x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რას ამბობს ფილმ "ნათლიას" მსახიობი ჯანი რუსო მერილინ მონროს სიკვდილზე?
image
კინოფილმ "ნათლიმამას" მსახიობი მიიჩნევს, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი მერილინ მონრო არ დაღუპულა ნარკოტიკების ჭარბი დოზის მიღებისგან, როგორც მისი გაკვეთის შემდეგ გამოცხადდა.

75 წლის მსახიობმა ჯანი რუსომ ინტერვიუ მისცა დასავლურ მედიას "ნიუ-იორკ პოსტს" და განაცხადა, რომ მას ჰოლივუდის ლამაზმანთან, მერილინ მონროსთან რომანი ჰქონდა, როდესაც ის მხოლოდ 16 წლის იყო.

უფრო მეტიც, მსახიობი აცხადებს, თუ როგორ გარდაიცვალა ცნობილი ქერა ვარსკლავი სინამდვილეში.

"რობერტ კენედიმ ორგანიზება გაუწია მერილინ მონროს გარდაცვალებას, რადგან მას არ სურდა მერილინ მონროს და ჯონ კენედის რომანი საზოგადოებისთვის გამხდარიყო ცნობილი." - ამბობს ჯანი რუსო




image

მონროსთან ურთიერთობის შესახებ საუბრისას, რუსო ამბობს: - "მერილინი იყო საუკეთესო საყვარელი, მას უბრალოდ უნდოდა სიხარული მიენიჭებინა პარტნიორისთვის."

მსახიობმა აღიარა, რომ მას მსახიობთან სიკვდილამდე სამი დღით ადრე გადაღებული სურათი დღემდე აქვს შენახული. სურათი 1962 წლის 5 აგვისტოსაა გადაღებული.

ჯანი რუსო მიიჩნევს, რომ მერილინი დაემუქრა თავის საყვარელს, მედიისთვის მათი რომანის შესახებ ინფორმაციის მიწოდებით და ასევე, მისი პრეზიდენტ ჯონ კენედიასთან კავშირების გამოაშკარავებაზე. რუსოს განცხადებით, რობერტმა შეადგინა გეგმა მერილინ მონროს სიკვდილის, რათა, თავიდან აეცილებინა საზოგადოებრივი სკანდალი.

0
319
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
319
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0