x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ლივერპული" პირველად ისტორიაში მსოფლიოს უძლიერესი გუნდი გახდა
image

ინგლისის "ლივერპულმა" ფინალში დაამარცხა ბრაზილიის "ფლამენგო" და პირველად ისტორიაში მოიპოვა მსოფლიოს უძლიერესი კლუბის ტიტული.

ერთადერთი გოლი დამატებით დროში, მატჩის 99-ე წუთზე გაიტანა ინგლისელთა ბრაზილიელმა ფორვარდმა რობერტო ფირმინომ .

კლუბური მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართა ყატარში, "ხალიფას" სტადიონზე."ლივერპულმა" ეს ტიტული პირველად მოიპოვა, მანამდე ინგლისური კლუბებიდან ამ ტროფეის მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედი" ფლობდა.



შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპულმა " დაამარცხა "ტოტენჰემი" და შესაბამისად მოიპოვა უფლება გაეგრძელებინა მსოფლიოს უძლიერესი კლუბის ტიტულისთვის ბრძოლა.

ბრაზილიურმა "ფლამენგომ"კი ლიბეტრადორესი -2019-ის ფინალში დაამარცხა არგენტინული "რივერ-პლეიტი".

2
205
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
205
  
2019, 25 დეკემბერი, 8:54
ინგლისური ლივერპული ყოველთვის იყო მსოფლიოს საუკეთესო კლუბი,იმ პერიოდშიც კი როცა კრიზისში იყო. 80 წლებში ევრო ტურნირებში ასპარეზობა აუკრძალეს და შეაჩერეს ის უძლიერესი მანქანა,რომელიც ევროპაში ქვასქვაზე არ ტოვებდა,1989 წელს ამ კლუბის გულშემატკივარს დააბრალეს არეულობის მოწყობა და ინგლისურმა გამომცემლობამ პირდაპირ დადანაშაულა სტატიაში. ამ ტრაგედიაში ლივერპული 96 ფანი გარდაიცვალა და კლუბმა,გულშემატკივარმა წლები იბრძოლეს სიმართლისათვს და მიაღწიეს კიდეც. დღემდე ლივერპულის არცერთი ფეხბურთელი,მწვრთნელი და რა თქმა უნდა გულშემატივარი აცამტვერებს სანის გამომცემლობას. კლოპი ახალი მოსული იყო,როცა სანის ჟურნალისტის კითხვა უპასუხოდ დატოვა. სულ ახლახან,FA არ მისცა საშუალება ლიგის თასი გადაედო,რადგან მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გამოსულიყო და 22 საათში 2 თამაში ჩაუნიშნეს. მესამე გუნდი გავიდა ასტონვილასთან და როგორც მოსალოდნელი იყო დამარცხდა,თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა. მიუხედავად ამდენი წინააღმდეგობისა,ლივერპული არის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინგლისში. ასეთი კლუბი არ არსებობს,ასეთი კავშირი გულშემატკივარს,სტაფს,მწვრთნელს და ფეხბურთელებს შორის არცერთ კლუბში არ არის,რაც ხდის ამ კლუბს საუკეთესოს.
2019, 23 დეკემბერი, 2:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2