x
image
alex999
Mediator image
ყველაზე იშვიათი და ძვირადღირებული ავტომობილების კრებული

ავტოინდუსტრიამ განვითარების პიკს მიაღწია, თუმცა შეჩერებას არ აპირებს. თითქმის ყოველ კვირას ახალი ავტომობილის გამოფენა მიმდინარეობს, რაც კონკურენციას უფრო აძლიერებს. დღეს კი მსოფლიოს ყველაზე იშვიათ და ამავდროულად ძვირადღირებულ ავტომობილებზე გვექნება საუბარი. თქვენი ფავორიტი რომელია???


image








1. Ferrari 275 GTB/C Speciale by Scaglietti

image


1964 წელს გამოშვებული ეს ავტომობილი 26.4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ასეთი ფერარი მთელ მსოფლიოში მხოლოდ 3 ცალია.





Mercedes-Benz W196

image


W196 გამოსვებულ იქნა 1954 წელს. ამ ავტომობილით მრბოლელმა ხუან მანუელ ფანგიომ 5 ჯერ მოიგო ფორმულა 1. გაიყიდა 29.6 მილიონ დოლარად.






Rolls Royce Sweptail

image


Rolls Royce Sweptail -ის მოდელმა საავტომობილო ინდუსტრიაში საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა. განსაკუთრებული დიზაინის და შიდა ატრიბუტების საშუალებით მილიონერებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. ავტომობილის ღირებულება დაახლოებით 13 მილიონი დოლარია.






Aston Martin DBR1


image


1956-1958 წლებში ამ ბრენდის სულ 5 მოდელი გამოვიდა. პირველი იყო ზუსტად ფოტოზე ნაჩვენები DBR1, რომელიც 2017 წელს ღია აუქციონზე 22.5 მილიონ დოლარად გაიყიდა. ავტომობილი ასევე აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირადღირებული ინგლისური მოდელია.






McLaren F1 LM

image


McLaren F1 LM -ის სულ 5 მოდელია გამოშვებული. მონტერეის აუქციონზე ავტომობილი 19.8 მილიონ დოლარად გაიყიდა. გამოშვების თარიღი 1994 წელია.






Ferrari 275 GTB/4S Nart Spider

image


ვაგრძელებთ ჩამონათვალს იმ ავტომობილებისა, რომლებიც განსაკუთრებული სტატუსი სარგებლობენ. შემდეგი უძვირფასესი მოდელი 1967 წლიანი Ferrari Nart Spider-ია, შეზღუდული რაოდენოებიდან გამომდინარე, დღესდღეობით მხოლოდ 10 პატენტია დარჩენილი. ავტომობილი 2013 წელს, პრესისთვის უცნობი პირის მიერ 27.5 მილიონ დოლარა იქნა შეძენილი.






Jaguar D-Type

image


1956 წელს გამოშვებული D-Type მოდელი აუქციონზე 10 მილიონ დოლარად იყიდება.






Ferrari 290 MM

image


1956 წელს გამოშვებულ იქნა მხოლოდ 4 მოდელი. ამ სპორტულ ავტომობილებს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა და საბოლოოდ ერთ-ერთი 2015 წელს აუქციონზე 28 მილიონ დოლარად გაიყიდა.






Bugatti Divo

image


ჰიპერ ავტომობილი, რომელიც ბუგატიმ 2018 წელს აწარმოა, ჩვენს ძვირადღირებულებში ადგილს იკავებს. ავტომობილი მილანში აუქციონზე იყიდება, საწყისი ფასი 5 მილიონი ევროა.






Lamborghini Veneno

image


მოდელი ექსკლუზიურად ლამბორჯინის 50 წლისადმი მიძღვნილი საჩუქარია, თუმცა Veneno ესპანურად შხამს ნიშნავს. ამ მოდელს 100 კილომეტრის გავითარება 2.9 წამში შეუძლია. გამოშვებულ იქნა მხოლოდ 9 ცალი და აუქციონის საწყისი ფასი 8.8 მილიონი დოლარია.






Ferrari 250 GTO

image


ეს ის ეპიკური ავტომობილია, რომელიც გამოშვებულ იქნა 1962 წელს და გაყიდულია 45 მილიონ დოლარად.






Devel Sixteen

image


ამ ჰიპერავტომობილის ფასი აუქცინზე 2.2 მილიონი დოლარიდან იწყება. გამოშვებულია 3 სერია, რომლებიც ერთმანეთისგან ცხენის ძალებით გამოირჩევიან. ყველაზე ძვირადღირებული მოდელი 2.2 მილიონიდან იწყება და 5000 ცხენი ძალა აქვს.






W Motors Lykan Hypersport

image


ავტომობილების სერია 2012 წელს ბეირუთში იქნა გამოშვებული. ეს არაბული კომპანიების მიერ შექმნილი ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილია. ჰიპერსპორტის ღირებულება 3.4 მილიონი დოლარია.






Aston Martin Vulcan AMR Pro

image


ამ მოდელის საშუალებით, ასტონ მარტინი ბაზარზე საკმაოდ თამამად იკავებს საკუთარ პოზიციას. ამ ველური ავტომობილის ღირებულება 2, 3 მილიონიდან 3 მილიონ დოლარამდე იცვლება.
























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



8 დამაბნეველი გამოცანა ტვინის გასავარჯიშებლად (+ პასუხები)

image


ქორწილის დღეს მიტოვებული პატარძალი - კამილას და ალეხანდროს დრამატული ისტორია

image


მგელი ხროვას გამოეყო და ადამიანებთან დახმარების სათხოვნელად მივიდა - კაცობრიობა ანადგურებს დედამიწას

image


ჩვენი ბავშვობის მულტფილმების დასასრულები, რომელიც ტელეარხებმა არ გააშუქეს

image


დასახელდა ყველაზე მიმზიდველი 5 მასწავლებელი - რომელია თქვენი რჩეული?

image


alex999 - არხის 30 საუკეთესო სტატია, 2019 წელს intermedia.ge -ზე!

image


სოფელი, სადაც მხოლოდ ქალები ცხოვრობენ - " მამაკაცების გარეშე ცხოვრება მშვენიერია"

image


ბერძნული მითოლოგიის 6 ყველაზე საშინელი არსება!

image


მეცნიერების შოკისმომგვრელი განცხადება : კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა ტიტანობოა დააბრუნოს!

image


ფეიხოა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

image




2
298
4-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
298
  
1 მარტი, 2:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

27 თებერვალი, 2:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2