x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134672
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508865
"...ეს საკმაოდ რთულია, ერთეულებს გამოსდით" - როგორ აფასებს ნიკოლოზ რაჭველი "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებს
image


მე­გაპ­რო­ექ­ტის „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი“ პირ­ვე­ლი ლა­ივ­კონ­ცერ­ტი, რო­გორც უკვე იცით, გა­სულ ორ­შა­ბათს შედ­გა და ის კომ­პო­ზი­ტორ გია ყან­ჩე­ლის მუ­სი­კით გა­იხ­სნა.


კონ­კურ­სან­ტებ­მა კომ­პო­ზი­ტო­რის მუ­სი­კა სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად, ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით შე­ას­რუ­ლეს.


რო­გორ მუ­შა­ო­ბენ „მხო­ლოდ ქარ­თულ­ში“ქარ­თულ მუ­სი­კა­ზე მომ­ღე­ლე­ბი და რა რის­კე­ბი არ­სე­ბობს ამ პე­რი­ოდ­ში, ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნიკა რაჭ­ველი გვესაუბრება.



- პრო­ექ­ტი „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი“ მი­მაჩ­ნია, რომ ბრწყინ­ვა­ლე იდე­აა, თუმ­ცა მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გა­ცი­ლე­ბით მეტ რისკს აჩენს, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მა­ტის პრო­ექ­ტი, რო­მელ­შიც არ არის და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლი მუ­სი­კა. იცით, რომ ჩვე­ნი ახა­ლი თა­ო­ბის მომ­ღე­ლე­ბი ბოლო დროს უცხო­უ­რი სიმ­ღე­რის მოს­მე­ნით გა­ი­ზარ­დნენ და დღე­საც ასეა. მას ხში­რად ჟი­უ­რის წევ­რე­ბიც ას­რუ­ლე­ბენ, ამი­ტომ ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­აც შეჩ­ვე­უ­ლია ამას და შე­იძ­ლე­ბა არ იყოს ის ისე­თი მგრძნო­ბი­ა­რე, კრი­ტი­კუ­ლი, რო­გორც ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის მოს­მე­ნი­სას, რად­გა­ნაც ნე­ბის­მი­ე­რი სა­კუ­თარს გა­ცი­ლე­ბით გრძნობს.


ამი­ტომ, ასეთ დროს ქარ­თულ ენა­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა უპირ­ვე­ლე­სად ახა­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ვერ­სი­ე­ბის შექ­მნის ხარ­ჯზე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი უნდა გა­ხა­დო, რა­მაც ასე­ვე უნდა გა­ა­მარ­თლოს. ის ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, და­მა­ჯე­რებ­ლიც უნდა იყოს. ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლია, ერ­თე­უ­ლებს გა­მოს­დით, რაც ჩემ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლად და­სა­ფა­სე­ბე­ლია.


- ამ საქ­მე­ში ზვი­ად ბოლ­ქვა­ძის როლი დი­დია...


- დიახ, ზვი­ად ბოლ­ქვა­ძის როლი ამ საქ­მე­ში დი­დია, მაგ­რამ არც ზვი­ად ბოლ­ქვა­ძეს და არც მე, ეს ყვე­ლა­ფე­რი ყო­ველ­თვის ბო­ლომ­დე კარ­გად არ გა­მოგ­ვდის.


იმის გამო, რომ მუ­სი­კა სა­ინ­ტე­რე­სო გავ­ხა­დოთ, ამა თუ იმ მუ­სი­კის გა­დას­ხვა­ფე­რე­ბა­ში ხე­ლოვ­ნუ­რი ჩარ­თვა გვი­წევს. მე­ო­რე მხრივ, რთუ­ლია ქარ­თულ ენა­ზე იყო ძა­ლი­ან გა­მომ­სახ­ვე­ლი, ისე­თი გე­მოვ­ნე­ბით შე­ას­რუ­ლო, ჩარ­ჩო­დან არ ამო­ვა­დეს. ამას­თან, ჩვე­ნი მსმე­ნე­ლი მომ­თხოვ­ნია, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი, თვი­თონ სიმ­ღე­რე­ბიც ასე­თია და ეს ყვე­ლა­ფე­რი ამი­ტომ არის რთუ­ლი.


ისე­თი რამ უფრო იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა, როცა ძა­ლი­ან გა­მოკ­ვე­თი­ლი ვარ­სკვლა­ვი გა­მოჩ­ნდე­ბა ხოლ­მე პრო­ექ­ტში, თუმ­ცა ამის მა­გა­ლი­თი გვაქვს, თუნ­დაც სოფო ბა­თი­ლაშ­ვი­ლის სა­ხით, რო­მე­ლიც მთელ ქვე­ყა­ნა­ში ამ პრო­ექ­ტით გახ­და ძვირ­ფა­სი და გა­მორ­ჩე­უ­ლი მომ­ღე­რა­ლი. გა­ვი­ხა­რებ­დი, რომ პრო­ექტს ყო­ველ სე­ზონ­ზე მსგავ­სი დო­ნის მომ­ღე­რა­ლი აღ­მო­ე­ჩი­ნოს.


- კონ­კურ­სან­ტებ­მა გია ყან­ჩე­ლის მუ­სი­კა პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ზე თქვე­ნი დახ­მა­რე­ბით შე­ას­რუ­ლეს. რამ­დე­ნად შეძ­ლეს და დაძ­ლი­ეს ურ­თუ­ლე­სი ამო­ცა­ნა?


- ვერ ვი­ტყვი, რომ ბო­ლომ­დე კმა­ყო­ფი­ლი ვარ, მაგ­რამ მათ ეს უნდა ეცა­დათ, იმის­თვის, რომ ოდეს­ღაც მარ­თლაც სრულ­ყო­ფი­ლად შეძ­ლონ ამის შეს­რუ­ლე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ, ვი­ტყვი იმას, რომ ეს არის გა­ბე­დუ­ლი პრო­ექ­ტი, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნიც, რად­გა­ნაც, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, იმ­დე­ნად ტრენ­დუ­ლი გახ­და ჩვე­ნი მომ­ღე­ლე­ბის­თვის უცხო­უ­რი სიმ­ღე­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, რომ „მხო­ლოდ ქარ­თულ­მა“ კი­დევ ერთხელ გა­ა­კე­თა კონ­ცენ­ტრა­ცია იმა­ზე, რომ ჩვენ ვართ ქვე­ყა­ნა, სა­დაც ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო კომ­პო­ზი­ტო­რი ბევრ და კარგ მუ­სი­კას წერ­და. მომ­ღერ­ლებ­მა მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა და­უთ­მონ ამას და სწო­რედ ამ პრო­ექ­ტმა გა­ა­მახ­ვი­ლა ამა­ზე ყუ­რა­დღე­ბა.

0
35
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0