x
image
ლურჯი თოლია
" ხვალ ... მზე გადადის ენერგიულ, ცეცხლოვან ვერძის ნიშანში! სამყაროში მოიმატებს ოპტიმიზმის, წინსვლის, აქტიურობის სურვილი, ბრძოლისუნარიანობა."

ხვალ, 20 მარტს, გაზაფხულის ბუნიაობაა!

image

მზე გადაკვეთს ცის ეკვადორს და თავის ახალ, ასტროლოგიურ ციკლს იწყებს!

ბევრ ქვეყანაში სწორედ 20-21 მარტს აღნიშნავენ კიდეც ახალ წელს!

ამასთანავე, მზე გადადის ენერგიულ, ცეცხლოვან ვერძის ნიშანში! სამყაროში მოიმატებს ოპტიმიზმის, წინსვლის, აქტიურობის სურვილი, ბრძოლისუნარიანობა.

შემქნილი ვითარების ფონზე, ვერძში მზის ინგრესიის ფაქტი მით უფრო სასიკეთოა, ვინაიდან ახლა სწორედ ოპტიმიზმი და ბრძოლისუნარანობის გამოვლენაა საჭირო...

არანაირი შიში და პანიკა! პირიქით, სიმშვიდით და რწმენით უნდა დავიწყოთ ეს ახალი ასტლოგიური წელი..!

თანდათანობით დაიწყება მსოფლიოს “გამოჯანმრთელების“ პროცესი, რომელიც გარკვეული მაჩვენებლების გამო “დაავადდა" . ამ თემაზე ბევრჯერ დავწერე ადრეც, მოსალოდნელი იყო, რომ რაღაც გლობალური, საყოველთაო, ის, რაც ადამიანების დიდ მასებს შეეხებოდა, მსგავსი მოვლენები შეიძლებოდა მომხდარიყო ამ სატურნი-პლუტონის თხის რქის ნიშანში შეერთების გამო 12 იანვარს, თან.. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მოულოდნელობებისა და უცნაურობების, რეფორმატორული პლანეტა ურანი ფინანსურ სფეროში, ანუ კუროში დგას, როგორღაც, რაღაც სახით მაინც უნდა “გათამაშებულიყო“ ეს ფინანსურ სფეროში მოულოდნელობა, გლობალური ფინანსური კრიზისი, რაღაც უნდა ყოფილიყო გამშვები მექანიზმი.

სამყარომ გვეუბნება, ისე ვეღარ იქნება, როგორც უწინ! ცვლილებების დრო მოვიდა და ჩვენც, ფეხი უნდა ავუწყოთ ამ ტრანსფორმაციას, ბევრი რამ გადავაფასოთ.

ნუ შეგვეშნინდება ნურაფრის! მათ შორის სტაბილურობის, ფინანსების, ჯანმრთელობის დაკარგვის. მთავარი ესაა! ესაა პლუტონის მოთხოვნა! იმარჯვებს სულიერად ძლიერი...

მოკლედ, ავივსოთ მოთმინებით, მშვიდად, თადარიგიანად დაველოდოთ თუნდაც ამ ვირუსის გასვლის პიკს... წესით, ბევრი აღარ დარჩა...

ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, სიკეთეს ვუსურვებ ყველას, ყველა ადამიანს, მთელ სამყაროს!

ქეთი ვაწაძე

1
253
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
253
  
2020, 21 მარტი, 2:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1