x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სამეგრელოს რეგიონში ლუდით წესიერი ხალხი, რომ დალოცო ფეხქვეშ "გაგიფენენ" ანუ სადღეგრძელოები ლუდით, რომლითაც გარკვეული კატეგორიის ადამიანებს ადღეგრძელებენ

image საქართველოს ზოგიერთ კუთხეში მიღებულია ლუდით ტრადიციული სადღეგრძელოს თქმა, მით უმეტეს მას შემდეგ რაც პატრიარქმა ბრძანა: ლუდით დალოცვა მისაღებიაო.
თუმცა საქართველოში არის რეგიონები, სადაც ლუდით ვინმეს დალოცვას შეიძლება ჩხუბი მოჰყვეს. თუნდაც სამეგრელოს რეგიონი, სადაც ლუდით სადღეგრძელო არასდროს თქმულა და თუ ვინმეს უთქვამს, მხოლოდ ისეთი ადამიანების მიმართ, ვინც საზოგადოებაში ცუდი და არასწორი საქციელით გაითქვა სახელი.
და მაინც, როგორ ადამიანებზეა ეს სადღეგრძელობი!

-ამ ლუდით იმ კაცს გაუმარჯოს, მშობელი დედა მოხუცთა თავშესაფარში, რომ ჰყავს და სიდედრს სახლში უვლის.

-ამ სადღეგრძელოთი იმ კაცს გაუმარჯოს, სტუმრად მოსულ დედას ქაფშიას, რომ გამოუტანს და სიდედრის სტუმრობისას ინდაურს ეცემა დასაკლავად.

-ამ სადღეგრძელოთი იმ ჩინოვნიკს გამუმარჯოს, სოციალურად დაუცველ ოჯახს არასწორად მაღალ ქულებს, რომ დაუწერს და დაბალ ქულას კი საკუთარ ნათესავს დაუწერს, რომელიც დახმარებას არ საჭიროებს.

-ამ სადღეგრძელოთი იმ კაცს გაუმარჯოს, წვიმიან ამინდში მარტო, რომ მიდის მანქანით და სკოლაში მიმავალ ბავშვებს მანქანას არ გაუჩერებს.

-ამ სადღეგრძელოთი იმ მასწავლებელს გაუმარჯოს, მოსწავლეებს ისტორიის გაკვეთილზე ისტორიის ნაცვლად საკუთარ პრობლემებზე, რომ დაუწყებს საუბარს.

-ამ სადღეგრძელოთი იმ ექიმს გაუმარჯოს, პაციენტს ახლოს, რომ არ გაეკარება უფულობის გამო.

-ამ სადღეგრძელოთი იმ ჯანმრთელ კაცს გაუმარჯოს, ცოლს და ქალიშვილს უცხოეთში მოჯამაგირედ, რომ გაუშვებს და თავად მხართეძოზე წამოწოლილს სძინავს.

-ამ სადღეგრძელოთი იმ ფეხბურთელს გაუმარჯოს, ფულის სანაცვლოდ თავის გუნდს, რომ უღალატებს.

-ამ სადღეგრძელოთი იმ კაცს გაუმარჯოს, საკუთარ სახლში სტუმარს სახლში, რომ არ შეიპატიჟებს და თავად სხვის სახლში "ჭერში ქუდს ისვრის".

0
170
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
170