x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ჟადიმ სერიალ "კლონიდან" გაიხადა და თაყვანისმცემლებს თავისი ფიგურა აჩვენა

image


ეკრანზე სერიალ "კლონის" გამოსვლიდან 18 წელი გავიდა, მაგრამ ჯოვანა ანტონელა ისევე უყვარს მაყურებელს.


გულშემატკივრები ყურადღებით აკვირდებიან მსახიობის ცხოვრებას სოციალურ ქსელში, თუმცა, ის იშვიათად ანებივრებს მათ ახალი სურათებით. მეორე დღეა 43 წლის ვარსკვლავმა გამონაკლისი გააკეთა, მან ქსელში გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო, სადაც იგი მინი-ბიკინით ცეკვავს საშხაპეში.



image



ჟადის თაყვანისმცემლები აღფრთოვანებულები დარჩნენ: ის უფრო მშვენივრად გამოიყურება, ვიდრე 18 წლის წინ. სწორი მუცელი, არავითარი ცელულიტი და დამატებითი კილოგრამები. რამოდენიმე წლის წინ გულშემატკივრები იმედგაცრუებული აცხადებდნენ, რომ ჯოვანამ სრულად შეწყვიტა საკუთარი თავის მოვლა და საკმაოდ გასუქდა. ახლა, ალბათ, ვერ განასხვავებთ მას ეკრანული გმირისგან, რომელიც მან ამდენი ხნის წინ ითამაშა.



image


168 სმ სიმაღლის ჯოვანა იწონის 52 კგ-ს. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავი სამი შვილის დედაა. როგორ ახერხებს ფორმის შენარჩუნებას?

ჯოვანამ ინტერვიუში არაერთხელ თქვა, რომ მას ყველა მშობიაობის შემდეგ წონის დაკლებაში დაეხმარა სპეციალური დიეტა, რომელიც ძირითადად ქათმის ხორცისა და ანანასისგან შედგება. როდესაც ვარსკვლავს სჭირდება ფიგურა სრულყოფილ მდგომარეობაში, ის უბრალოდ არაფერს ჭამს. თუმცა, ეს ადვილი არ არის: ჯოვანა ტკბილეულის დიდი მოყვარულია, მაგალითად, შოკოლადის. სამაგიეროდ შედეგს ყველა ხედავს.









1
338
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
338
  
2020, 6 იანვარი, 2:32
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
0 1 1