x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134557
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
თსუ-ში "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის" გამარჯვებული წიგნების წარდგენა გაიმართება
image


18 დეკემბერს 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 115-ე აუდიტორიაში ლიტერატურული კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის" გამარჯვებული წიგნების: ნიკოლას მაჩაბლის "ჩაინა კონტრასტებიდან" და ნანი მანველიშვილის "ოდისევსის სინდრომი" წარდგენა გაიმართება.


ნი­კო­ლას მა­ჩა­ბე­ლი, კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში, ჟი­უ­რის რჩე­უ­ლი გახ­და. მისი ნა­წარ­მო­ე­ბი „ჩა­ი­ნა კონ­ტრას­ტე­ბი­დან“ ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტის მის­ტი­კი­თა და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით სავ­სე ჩი­ნურ გა­მოც­დი­ლე­ბას აღ­წერს, მკი­თხველს უამ­ბობს, რას ნიშ­ნავს დარ­ჩე მარ­ტო უცხო გა­რე­მო­ში, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ სამ­ყა­რო­ში, რო­მელ­თა­ნაც არა­ფე­რი გა­კავ­ში­რებს.


კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში, ხალ­ხის რჩე­უ­ლი გახ­და ნანი მან­ვე­ლიშ­ვი­ლი, რომ­ლის რო­მა­ნი "ოდი­სევ­სის სინ­დრო­მი" მკი­თხველს ემიგ­რა­ცი­ა­სა და სამ­შობ­ლოს­გან შორს ყოფ­ნის ტკი­ვილ­ზე მო­უ­თხრობს.



დებიუტანტ მწერლებთან შეხვედრა გაიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში.


ღონისძიების ბოლოს, “გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის" გამარჯვებული წიგნები გაიყიდება სპეციალური ფასდაკლებით.

0
3
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0