x
მეტი
  • 04.04.2020
  • სტატია:100933
  • ვიდეო:345645
  • სურათი:463667
ბერძნული მითოლოგიის 6 ყველაზე საშინელი არსება!

ბერძნულ მითოლოგიაში უამრავ საშინელ არსებაზე ყოფილა საუბარი, თუმცა ეს ექვსეული ნამდვილას შიშისმომგვრელია. ლეგენდა თუ რეალური წარსული, ეს თქვენ გადაწყვიტეთ. ახლა კი წარმოგიდგენთ ბერძნული მითოლოგიის 6 ყველაზე საშინელ არსებას:


image







((( ჰიდრა )))

image

ჰიდრა იგივე წყლის გველი არის ლერნეს ჭაობის ბინადარი. ტიფონისა და ექიდნეს ნაშიერი; ჰერას გამოზრდილი. ცხრა, ას- ან ათასთავიანი და ისეთი გესლიანი, რომ მისი ღვიძლის სისხლით მოწამლული ისრებით უკვდავნიც კი მოურჩენელი წყლულით იტანჯებოდნენ. ლეგენდის თანახმად, ჰიდრას 9 თავი ჰქონდა, თუმცა როდესაც მას თავს შეცდომით აჭრიდნენ მის ადგილას ორი თავი ამოსდიოდა. მხოლოდ და მხოლოდ ლეგენდარულმა ჰერაკლემ მოახერხა მისი ნამდვილი თავის პოვნა და მოჭრა, რაშიც მცირედი დახმარება ათენასგან ითხოვა.







((( ციკლოპები )))

image


ციკლოპები ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ცნობილები არიან, როგორც ცალთვალა ბუმბერაზები. ჰესიოდეს მიხედვით, ციკლოპები ჭექა-ქუხილის დემონები, ურანოსისა და გეას შვილები არიან. ურანოსს ციკლოპები ქვესკნელში ჰყოლია გამომწყვდეული, კრონოსს აუხსნია, უმსახურია, მერე კი ტარტაროსში ჩაუყრია. ზევსს გაუთავისუფლებია და მათ გამოჭედილი მეხით ღვთაებათა ძვ. თაობა დაუმხია. ბოლოს ზევსზე გულმოსულ აპოლონს დაუხოცია. ციკლოპები განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ტიტანების ბრძოლაში, სადაც ზევსის მხარეზე იბრძოდნენ.







((( კერბეროსი )))

image

ჯოჯოხეთის კარიბჭის(ჰადესის კარების) მცველი. კერბეროსს 3 თავი ჰქონდა და მის ტანზე გველები იკლაკნებოდნენ. ჯოჯოხეთის კარიბჭის მცველი კარებში ყველა გამვლელს უშვებდა, მაგრამ უკან დაბრუნების საშუალებას არავის აძლევდა. ლეგენდის თანახმად, ძაღლის მსგავსი ეს არსება 5 ჯერ არის დამარცხებული.







((( მედუზა )))


image

დები გორგონები ულამაზესი ზღვის ქალიშვილები იყვნენ. ერთ ერთი მათგანი მედუზა იმდენად ლამაზი იყო, რომ ღმერთების ყურადღებასაც იპყრობდა, თუმცა მისთვის ამ ყველაფერს არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. როდესაც მისმა სილამაზემ ამჯერად ზღვის ღმერთი პოსეიდონი დაიპყრო, არც ისე უმნიშვნელო გამოდგა. პოსეიდონმა ძალისხმევით მოახერხა მედუზას დაპყრობა და მასთან სექსუალური კავშირის დამყარება, რაც ქალღმერთ ათენას სულაც არ ესიამოვნა, რადგან ეს კავშირი მის ტაძარში განხორციელდა. ათენამ მედუსა და მისი დები სამუდამოდ დაწყევლა, ისინი საშინელ არსებებად გადააქცია. მიუვალ კუნძულზე დასახლებული დები ნელ-ნელა უფრო საშინელ არსებებად გადაიქცნენ. ლეგენდის თანახმად, ვინც მათ შეხედავდა, ადგილზე ქვად იქცეოდა.








((( ტიფონი )))

image

ტიფონი გეას და ტარტაროსის უფროსი ვაჟია, პითონის და ექიდნეს ძმა. ტიფონის ბერძნულ მითოლოგიაში ცნობილია, როგორც ყველაზე საშინელი არსება, რომლისაც თვით ღმერთებსაც კი ეშინოდათ. მას ჰქონდა ასობით გველის თავი და თითოეულიდან ცეცხლს აფრქვევდა. ლეგენდის თანახმდა, ტიფონი შეეწინააღმდეგა ზევს და მისი დამარცხებაც მოახერხა, თუმცა მოგვიანებით ჰერმესის დახმარებით ზევსი ისევ გაცოცხლდა და ტიფონისგან შური იძია.







((( ქარიბდისი )))

image


ქარიბდისი ბერძნულ მითოლოგიაში ზღვის ურჩხულია. იგი პოსეიდონის ქალშვილია და სისასტიკესთან ერთად გამოირჩევა ნივთების მოპარვით. მისი ამ საქციელით განრისხებულმა ზევსმა, ის საშინელ წყლის ურჩხულად გადააქცია.




















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

















>>>>> იხილეთ ასევე <<<<<



ყველაზე გრანდიოზული 6 შენობა მთელ მსოფლიოში - ეს უნდა ნახოთ!

image





დასახელდა ყველაზე მიმზიდველი 5 მასწავლებელი - რომელია თქვენი რჩეული?

image





ყველა დროის 14 ყველაზე გიჟური საქორწინო კაბა

image





ტიტანიკის კატასტროფიდან გადარჩენილი მამაკაცის მტკიცებით, გემის ჩაძირვა სხვა რამ გამოიწვია!

image





აი რას ნიშნავს გახდე მშობელი - სახალისო ილუსტრაციები

image




0
590
4-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
590
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0