის­ტი­ა­ნის მთა­ვა­რი კრე­დო, შე­სუ­ლია ცალ­კე მუხ­ლი - "და კვა­ლად მო­მა­ვალ არს დი­დე­ბით, გან­სჯად ცხო­ველ­თა და მკვდარ­თა, რომ­ლი­სა სუ­ფე­ვი­სა არ არის და­სას­რულ". აგ­რეთ­ვე მრწამ­სის მე-14 და მე-15 მუხ­ლე­ბი ანუ ფი­ნა­ლუ­რი ნა­წი­ლე­ბი მი­ა­ნიშ­ნებს იმას, რომ ქრის­ტი­ა­ნი აღი­ა­რებს აღ­დგო­მას და ის ში­ნა­გა­ნად მო­წო­დე­ბუ­ლია მე­ო­რედ მოს­ვლი­სა და აღ­დგო­მის­თვის, რაც ნიშ­ნავს და­უს­რუ­ლე­ბელ, და­უ­სა­ბა­მო ცხოვ­რე­ბის და­სა­წყისს.


- რო­გორ უნდა ემ­ზა­დე­ბო­დეს მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნი მე­ო­რედ მოს­ვლის­თვის?


განაგრძეთ კითხვა



3
5567
5-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
5567
  
23 თებერვალი, 18:03
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარკომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარკომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარკომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარ
23 თებერვალი, 18:03
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარ კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარ
23 თებერვალი, 18:03
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარ
0 1 3