x
image
ლურჯი თოლია
ვისთვის როგორი წელი იქნება აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით??

image

ვირთხისთვის, ეს წელი, საკმაოდ სასიკეთო შეიძლება აღმოჩნდეს როგორც კარიერული, ისე ცხოვრების სხვა სფეროებში წარმატების მიღების თვალსაზრისით. წელი დინამიური იქნება, თავისი აღმასვლა-დაღმასვლით. შეეცადეთ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ჩაუყაროთ საფუძველი.

ხარი - ვირთხას ყველაზე მეტად ხარი უყვარს. ეს წელი ერთ-ერთი საუკეთესო წელი იქნება ხარის ცხოვრებაში ყველა მიმართულებით - სიყვარულის, ფინანსების თუ სხვა სახის წარმატების მოსაპოვებლად.

ვეფხვი - ნეიტრალური წელია. ვეფხვს შესაძლოა მოუწიოს ბევრი გადაადგილება, მოგზაურობა, მივლინება, რაც საგრძნობლად გაზრდის გაუთვალისწინებელ ხარჯებს, ამიტომ, 2020 წელში მათ ეკონომიურობა და ყაირათიანობა მართებთ .

კურდღელი - ეს წელი წარმატებულია შემოსავლების, სიყვარულისა და რომანიკის კუთხით

დრაკონი - კარგი წელია ფინანსური თვალსაზრისით, ცუდი არაა არც სხვა სფეროებისთვის

გველი - სასიკეთო წელია ყველა მიმართულებით

ცხენი - ოპოზიციური ნიშანია ვირთხისთვის. მოსალოდნელია უცაბედი ცვლილებები, ემოციური არასტაბილურობა, თუმცა წარმატების მიღწევის შანსიც არის!

თხა - იღბლიანია ყველა კუთხით. გამოიყენეთ ეს წელი!

მაიმუნი - შესაძლოა ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი მოუტანოს ვირთხამ. მაქსიმალურად აკონტროლეთ ფინანსები. მეტი დრო დაუთმეთ სწავლა-განათლებას.

მამალი - ძალიან კარგი წელია ყველა მიმართულებით, იქნება ეს სამსახურეობრივი, სასიყვარულო, თუ სხვა ცხოვრებისეული სფეროები

ძაღლი - საშუალო წელია. მოუფრთხილდით ფულს, გონივრულად განკარგეთ ფინანსები. ასევე, არ დაგავიწყდეთ დასვენება და განტვირთვა. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

ღორი - ღორებისთვის გაორებული წელია, ვინაიდან საკმაოდ კარგია რომანტიული ურთიერთობების მხრივ, თუმცა სხვა მხრივ, შესაძლოა არასტაბილურობა იყოს სხვა სფეროებში.

0
1204
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
1204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0