x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134558
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
ამიტომ ,,შემოგვაკვდა" 15 წლის მოზარდი და დაგვრჩა ანდერძი: ,,ამ ცხოვრების დედაც!"
მოგიყვებით როგორ “შემოგვაკვდა" 15 წლის მოზარდი.
ლაშა ბოდაველი CICD

ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის (CICD) თავმჯდომარე ლაშა ბოდაველი.


განათლების სისტემამ ვერ უზრუნველყო მისთვის სასურველ სკოლაში მისაღებფასიანი სწავლების უზრუნველყოფა... (ამის გაგება შემიძლია ჩვენი ბიუჯეტური პირობების გათვალისწინებით)


ჯანდაცვის სისტემამ ვერ შეძლო მისი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა (ამის გაგება უკვე მიჭირს)


სამართალდაცვის სისტემამ ვერ შეძლო მისდამი სამართლიან-სამართლებრივი გარემოს შექმნის უზრუნველყოფა (ამის გაგება კატეგორიულად მიჭირს)



პოლიტიკურ-საზოგადოებრივმა სისტემამ ვერ შეძლო მხარდაჭერის მორალურ-ადამიანური სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა (ეს უკვე ამაზრზენია)


და ბოლოს, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სისტემაში ყოველთვის სპეციალურად რომ გვიწევს დარგის ექსპერტების ჩამოყვანა, ყოველთვის ყველაფერს რომ ვაპოლიტიზირებთ, მერე ყველა შედეგი მსხვერპლით და დაუსჯელი დამნაშავით რომ მთავრდება, ყველა ტრაგედიაზე ვიღაცას რომ უნდება ქულების დაწერა, ყოველთვის დაგვიანებით რომ ირეკება განგაშის ზარი და არასდროს არ გვყავს მორალურად პასუხისმგებელი მინისტრ(ებ)ი, მიუხედავად იმისა არიან თუ არა პირადად დამნაშავეები, ალბათ ზუსტად ამიტომ “შემოგვაკვდა" 15 წლის მოზარდი და დაგვრჩა ანდერძი: “ამ ცხოვრების დედაც!"

1
845
2-ს მოსწონს
ავტორი:ლაშა ბოდაველი
ლაშა ბოდაველი
845
  
2019, 18 დეკემბერი, 12:56
სკოლის დირექტორის და მისი მოადგილის პასუხისმგებლობაა უპირველესად დასაყენებელი, საკითხი რომლის მოგვარება თავისუფლად შეიძლებოდა სკოლაშივე პოლიციისათვის არ უნდა გადაეგზავნათ.
სკოლის დირექტორის მოადგილე, როგორც ვიცი ნუგზარ წიკლაურის ცოლია და ახლა ნაციონალები ათასგვარ ხრიკს მოიფიქრებენ მისი ცოლისათვის პასუხისმგებლობის ასარიდებლად.
პასუხისმგებლობა ყველამ თანაბრად უნდა აიღოს და ასევე აგოს პასუხი სასტიკ დანაშაულზე.
0 1 1