x
მეტი
  • 29.09.2020
  • სტატია:103622
  • ვიდეო:347813
  • სურათი:467997
რა ხდება ავსტრალიაში: ემოციური ფოტო და ვიდეო მასალა
image

ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე უკვე რა ხანია ძლიერ ხანძარს ებრძვიან. ხანძრის გამო ადამიანებმა საცხოვრებელი დაკარგეს, რამდენიმე პიროვნება დაკარგულად ითვლება და უამრავი ცხოველი დაიღუპა. ავსტრალიას უამრავი ქვეყანა უწევს დახმარებას როგორც ფინანსურად, ისე საკვებით, მედიკამენტებით და თავშესაფრით ცხოველებისთვის.

1. 50 გრადუსიანმა სიცხემ ხანძრის გაჩენას შეუწყო ხელი, რომელიც კოსმოსიდანაც კი ჩანს. ხანძარმა უკვე 8 მლნ. ჰექტარი მოიცვა, კვამლის სიმაღლე კი 70 მ-ს აღწევს.

image


2.ეკოლოგების განცხადებით, ხანძარმა უკვე 1 მილიარდამდე ძუძუმწოვარი, ფრინველი და რეპტილია შეიწირა.

image

3.კოალების პოპულაციას საფრთხე ემუქრება

image

4.ახალი უელსის და ვიქტორიას შტატის მაცხოვრებლებს უკვე რესპირატორებით უწევთ გადაადგილება.

image

5.მეგობრები ფერმერს ანუგეშებენ, რომელიც იძულებული იყო საკუთარი ხელით ესროლა 20 ძროხისთვის, რადგან ისინი ხანძრის გამო ძლიერად დაშავდნენ.

image

6.მეხანძრე-მოხალისე 13 საათიანი მუშაობის შემდეგ

image

7.მეხანძრეები მძიმე მორიგეობის შემდეგ

image

8.პატრიკ ბოილი ცხოველების გადარჩენას ცდილობს. ეს მის მიერ გადარჩენილი მეშვიდე კოალაა.

image

9.კოალას გადარჩენის კადრები


10.მეგობრები ხანძრის ადგილებში დადიან და კოალებს აგროვებენ, რომ დახმარება აღმოუჩინონ.


11.ველოსიპედისტებმა დახმარება გაუწიეს კოალას


12.ცნობილი ავსტრალიელი ნატურალისტის სტივ ირვინის ოჯახი მის საქმეს აგრძელებს. მათი ვეტერინარული ჰოსპიტალი უკვე რამდენიმე ათას ცხოველს დაეხმარა.

image

13.ლეიტენანტი დეივ ბატლერი გადარჩენილ კენგურუსთან ერთად.

image

14.გადარჩენილი კენგურუ მოხალისე ქალს ეხუტება


15.ეს კი ბეარია, ის ადამიანებს გადარჩენილი კოალების მოძებნაში ეხმარება

image


16.ქალაქ მალაკუუტის მაცხოვრებლები მოახლოებული ცეცხლის გამო იძულებულნი გახდნენ სახლები მიეტოვებინათ და სანაპიროზე გასულიყვნენ. სწორედ ამ სახანძრო რაზმის დამსახურებით, ქალაქში ცეცხლი ლიკვიდირებულია.

image

17.10 წლის გოგონა ასე შეხვდა დიდი ხნის ნანატრ წვიმას ქალაქ ბილიმარიში

იმედია, მწვანე კონტინენტი მალე მოიშუშებს თავის იარებს. წვიმას და კარგ სიახლეებს ვუსურვებთ!

image

0
426
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
426
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0