x
image
ანა ბეჟაშვილი
28 ნოემბერს საქართველო რიგით მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს

image

ყველა საარჩევნო უბანზე, დილის 8 საათიდან, 20:00 საათამდე, საქართველოს მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემა შეეძლება.

საქართველოს ახალი კონსტიტუციის თანახმად, რომელიც პარლამენტმა ბოლო მოსმენით, 2018 წლის მარტში დაამტკიცა, პრეზიდენტის 6 წლით არჩევა, გამონაკლისის წესით ერთჯერადად არის დაშვებული.

არჩევნებში მონაწილეობას ორი კანდიდატი -N5 გრიგოლ ვაშაძე და N48 სალომე ზურაბიშვილი იღებენ.

ამომრჩევლებს ხმის მიცემა იმ უბნებზე შეეძლებათ, სადაც დარეგისტრირებულები არიან და ხმა უკვე მისცეს არჩევნების პირველ ტურში.


საარჩევნოდ სულ 3 703 უბანია გახსნილი. აქედან 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლისი შემთხვევებისთვის.

ავღანეთში მყოფმა ქართველმა სამხედროებმა ხმა გუშინ მისცეს. მათი ხმები დღეს, კენჭისყრის საბოლოო დასრულების შემდეგ დაითვლება.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 528 658.

არჩევნებს საარჩევნო სუბიექტების 17000 წარმომადგენელი, 48 500 -ზე მეტი ადგილობრივი, დაახლოებით 1300 საერთაშორისო დამკვირვებელი და 2300 ჟურნალისტი დაესწრება.

რიგით მეხუთე პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ ვირჩევთ.

პრეზიდენტს მომავალში 300 წევრით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

0
5
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0