x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
"ყველას უხდება ის, რასაც ვურჩევ" - ვინ აცმევს "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტებს
image


მე­გა­შოუ "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ეთერ­ში გას­ვლა­ზე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს. ყვე­ლას თა­ვის ფუნ­ქცია და საქ­მე აქვს. კონ­კურ­სან­ტე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე დი­ზა­ი­ნე­რი გი­ორ­გი ნა­დი­რა­ძე ზრუ­ნავს. მას მე­გაპ­რო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს და ეს საქ­მე მის­თვის გარ­კვე­უ­ლი აზარ­ტი­ცაა.


ამ­ბობს, რომ მო­ნა­წი­ლე­ე­ბის კოს­ტი­უ­მებ­ზე სა­მუ­შა­ოდ სულ 3-4 დღე აქვს. დი­ზა­ი­ნე­რი შო­უ­ზე, კონ­კურ­სან­ტებ­სა და თა­ვის საქ­მე­ზე გვესა­უბ­რება:


"ეს შოუ თა­ვის­თა­ვად უნი­კა­ლუ­რია იმ კუ­თხით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თა­დერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც „ნოვა პრო­დაქ­შე­ნის“ და „პირ­ვე­ლი არ­ხის“ მიერ კეთ­დე­ბა... ჩემი მო­ვა­ლე­ო­ბაა, შოუ ვი­ზუ­ა­ლუ­რად მიმ­ზიდ­ვე­ლი გავ­ხა­დო - მათ­თვის შე­სა­ბა­მი­სი და შე­სა­ფე­რი­სი სა­მო­სი შევ­ქმნა".



image


- კოს­ტი­უ­მებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას თქვენ­თვის ამო­სა­ვა­ლი რა არის?


- ამო­სა­ვა­ლი, პირ­ველ რიგ­ში სიმ­ღე­რაა - ყო­ველ­თვის სიმ­ღე­რი­დან ამოვ­დი­ვარ. შემ­დეგ კონ­კურ­სანტზე იმ იდე­ის მორ­გე­ბა, რო­მე­ლიც სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბის მი­ზეზს მაძ­ლევს - ინ­სპი­რა­ცია უპირ­ვე­ლე­სად სიმ­ღე­რაა.


თი­თო­ე­უ­ლის მუ­სი­კა­ლუ­რი ნო­მე­რი, ვინ რას შე­ას­რუ­ლებს, რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ვიცი ხოლ­მე და კოს­ტი­უ­მებს 3-4 დღე­ში ვქმნი.


- კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი კო­მენ­ტა­რებ­ში წერს ამა თუ იმ კონ­კურ­სან­ტის სა­მოს­ზე. ცოტა ხნის წინ ბარ­ბა­რა სამ­ხა­რა­ძის სას­ცე­ნო კოს­ტი­უ­მი არ მო­ე­წო­ნათ - "სა­ღა­მუ­რით იყო სცე­ნა­ზე და ვინ ქმნის მის­თვის ამ ტან­საც­მელ­სო". რას ეტყო­დით ასეთ ადა­მი­ა­ნებს?


- ვე­ტყო­დი, რომ ცოტა უფრო თა­ვი­სუფ­ლე­ბი იყ­ვნენ შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ში და თავს ნუ შე­ი­ბო­ჭა­ვენ...


მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლას უხ­დე­ბა ის, რა­საც ვურ­ჩევ. ყან­ჩე­ლის ტურ­ზე რაც ეცვა, სიმ­ღე­რას და ბარ­ბა­რა­საც მშვე­ნივ­რად მო­უხ­და.


image


- რა­ი­მე გა­მორ­ჩე­უ­ლი ფერი ხომ არ გაქვთ, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად ყვე­ლა ნა­მუ­შე­ვარ­ში იყე­ნებთ?


- არა, ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ მაქვს. ყვე­ლა ფერი მიყ­ვარს და მით უფრო, ბავ­შვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ამ ყვე­ლა­ფერს სიმ­ღე­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვირ­ჩევ.


- ყან­ჩე­ლის მუ­სი­კამ კოს­ტუ­მე­ბის შე­საქ­მნე­ლად რა შთა­გო­ნე­ბა მოგ­ცათ?


- ინ­სპი­რა­ცი­უ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შა­ოა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ის იყო კომ­პო­ზი­ტო­რი, რო­მე­ლიც ქმნი­და დრა­მა­ტურ­გი­ულ მუ­სი­კას - მუ­სი­კას კი­ნო­სა და თე­ატ­რის­თვის. მის თი­თო­ე­ულ ნა­მუ­შე­ვარ­ში, თუნ­დაც სპექ­ტაკ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არის დრა­მა­ტურ­გია. ასე რომ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, იმი­ტომ, რომ მე თე­ატ­რის მხატ­ვა­რიც ვარ.


image


ამ­დე­ნად, ყან­ჩე­ლის მუ­სი­კა­ზე მუ­შა­ო­ბა ჩემ­თვის უფრო მარ­ტი­ვია, ვიდ­რე სხვა თე­მა­ზე.


გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლია, რო­დე­საც საქ­მე თა­ნა­მედ­რო­ვე ესტრა­დას ეხე­ბა, ხალ­ხმა იცის ორი­გი­ნა­ლურ ვერ­სი­ა­ში რა აც­ვია შემ­სრუ­ლე­ბელს და იმის გა­დახ­ვე­ვა ცოტა ჭირს ხოლ­მე.


- მუ­შა­ო­ბი­სას კონ­კურ­სან­ტე­ბის პრე­ტენ­ზი­ებს არ ით­ვა­ლის­წი­ნებთ?


- ჩემი მი­ზა­ნია, რომ ადა­მი­ა­ნი იყოს ლა­მა­ზი და ამი­ტომ, ეს პრე­ტენ­ზი­ე­ბი არ მი­ი­ღე­ბა - არ ვით­ვა­ლის­წი­ნებ.


- ცა­იტ­ნო­ტის გამო რა­ი­მე რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცია ხომ არ შე­გქმნი­ათ, მა­გა­ლი­თად, ვინ­მეს სა­მო­სი ვერ მო­ეს­წრო.


- ასე­თი არას­დროს მომ­ხდა­რა. თუმ­ცა ყო­ფი­ლა, რომ დი­ლით, ლა­ი­ვის დღეს მო­მი­ტა­ნია, არ მორ­გე­ბია და შემ­დეგ მისი გა­და­კე­თე­ბა, ან ახ­ლის შე­თხზვა დამ­ჭირ­ვე­ბია. ისი­ნი კოს­ტი­უ­მებს ხომ კონ­ცერ­ტის დღეს ირ­გე­ბენ და სწო­რედ იმ დღეს ხდე­ბა სა­ბო­ლო­ოდ გა­და­კე­თე­ბა, რის­თვი­საც მთე­ლი ერთი დღე გვაქვს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ ერთი მკე­რა­ვი მუ­შა­ობს.


image


- "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" კონ­კურ­სან­ტებ­ზე რას გვე­ტყვით... თქვე­ნი ფა­ვო­რი­ტი ვინ არის?


- ფა­ვო­რი­ტის და­სა­ხე­ლე­ბა არა­კო­რექ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა. ზო­გა­დად მი­მაჩ­ნია, რომ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტე­ბი არი­ან. წარ­მა­ტე­ბე­ბი ყვე­ლას და ვინც კი წავა, „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“, ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა...

1
174
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
174
  
2019, 18 დეკემბერი, 18:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1