x
image
ანა ბეჟაშვილი
"გახდი სანტა მიუსაფარი ცხოველებისთვის"- 22 დეკემბერს მასშტაბური აქცია გაიმართება

image

22 დეკემბერს, რუსთაველის მეტროს წინ, მიუსაფარი ცხოველების
დასახმარებლად აქცია გაიმართება.
ღონისძიება 14 საათზე დაიწყება. აქციის მონაწილეები მოგვიწოდებენ ადგილზე ცხოველთა საკვები, მედიკამენტები და სხვა საჭირო ნივთები მივიტანოთ და ცხოველთა ყოფა ცივ ზამთარში შევამსუბუქოთ.
აქციის ორგანიზატორი "ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი" და მისი
დამფუძნებელი თიკო კვალიაშვილია.

"კვირას 22 დეკემბერს
კიდევ ერთი მაშტაბური აქცია ცხოველთა დასახმარებლად, .
გახდი სანტა მიუსაფარი ცხოველებისთვის
რაში მდგომარეობს აქტივობის აზრი,
2 საათიდან ვიკრიბები რუსთაველის მეტროს წინ
მოგვაქვს საკვები, დასაფენები, მედიკამენტები და ზოგადად ყველაფერი რაც ცხოველებს გამოადგებათ.
უმძიმესი ზამთარი მოდის რაც ყველაზე მეტად ამ არსებებს დაუმძიმებს ისედაც დამძიმებულ ყოფას, ამიტომ მაქსიმალური მობილიზებით უნდა ვეცადოთ მაძღრები მაინც იყვნენ რაღაც პერიოდი,
მიღებული შემოწირულობა დაიგზავნება და გაუნაწილდება იმ გმირ ადამიანებს ვინც კვებავენ და ეხმარებიან საკუთარი მწირი შემოსავლით ქუჩის და შეფარებულ ცხოველებს.
ჩვენი განსაკუთრებული სურვილია, გარდა მოქალაქეებისა გვერდში დაგვიდგნენ კომპანიები და მათი ქველმოქმედების შესახებ ნამდვილად არ ვაპირებთ გაჩუმებას.
წინა საახალწლო აქციიდან შემოსული თითქმის ტონაზე მეტი საკვებით უამრავი ცხოველის დახმარება შევძელით და ნამდვილად ვიქეცით კეთილ სანტებად.
წელსაც იმედი გვაქვს რომ არანაკლები აქტივობა და სიყვარული იქნება
სიყვარული მათ გადასარჩენად
გელით სოლიდარობა ყველა დაუცველ ცხოველს." - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.



0
72
შეფასება არ არის
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0