x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
დაქალობა
imageგამარჯობათ, დღეს წარმოგიდგენთ სტატიას დაქალობაზე.

თქვენი აზრით რას ნიშნავს სიტყვა დაქალი?ან როგორ წარმოგიდგენიათ ჭეშმარიტი დაქალი?

მე ჩემს აზრს მოგახსენებთ: ჩემი აზრით დაქალი ითქმის იმ ადამიანზე რომელთანაც ხარ გახსნილი, სრულიად გესმის მისი ყოველი სიტყვა, მისი უგუნებობის მიზეზს უსიტყვოდ ხვდები, გიყვარს მისი ღიმილითა და ბედნიერებით სავსე თვალები.ყოველივე სიმართლესა და საკუთარ აზრს უზიარებ, ცდილობ მიახვედრო თავის შეცდომას რადგან მასზე გული შეგტკივა.

ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ ახლა ამ სტატიის დაწერის მიზეზს შევეხები.ყველაფერი ამის გათვალისწინებით მყავდა დაქალი რომელთან ერთადაც ბავშვობიდან ვიყავი.ჩვენ დაქალები კი არა დებზე მეტიც ვიყავით, მაგრამ ამ რამოდენიმე თვის წინ მის ცხოვრებაში გამოჩნდა ერთი ბიჭი რომელსაც ის მოსწონდა.ჩემ დაქალს კი შეყვარებული ჰყავდა.მე ეს ადამიანი რომ გავიცანი ძალიან მომეწონა ჩემი დაქალისათვის რადგან სერიოზული და ჭკუაში ჩამჯდარი ადამიანია, მისი შეყვარებული კი ბავშვია და ჩემ დაქალზე ერთი წლით პატარაც...მაშინვე გამოვთქვი სიმპათია ახალგაცნობილის მიმართ და მე და ჩემ დაქალს შორის კონფლიქტიც დაიწყო.თავიდან ეს კონფლიქტი ხუმრობის ზღვარს არ სცდებოდა, მაგრამ ცოტა მერე სერიოზულობაში გადაიზარდა და ახლა უკვე ჩვენ ერთად აღარ ვართ.ჩემმა უკვე ყოფილმა დაქალმა მე იმიტომ მიმატოვა და მომაყენა შეურაცხყოფა რომ მე მისი მომავლის უკეთესობისათვის ახალგაცნობილის მხარეს ვიჭერდი.მე ამის სერიოზული მიზეზი მქონდა და ეს არ იყო მხოლოდ სიმპათიები.მის შეყვარებულზე ბევრი ისეთი რამ ვიცოდი რაც ჩემს დაქალს მასთან ყოფნით ბედნიერს ვერ გახდიდა.ვერაფერი ვერ შევაგნებინე მას.მან ჩემი საქციელი შურიანობად და მოღალატეობად ჩათვალა.


ახლა თქვენი აზრი მაინტერესებს მე სწორად მოვიქეცი?

5
390
4-ს მოსწონს
ავტორი:ცვანგა
ცვანგა
390
  
2012, 7 აგვისტო, 20:24
გაიხარე დიდი მადლობა
2012, 6 აგვისტო, 22:56
+1
2012, 4 აგვისტო, 19:07
მესმის მაგრამ სიტყვა მეგობარი უფრო თბილია,და გამოხატავს ერტგულებას ვიდრე სიტყვა დაქალი
2012, 4 აგვისტო, 16:23
ხო გაარკვეულწილად გეთანხმები მაგრამ მე ამ სიტყვით ამ შემთხვევაში მეგობარზე მეტი გამოვხატე სხვათაშორის მის გარდა დაქალს არავის ვეძახდი
2012, 4 აგვისტო, 13:10
მე ეს სიტყვა არ მომწონს,ზედმეტად გადაპრანჭულია,მე ასეთ ადამიანს მეგობარს ვუწოდებ,დღეს ბევრი უბრალო ნაცნობზეც კი ამბობს თავის მოსაწონებლად დაქალია,ძმაკაცია,აუფასურებენ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობას
0 1 5