x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ვიდეო: ლეონარდო დი კაპრიოს მოულოდნელმა ცეკვამ სოციალური ქსელი ააფეთქა
image



ლეონარდო დი კაპრიო აქტიურ მონაწილეობას იღებს სოციალურ ცხოვრებაში და ხშირად დადის სხვადასხვა წვეულებებსა და სადილებზე სტუმრად. ცნობილი სახის კიდევ ერთმა გამოსვლამ შთაბეჭდილება მოახდინა მის გულშემატკივრებზე.


45 წლის მსახიობმა გადაწყვიტა რეპერ პი დიდის საიუბილეო წვეულებაზე დასწრება. როგორც ჩანს, უნივერსალურმა გართობამ არ დატოვა გულგრილი ჰოლივუდის ვარსკვლავი და იგი თამამად გამოვიდა ცეკვის მოედანზე.


აღსანიშნავია, რომ მანამდე დი კაპრიო იყო საპატიო სტუმარი წვეულებაზე, რომელიც ყოფილმა ბოიფრედმა მოუწყო ჯენიფერ ლოპესს 50 წლის იუბილის საპატივსაცემოდ. ჰოლივუდის გულთამპყრობელი დაესწრო დღესასწაულს თავისი მეგობრების კომპანიაში. თავიდან დი კაპრიო, როგორც მისთვის დამახასიათებელია, ცდილობდა ყოფილიყო შეუმჩნეველი. ეცვა მუქი ტანსაცმელი და ასევე ბეისბოლის ქუდი ქონდა ჩამოწეული თვალებზე. თუმცა, მიუხედავად მუქი სათვალისა, გულშემატკივრებმა მაინც იცნეს ვარსკვლავი სხვა სტუმრებს შორის.



სხვათა შორის, ლეონარდო შეამჩნიეს იმ მომენტში, როდესაც ერთერთი მოწვეული მსახიობი სცენაზე მღეროდა რეპერ პი დიდის სიმღერას. მსახიობმა ასევე ვერ მოითმინა და დაიწყო ცეკვა. უფრო მეტიც, ლეონარდომ თითქოს წარმოიდგინა თავი რეპერად, იმეორებდა კომპოზიციის სიტყვებს და აკეთებდა ჟესტიკულაციებს.


მოცეკვავე დი კაპრიოს ვიდეო თითქმის მალევე, ინტერნეტში გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ გულშემატკივრებმა მაღალი შეფასება მისცეს მის შესაძლებლობებს. ზოგიერთმა აღიარა, რომ ძალიან უჩვეულოა მსახიობის ასეთ მდგომარეობაში ნახვა. საჯაროდ გამოჩენისას, ლეონარდო, როგორც წესი, ცდილობს საერთოდ არ მიიპყროს ყურადღეება. რეპერ პი დიდის წვეულება კი გამონაკლისი იყო.


შეგახსენებთ, რომ წელს გულშემატკივრებს საშუალება ჰქონდათ ლეონარდო ენახათ დიდ ეკრანზე კვენტინ ტარანტინოს მეცხრე ფილმში "ერთხელ ... ჰოლივუდში". ექსპერტების აზრით, ამერიკის კინოაკადემიის მომავალ დაჯილდოებაზე, ლეონარდო შესაძლოა ოსკარის ერთ-ერთი პრეტენდენტი გახდეს.




1
257
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
257
  
2019, 31 დეკემბერი, 2:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1