x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134557
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
"პატარა შეცდომა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს“ - "მასტერშეფის" რომელმა მონაწილემ გაუცრუა იმედი ლევან კობიაშვილს
image


"მას­ტერ­შე­ფის“ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მხო­ლოდ 4 კონ­კურ­სან­ტი დარ­ჩა: მარ­ტა, გაგა, ნუცა და დიმუ. ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან და დიდი ფი­ნა­ლის ბი­ლე­თის­თვის იბ­რძო­ლე­ბენ.


ბრძო­ლა ნამ­დვი­ლად და­უნ­დო­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან შო­უ­ში იმუ­ნი­ტე­ტი აღარ არ­სე­ბობს და კონ­კურ­სან­ტე­ბი ყვე­ლა და­ვა­ლე­ბას შე­ას­რუ­ლე­ბენ. სა­ნამ "მას­ტერ­შე­ფის“ ფი­ნა­ლის­ტე­ბის ვი­ნა­ო­ბას გა­ვი­გებთ, ჟი­უ­რის ერთ-ერთ წევ­რს, ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით.


გა­ვი­გოთ, ვინ გა­უც­რუა ყვე­ლა­ზე მე­ტად იმე­დი, ვინ გა­ა­ო­ცა და რა ელო­დე­ბა მა­ყუ­რე­ბელს "მას­ტერ­შე­ფის“ მე­ო­რე სე­ზო­ნის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში.



- რო­გორ შე­ა­ფა­სებთ „მას­ტერ­შე­ფის“ მე­ო­რე სე­ზონს?


- ძა­ლი­ან მა­გა­რი სე­ზო­ნი გვაქვს. პირ­ველ სე­ზონ­თან შე­და­რე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იმით, რომ ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­შიც კი ჯერ კი­დევ გა­ურ­კვე­ვე­ლია, ვინ მოხ­ვდე­ბა ფი­ნალ­ში; ვერც იმას ვხვდე­ბით, ვინ შე­იძ­ლე­ბა გა­ი­მარ­ჯვოს, ძა­ლი­ან თა­ნა­ბა­რი ბრძო­ლაა. სწო­რედ ამის გამო, ჟი­უ­რის წევ­რე­ბის­თვი­საც უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა და რო­გორც ვხვდე­ბი, მა­ყუ­რებ­ლის­თვი­საც.


- მო­ლო­დი­ნე­ბი გა­ა­მარ­თლეს?


- ნა­წი­ლობ­რივ, დიახ. მთლი­ა­ნო­ბა­ში, მა­ინც კმა­ყო­ფი­ლი ვარ. "მას­ტერ­შე­ფი“ ნამ­დვი­ლად მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით არის სავ­სე - ვინც მე­გო­ნა, რომ ფი­ნალ­ში იქ­ნე­ბო­და, და­ტო­ვა პრო­ექ­ტი; ვის წას­ვლა­საც უფრო ადრე ვვა­რა­უ­დობ­დით - ჯე­რაც პრო­ექ­ტშია.


image


- კონ­კურ­სან­ტი, რო­მელ­მაც იმე­დი გა­გიც­რუ­ათ.


- მა­რი­ამ ქურ­დი­ა­ნი. ისე­თი ტემ­პით და­ი­წყო, რომ დიდი მო­ლო­დი­ნე­ბი მქონ­და, მე­გო­ნა, უფრო მო­უ­მა­ტებ­და და მო­უ­მა­ტებ­და, მაგ­რამ ბო­ლო­ში რა და­ე­მარ­თა, არ ვიცი. შე­იძ­ლე­ბა, სტრეს­მა შე­უ­შა­ლა ხელი, მო­რა­ლუ­რად გა­ტყდა... ერ­თმა არას­წორ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ პრო­ექ­ტი და­ა­ტო­ვე­ბი­ნა. ეს კონ­კურ­სია - პა­ტა­რა შეც­დო­მაც კი შე­იძ­ლე­ბა სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდეს.


- ყვე­ლა­ზე მე­ტად ვინ შეძ­ლო თქვე­ნი გა­ო­ცე­ბა?


- კრე­ა­ტი­ულ ნა­წილ­ში, ალ­ბათ, მარ­ტამ. ზო­გა­დად, შო­უ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კრე­ა­ტი­უ­ლი ადა­მი­ა­ნია და ნამ­დვი­ლად აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი; უბ­რა­ლოდ, გა­მოც­დი­ლე­ბა აკ­ლია და ტექ­ნი­კის დახ­ვე­წა სჭირ­დე­ბა.


- და­ნარ­ჩენ მო­ნა­წი­ლე­ებ­ზე რას იტყვით?


- გა­გას­გან ყო­ველ­თვის მეტს ვე­ლო­დე­ბი. ჯერ­ჯე­რო­ბით ის მაქ­სი­მუ­მი, რაც მინ­და, რომ მის­გან და­ვი­ნა­ხო, ვერ ვხე­დავ, თუმ­ცა კარ­გად, სტა­ბი­ლუ­რად მი­ი­წევს წინ; აქვს ნიჭი, ფლობს ტექ­ნი­კას, აქვს უნა­რე­ბი, რომ კარ­გი მზა­რე­უ­ლი იყოს, მაგ­რამ აქვს რა­ღაც ჩა­ვარ­დნე­ბი, რის გა­მოც ის­ჯე­ბა ხოლ­მე და ვერ ხვდე­ბა რჩე­უ­ლებ­ში.


ნუცა ტექ­ნი­კას ფლობს, მონ­დო­მე­ბუ­ლია, ძა­ლი­ან ამ­ბი­ცი­უ­რია. თუმ­ცა ეს ამ­ბი­ცი­ე­ბი ღა­ლა­ტობს ხოლ­მე იმი­ტომ, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე მეტი ამ­ბი­ცია ძა­ლი­ან ცუ­დია. ზუს­ტად ეს ღუ­პავს ხოლ­მე ნუ­ცას - ხან ხვდე­ბა ლი­დე­რებ­ში, ხან - ვერა. იმე­დი მაქვს, თა­ვის ხა­სი­ათს გა­მო­ავ­ლენს კერ­ძებ­ში.


დიმუ შრო­მობს, წვა­ლობს... ამ ბოლო პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან მო­ინ­დო­მა და ჯერ­ჯე­რო­ბით წინ მი­ი­წევს.


- რა ელო­დე­ბა მა­ყუ­რე­ბელს ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში?


ძა­ლი­ან დიდი და­ძა­ბუ­ლო­ბა და და­უნ­დო­ბე­ლი ბრძო­ლა. იმე­დი მაქვს, ფი­ნალ­ში მა­ყუ­რებ­ლის სა­სურ­ვე­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მოხ­ვდე­ბი­ან.

0
61
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0