x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134554
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508613
„პრემია „იკასა“ და „მოზაიკას“ თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ ბევრი ახალგაზრდა არტისტისთვის მოვახერხებთ სტიმულის მიცემას“- რა არის პრემია იკა და რა მიზანს ემსახურება ის
image


პრემია იკა 2018 წელს დაარსდა და მისი მიზანია კულტურის დარგში მოღვაწე ახალგაზრდა არტისტებისთვის მოტივაციის ამაღლება და მათ მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა. პრემია “იკა“ არ არის შეჯიბრებითობაზე დაფუძნებული პრემია, მისი მისიაა თავად აღმოაჩინოს ახალგაზრდა შემოქმედი ადამიანები და თავად შეუწყოს მათ ხელი შემდგომ საქმიანობაში. დაარსების დღიდან პრემიის დიდი გულშემატკივარი და ხელშემწყობია სარეკლამო სააგენტო „მოზაიკა“.


„მოზაიკასა“ და პრემია „იკას“ თანამშრომლობაზე, მათ მიერ დაჯილდოვებულ ახალგაზრდა არტისტებზე, მოზაიკას დამფუძნებელი ანა ჩოდრიშვილი გვესაუბრება:


image



გვიამბეთ კომპანია „მოზაიკის“ საქმიანობის შესახებ


„მოზაიკა“ მრავალფუნქციური სერვისების მქონე სარეკლამო სააგენტოა, რომელიც 2008 წელს დაარსდა და უკვე 11 წელია სარეკლამო ბაზარზე არსებობს. ჩვენი გუნდი გამოცდილი, ნიჭიერი, ენერგიული და პროფესიონალი ადამიანებითაა დაკომპლექტებული, რომელთა მთავარი ამოცანა პიარისა და მარკეტინგის მენეჯერების ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერაა, სასწრაფო და გადაუდებელი ამოცანების მოგვარების გზით.


ამ წლების განმავლობაში ჩვენ მრავალი ერთგული დამკვეთი შევიძინეთ და უკვე დღეს, ბაზარზე არსებული ადგილობრივი და უცხოური კომპანიების უმრავლესობასთან ვთანამშრომლობთ. 11 წლიანი გამოცდილებისა და ინტენსიური მუშაობის შედეგად, ჩვენი კომპანია ერთ-ერთ წამყვან სარეკლამო სააგენტოდ ჩამოყალიბდა.


როგორ დაიწყო თქვენი და პრემია იკას თანამშრომლობა?


კომპანია „მოზაიკასა“ და პრემია „იკას“ შორის თანამშრომლობა, პრემიის დაარსების პირველივე წელს შედგა. პრემია „იკა“ შემოქმედებითი და ნოვატორი ახალგაზრდების წახალისებას ემსახურება, ჩვენი ორგანიზაციაც სწორედ ამ მიზნით დაინტერესდა „იკასთან’’ თანამშრომლობით, რადგან „მოზაიკა“ არის ის ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენასა და მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაზე.


გვიამბეთ 2018 წელს პრემია „იკას“ გამარჯვებულისთვის თქვენს მიერ დაწესებული საჩუქრის შესახებ


პრემია „იკასა“ და „მოზაიკას“ თანამშრომლობის ფარგლებში უკვე მოვახერხეთ ახალგაზრდა არტისტების წახალისება. კერძოდ, 2018 წელს, „მოზაიკის“ პრიზი იყო ბეჭდვის ვაუჩერი, რომელიც გადაეცა ერთერთ გამარჯვებულს და მიეცა შესაძლებლობა თავისი ნამუშევრები პოსტერების სახით დაებეჭდა.


რატომ გადაწყვიტეთ ასეთი საჩუქრის დაწესება?


იმიტომ რომ მსგავსი შესაძლებლობის მიცემა ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა დამწყები არტისტისთვის. რამდენადაც ეს დამწყებ დიზაინერს აძლევს სტიმულს, საკუთარი ნამუშევრები აქციოს ახალ პროდუქტად, რომელსაც სხვადსვა მიზნით გამოიყენებს (მაგ. გამოფენისთვის, სარეალიზაციოდ და სხვ.)


როგორ ფიქრობთ არის პრემია იკა „ახალი სიტყვა“ ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიაში?


დიახ, ვფიქრობთ ნებისმიერი წახალისება ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის არის ახალი პლატფორმა საკუთარი შესაძლებლობის გამოსავლენად და „იკა“ სწორედ ამ მიზანს ემსახურება. „მოზაიკა“ წარმატებას უსურვებს ყველა მონაწილეს და პრემია „იკას“ მრავალ ახალ და საინტერესო კონკურსანტს. იმედს ვიტოვებთ, პრემია „იკასა“ და „მოზაიკას“ თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ ბევრი ახალგაზრდა არტისტისთვის მოვახერხებთ სტიმულის მიცემას.


როგორც პრემია „იკას“ წარმომადგენლები განმარტავენ, რომ არა პრემიის სპონსორები და მათი ასეთი თანადგომა, იკა არ იარსებებდა.


image


„სპონსორების დახმარებით ხდება ის, რომ გვაქვს ფუფუნება დავაწესოთ არა ერთჯერადი მატერიალური საჩუქრები, არამედ ისეთი პრიზები რომლებიც პრემიის გამარჯვებულებისა და მონაწილეების მომავალ შემოქმედებით ზრდასა და განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ერთ-ერთი ჩვენი ასეთი ერთგული პარტნიორი და დამხმარეა „მოზაიკა“. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ პრემიის ოფიციალური წარმდგენია ტერაბანკი“- განმარტავს „მოზაიკას“ წარმომადგენელი.


R

0
8
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0