x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
მოდიან „მეცნიერები“ და ამას ხელს უწყობს ოლიგარქი

image

(ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის ნაწილობრივ შემოკლებული ვარიანტი, ნაწილი 24 )
2007 წელი, 16 დეკემბერი
და ყოველივე, რაც ხდება, გაიგეთ, ადამიანებო, რომ უფლის ნებაა და არ არსებობს ძალა, მას შეებრძოლოს. ამიტომ ყველას – ოპოზიციას თუ პოზიციას, დაფიქრება მართებს. უნდა გადაწყვიტოთ ყოველივე ისე, რაც სიკეთეს მოუტანს ჩემს საქართველოს და ჩემს ქართველებს. იქ, სადაც საბრძოლია, ვხედავ ღვთის მახვილს და ეს არ არის ადამიანების ბრძოლა. ეს არის პერიოდი განკითხვისა და ყველას განიკითხავს უფალი!

გარკვევით ვხედავ უფლის სახეს, რომელსაც უყვარს თავისი მრევლი, მაგრამ დანაშაულს ერისა და მამულის წინაშე, არავის აპატიებს!

გიყვარდეთ ერთმანეთი, დაიცავით სამშობლო თქვენი, შეიკარით ერთ მუშტად, რათა ბოროტი არ დაეპატრონოს გაყოფილ ტაძრებს!
1995 წელს, როცა მოვხვდი აფხაზეთის მხარეს, ვიხილე: ირგვლივ უცბად განათდა და ჯვარი ამოიწია მიწიდან. ამაღლდა ჯვარი უფლისა ქვეყანასა ზედა და გაანათა მთელი საქართველო; და იყო შემწე იგი ყოველი უძლურისა და ავადმყოფისა. მაგრამ მთავარი: ჯვარი ესე იყო თავისუფლებისა!
ასე იყო ოდითგან და ასე იქნება მომავალშიც: ქართველთა ბრძოლას უნაყოფოდ არასდროს ჩაუვლია და არც ჩაივლის. ყოველთვის ქვეყნის სადარაჯოზე დგანან ქართველი მეომრები.
მე მახსენდება ლექსი, რომელიც ვიხილე 1995 წლის 9 მარტს:
„თამარის დროშა ფრიალებს კავკასიონის წვერზედა!
მოვდივართ, მოგვიხარია, რით ხართ კარგები ჩვენზედა?!
გუგუნებს კავკასიონი: არ შეგეშინდეთ, არადა!
ლაშარის ჯვარი მოგვყვება, ჯვრის მონასტერის ნათება,
სვეტიცხოველი ფარია, მახვილი – თავად განგება“
ჩვენ ვიყავით მეომრები და ვრჩებით მეომრებად.
ეს ჩვენს გენშია. ასეთია ჩვენი ზნე, წესი, ჩვეულება და ის წარუშლელია.
მესმის ხმლების ჩხარუნი. ვხედავ ქართველ მეომრებს აფხაზეთში, მთელი კავკასიონის გაყოლებაზე(როგორც ყოველთვის), სამაჩაბლოში და მთელი საქართველოს ირგვლივ.
საერთოდ, კოსმიურ ზოლში, არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო გამოყოფილი არასდროს ყოფილა. ამას მიწიერად მთელი საქართველო იხილავს მალე.
2007 წელი, 17 დეკემბერი
ვხედავ, როგორ იხსნება კოსმოსი, როცა საქართველოს უჭირს. სწორედ მაშინ მოედინება უზარმაზარი დაცვითი ენერგია, როცა მართლა გასაჭირია და უბედურება. ვერავითარი მიწიერი ძალა ვერ შეაჩერებს ამ უზარმაზარ კოსმიურ ენერგიას.
ლელა კაკულია: მოდიან ახალგაზრდა მეცნიერები, მცოდნენი თავისი საქმისა
სწრაფი ცვლა წავა, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე: დროებითი მთავრობა, მერე საპარლამენტო არჩევნები, მერე პრემიერი და მთლიანობაში კოალიციური მთავრობა. ეს არის ისრაელის მოდელი, რაც ვიწინასწარმეტყველე ცხრა წლის წინ. ყოველივე ასრულდება ასი პროცენტით!
ვხედავ, საპატრიარქოს შავი რკალი ეკვრის... ბევრი რამ შეიცვლება. საბოლოოდ, ვხედავ, საპატრიარქოში სიმშვიდეა.
...მომავალი პატრიარქი – ეს არის მახვილი უფლისა, სიტყვა მართალი, რაც ძალიან სჭირდება დღეს საქართველოს.
მოდიან მეცნიერები და ამას ხელს შეუწყობს ოლიგარქი. ისეთი ხალხი, რომლებზეცაა ნათქვამი: „არა შეჯდა მწყერი ხესა“, მთავრობაში კი არა, სხვა სფეროშიც არ შეიძლება აღზევდეს. ყველამ კარგი გაკვეთილი გაიარა. ამიტომ ყოველივე ის, რაც საქართველოს სჭირდება, დაეწყობა უფლის ნებით. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. ამინ!
2007 წელი, 20 დეკემბერი
ვხედავ, ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვლება. მოდის ახალი მთავრობა. ეს დროებითი მთავრობა იქნება და იგი მცირე დროის შემდეგ შეიცვლება.
ოლიგარქი ძალიან დიდ ნახტომს გააკეთებს. მისი თანამოაზრეები – ეს ძალიან, ძალიან ძლიერი ძალაა. იგი „ნაციონალებს“ არ დაუთმობს. იმართება უხილავი ბრძოლები. ოლიგარქი გაიმარჯვებს ასი პროცენტით. ფრთხილად!
...მოდის ახალი ხალხი მთავრობაში. დგება დიდი ცვლილებების პერიოდი. ვხედავ: მთავრობა იცვლება, იქმნება „დროებითი მთავრობა“, პარლამენტის ცვლა, არჩევნები, მომავალში კი საპარლამენტო მმართველობა და პრემიერი, ანუ ისრაელის მოდელი.
ვხედავ პატარ-პატარა შეჯახებებს. დიდი მიტინგები იმართება გადაბმულად. იქმნება ახალი პარტიები. ეს უკვე ჩამოყალიბებული პოლიტიკოსები არიან. იკვეთება სახეები, რომელთაც საქართველო მიიღებს და არა მხოლოდ საქართველო.
რუსეთი შეცვლის საკუთარ პოლიტიკას და შერბილებულ პოზიციას დაიკავებს საქართველოს მიმართ. იხსნება საჰაერო მიმოსვლა, ვეტო მოეხსნება ბანკებს და ვხედავ, რუსეთის ბაზარზეც იქნება საუბრები, სადაც ვხედავ ქართულ საქონელს: ციტრუსებს, ღვინოს და სხვ.
ვხედავ დიდი პიროვნების სიკვდილს – მას მოკლავენ. საერთოდ, ორი პიროვნების სიკვდილს ვხედავ. ღმერთმა უშველოთ!
იწყება დიდი გარდატეხა ქართულ პოლიტიკაში. ახალი პარტიების გამოჩენაც ბევრ რამეს შეცვლის. ზუსტად ისინი ჩაენაცვლებიან ზოგიერთ ძველ პარტიას და მათ ადგილს დაიკავებენ მთავრობაში. ხალხს ეს მოწონს და მართალიც არის.
მოდიან მეცნიერები და საკუთარი საქმის მცოდნენი. მეცნიერებში არიან ნაცნობი სახეებიც, ვისაც მიიღებენ და ხმას მისცემენ. ბევრი პროფესიონალი დაბრუნდება. ისინი საქართველოს სჭირდებიან. პარლამენტში ვხედავ ძველ და ახალ სახეებს. ბევრი რამ შეიცვლება. მოდის „გიორგი ბრწყინვალე“.
დღევანდელი პოლიტიკოსები წააგებენ. იმარჯვებს მომავალი, ახალი მეცნიერთა პარტია, ახალი მთავრობა.
მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ვერც ოლიგარქი აფრინდება ისე, როგორც თავად სურს; იგი იფრენს ისე, როგორც ღმერთს სურს!
გაიმარჯვებს ქართველი ხალხი მხოლოდ. ამინ! სხვას არავის არაფერი გამოუვა.
2007 წელი, 23 დეკემბერი
ვხედავ, პოლიტიკოსები ძალიან დიდ შეცდომებს დაუშვებენ. არავინ იცავს წესებს. „რა ხდება?“ – კითხულობს ხალხი. არის დაბნეულობა და ქაოსი. წერენ სცენარებს და დგამენ სპექტაკლებს. ყოველივე ეს კი, ვხედავ, ხალხზე არ მოქმედებს.
ძალიან ძნელია, შეუძლებელია, რომ დაკარგული დაიბრუნოს მთავრობამ. წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ისეა მათი საქმე. როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, გუნდი დაიშლება და ერთმანეთს დაერევიან. ეს სიტყვები სრულდება ასი პროცენტით. „ნაციონალები“ იშლებიან. მათი ყველა ცდა ჩაფუშულია, წავიდა მათი დრო. წასულია ასევე პარლამენტის თავმჯდომარის დროც და ყველა ძველი პოლიტიკოსისა. თუმცა, ღირსეულნი დარჩებიან, ეს ყველას არ ეხება. ნიჭიერი ადამიანი, ანუ ნამდვილი პროფესიონალი ყოველთვის მოძებნის თავის გზას, არ დაიკარგება. ასეც მოხდება. ყოველთვის ვხედავდი, რომ პროფესიონალები დაბრუნდებიან.
ვხედავ, ხალხი დაიღალა, უკიდურეს მდგომარეობაშია და ნურავინ იფიქრებს, რომ მშიერ, გაყინულ და ყველაფერდაკარგულ მასას რამე შეაჩერებს. ფრთხილად! ფრთხილად! ფრთხილად!
მთავრობას კი სულ სხვა წარმოდგენა აქვს, ხელისუფალთ უფრო მსუბუქი ფიქრები აწუხებთ. იმედი იმისა, რომ დრო ყველაფრის მკურნალია და ყოველივე დავიწყებას მიეცემა, ძალიან მცდარია. ძალის გამოყენება, სპეცრაზმი, პოლიცია, ჯარი – აი მათი მთავარი დასაყრდენი. დიდი იმედი აქვთ გამარჯვებისა და ვხედავ, მზად არიან თუნდაც ომისთვის. მაგრამ ღმერთი არ წირავს საქართველოს. იქნება იმდენი მოულოდნელი ამბავი, რომ ყველას პირი დარჩება ღია. ყოველივე ძალიან მალე დამთავრდება.
2007 წელი, 24 დეკემბერი
ვხედავ, ხალხი გარეთ გამოდის. ვხედავ მათ გაქვავებულ სახეეებს. ეს ძალიან საშიში, ჯარზე და სპეცრაზმზე უფრო საშიში ძალაა. ხალხს არავისი სჯერა. მმართველი პარტია და მათი ლიდერი მთელ საქართველოს სძულს. პიარი მათ არ უშველით. ქართველი ხალხი უფრო გონიერია, ვიდრე გგონიათ, ბატონებო.
...ბევრი რამ ამოტივტივდება. ღმერთო, რამდენი სიბინძურე იქნება თქმული და ნაჩვენები!
ამ წუთში ვხედავ, ერთ-ერთ ჩინოვნიკს როგორ მიაქანებენ საავადმყოფოში – მაგრად სცემენ, თითქოს ვეღარ დადის. მას საქართველო ნაბადი ეგონა და მშვენივრად მოირგო მხრებზე. ყველა ზღვარს გადააბიჯა, ზრდილობაც კი დაივიწყა. ის პირველი მტერია საპატრიარქოსი და მართლმადიდებლობისა. ამ ადამიანში სიკეთის არავითარი ნიშანი არ არსებობს. ვხედავ, რომ იგი მთლიანად სიშავეში ზის. ვაი მას! უფალი არ აპატიებს და მთელი მისი გვარი დაწყევლილი ივლის დედამიწაზე. მან ჯვარი წაბილწა! მან ეკლესიები დაანგრია! მან საქართველო შეურაცხყო და ხალხს შეაფურთხა! ჰოდა, ღვთის რისხვა გვერდზე უდგას – იგი არავის ელოდება!
ხალხი ზეიმობს!
2007 წელი, 25 დეკემბერი
...მოკლედ, მძიმე წლები გველის, მაგრამ დგება თავისუფლებისა და ხალხის გამარჯვების წელი. ვირთხები გარბიან, მოდიან მეცნიერები, მოდის „გიორგი ბრწყინვალე“.
2007 წელი, 27 დეკემბერი
ვხედავ, როგორ ანადგურებენ ერთმანეთს ადამიანები, ყოველ წამს უდიდეს ცოდვებს ჩადიან და არც ფიქრობენ შედეგებზე. უფლის სახელის ხსენება კი არა, გაფიქრებაც კი არ მოსდით აზრად. ყოველდღე ბოროტდებიან. არ აინტერესებთ არაფერი, ცხოველებს დაემსგავსნენ – მტაცებელ ცხოველებს. ფრთხილად!
ექსპრეზიდენტი, ანუ პრეზიდენტი სახიფათო თამაშებს თამაშობს. ვხედავ, მას მთელი საქართველო ზურგს შეაქცევს. იქნება ბევრი ჩადენილი დანაშაული მთავრობის მხრიდან. ტელევიზიები დუმან, მაგრამ მთელი საქართველო იხილავს მათ ნამოქმედარს. პასუხიც არ დააგვიანებს. ისინი ერთმანეთს დაჭამენ...
ოლიგარქი ისეთ ფეიერვერკებს მოუწყობს „ნაციონალებს“, მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ. იგი უდიდეს დარტყმას მიაყენებს მათ.
ვხედავ საინფორმაციო ომს, ვხედავ ფიზიკურ ომს. პრეზიდენტი ცდილობს მოლაპარაკებებს, მაგრამ მას არავინ უსმენს. ხალხი არ ინდობს მათ. „ნაციონალები“ პოლიტიკური არენიდან საერთოდ გაქრებიან... საქართველო ამ პარტიას აღარასდროს მიიღებს.
ზოგადი მონახაზი, რასაც 2008 წელს ვიწინასწრმეტყველებ:
ვხედავ ქაოსს, არეულობებს, აღელვებულ ხალხს. მათ ვერავინ შეაჩერებს. მერე კი ვხედავ, როგორ დალაგდება და დამშვიდდება ჩემი საქართველო.
იქმნება ახალი მთავრობა, ახალი პარტიები, მოდიან მეცნიერები. ვხედავ კოალიციურ მთავრობას(იხ. წინასწარმეტყველება 1992 წლისა) ანუ პარლამენტს.
  • საქართველო ძლიერია!
  • შევდივართ ნატოში!
  • ხალხი წყვეტს ყველაფერს.
  • საპატრიარქოში დიდი ცვლილებებია...
  • ოლიგარქი ბიუჯეტში დიდ თანხებს დებს.
  • პატარა ომები!!!
  • რუსეთთან ნაყოფიერი მუშაობა დაიწყება.
  • იქნება დიდი, ხმაურიანი სასამართლოები.
  • დიდი პიროვნების სიკვდილს ვხედავ და სხვა მრავალ ინფორმაციას, რომელთაც ვიწინასწარმეტყველებ.
ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია
ესე არს სიტყვა უფლისა, სიტყვა მართალი, რომელიც მის ბაგეთაგან იფრქვევა და ჩვენ – ანგელოზნი, ვამცნობთ ქვეყანას! დრო არ არსებობს კოსმოსში. დრო არ იკითხოთ. როდის რა ასრულდება, ეს უფალმა იცის.
2008 წელი, 17 იანვარი, ურეკი
ვხედავ, როგორ ქრება პრეზიდენტი... ოლიგარქი არ შეარჩენს არც მას და არც მის გუნდს დამცირებას და პასუხსაც მიიღებენ ასი პროცენტით. იგი ქმნის რამდენიმე პარტიას, რომლებსაც აფინანსებს უპრობლემოდ და პატარა უმრავლესობას აყალიბებს პარლამენტში. ვხედავ, ეს სასიკეთოა საქართველოსთვის. იქმნება დროებითი მთავრობა, მერე უქმდება საპრეზიდენტო მმართველობა, ყალიბდება კოალიციური მთავრობა (1992-1993 წწ. წინასწარმეტყველება). ბოლოს და ბოლოს, საქართველო მშვიდდება, მაგრამ მაინც ვხედავ დიდ შეჯახებას. ხალხი მაინც გაიმარჯვებს...
წავა დიდი მოლაპარაკებები: აქეთ ამერიკა, იქით რუსეთი, მაგრამ არის წინასწარმეტყველება1992-1993 წლებისა: „საქართველო ჰგავს შვეიცარიას“ — ასე დავინახე და ვიცი, რომ ზუსტად ასრულდება ყოველივე. საქართველო, ვიმეორებ ასჯერ ნათქვამს, მომავალში ნეიტრალური სახელმწიფოა.
რუსეთი დათმობს პოზიციებს, საქართველო შედის ნატოში (წინასწარმეტყველება1992 წლისა), რუსეთი საკუთარი ხელით გვიბრუნებს ქართულ ტერიტორიებს. ეს პროცესები უცბად დაიწყება.
ვხედავ, ახალ პარლამენტში ის ხალხია, ვინც საქართველოს სჭირდება, ისინი ნამდვილი პროფესიონალები არიან. ამას დაინახავს მთელი საქართველო.
ვიმეორებ ისევ და ისევ: მოდიან მეცნიერები, მოდის „გიორგი ბრწყინვალე“.
2008 წელი, 19 იანვარი, ნათლისღება, ურეკი
ვხედავ მომღიმარ ქართველებს. დედაქალაქი თბილისი და მთელი საქართველო ზეიმობს მომავალში. ხალხი იმარჯვებს. თავისუფლების დროშა ფრიალებს საქართველოში.
ჩვენ, ქართველები ვცხოვრობთ ისე, როგორც ჩვენი ზნე და წესია, როგორც მამა-პაპანი ჩვენნი ცხოვრობდნენ. ქართული სული უკვდავია და ამას ვერავინ წაშლის.
და როცა უჭირს საქართველოს და ემუქრება გადაშენება, მაშინ იხსნება გზა უფლისა და მოედინება უდიდესი დაცვითი ენერგია, რომელთანაც ბრძოლა არც შეიძლება და ვერც ვერავინ შეძლებს! მაშინ უფალი, ადამიანო, ძალიან ახლოსაა შენთან და ვაი იმ ბოროტს, ვინც მოგეკარება!
ვხედავ, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მშვიდობიანად. ექსპრეზიდენტი ქრება, ვეღარ ვხედავ. იგი საერთოდ არ ჩანს მომავალში.
პარალელურად, რუსეთშიც ვხედავ დიდ ცვლილებებს. ცვლილებებია ასევე საქართველოსთან ურთიერთობებშიც, ბევრ რამეში მორიგდებიან თბილისი და მოსკოვი. ეს ის დროა, როცა ახალი მთავრობაა ორივე ქვეყანაში.
მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდება. კავკასია თითქოს მშვიდდება, მაგრამ როცა აფხაზეთის საკითხი წამოიჭრება, უკვე ვერავითარი ძალა ვერ შეუშლის ქართველებს სახლებში დაბრუნებაში ხელს. ეს მიწები ქართულია და არ არსებობს ძალა, რომ მას ვინმე ურჯულო დააპატრონოს. ასევე სამაჩაბლო. ქართველები ბრუნდებიან თავიანთ მიწაზე, ურჯულონი კი გარბიან.
ვიმეორებ ასჯერ დანახულს: მოდის დრო, როცა უცხო ტომი ფეხს ვეღარ მოიკიდებს პატარა საქართველოში.
ვხედავ, როგორ იბადება უამრავი ქართველი ბავშვი.
2008 წელი, 20 იანვარი, ღამის12 საათი, ურეკი
...ვხედავ, უკრაინა ისევ აირევა. ვხედავ, რუსეთთან ურთიერთობები ძალიან დაეძაბება, თუმცა უკრაინა „დიდ რუსეთს“ უკან დაახევინებს.
მოსკოვში ვხედავ მთავრობის ცვლას, სულ სხვა ხალხი მოდის. ძველი პოლიტიკოსებიდან, ანუ კომუნისტებიდან, რომელნიც სხვა ქვეყნების მიმართ ყოველთვის მტრულად იყვნენ განწყობილნი და კოლონიზაციის სურვილით შეპყრობილნი, არცერთი აღარ დარჩება მთავრობაში, რუსეთის „დუმაში“. ისინი პოლიტიკიდან სწრაფად ქრებიან. ეს მოხდება ძალიან მოულოდნელად.
მოდის დრო, როცა მსოფლიო რუსეთს განსჯის არაკაცთმოყვარეობისთვის, იმისთვის, რომ ისინი უცხოელებს ხოცავენ ეთნიკური ნიშნის მიხედვით. ეს ხშირი შემთხვევები გადაიზრდება ნამდვილ ფაშიზმში. ფრთხილად! ხალხი არ აპატიებს რუსებს. იმდენად ღიად მოხდება ყოველივე, რომ ამას რუსეთი ვერ დამალავს. ეს პოლიტიკოსების ბრალია.
რუსეთი ციმბირს კარგავს. დიდ ტერიტორიებს იკავებენ ჩინელები. იაპონია ისევ მოითხოვს კუნძულებს. მოკლედ, ვხედავ, რუსეთი იცავს თავის ტერიტორიებს, მთლიანად გადაერთვება ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის მხარეს. იწყებენ გაწმენდას. ისინი გაყრიან იქ დასახლებულ ჩინელებს ძალისმიერი მეთოდებით.
რუსეთს დიდად დაძაბული და რთული პერიოდები ელის. ძველი კომუნისტური მთავრობა ინგრევა. ამინ!
ვხედავ, ბუნება ისევ ბობოქრობს, ევროპა ისევ წყლით იფარება. ინგლისს კვლავ დიდი ტალღა გადაფარავს. თოვს იქ, სადაც არ უნდა ითოვოს. ასეთი იყო წინასწარმეტყველება1992 წელს. დღესაც იგივე მეორდება. ფრთხილად!
მსოფლიომ პატივი უნდა სცეს მის უდიდებულესობა ბუნებას. თუ არ დაიცავი თითოეული ხე და ბალახი, თვითონ იქნები, ადამიანო, დაუცველი.
ვხედავ, მომავალში ყველაფერი ჩაწყნარდება. ადამიანები გონს მოეგებიან.
ამერიკაში მომავალში ქალი მოვა პრეზიდენტად. ამერიკელებს ქალი პრეზიდენტი არ მოწონთ — „იმიტომ რომ ქალია“, ასე ხსნის ხალხი. მაგრამ დიდი ნაწილი მაინც მიემხრობა ქალ-პრეზიდენტს, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტის – ქმრის იმედი აქვს; მისი იმედი აქვს ამერიკელ ხალხსაც. მართალიც არის. ვხედავ, როგორ უჯერებს მეუღლის რჩევებს ქალბატონი პრეზიდენტი. ეს ძალიან რთული პერიოდებია, მაგრამ მოდიან „დემოკრატები“ და ამას ვერავინ შეაჩერებს. დრო?
2008 წელი, 21 იანვარი, ურეკი, დილის 5 საათი
ვხედავ, უკრაინაში ჩერნობილი ჟონავს, რადიაცია ისევ ვრცელდება. დაფიქრდით, ადამიანებო! ეს ხომ ბუნებაზე მოქმედებს? ატომური გამოსხივებები ბევრ ობიექტზეა, რომლებიც არ არის ისე დაცული, როგორც საჭიროა – ვერ იცავენ!!! ეს ყოველივე აღიბეჭდება ბუნებაზე და ნუღარ გიკვირთ წყალდიდობები და სხვა კატაკლიზმები. ეს ყველაფერი საშინელი რადიაციიდან გამომდინარეობს. ამაზე კი ფიქრობს მსოფლიო, მაგრამ მაინც არ ასრულებენ სამუშაოებს ისე, როგორც საჭიროა. მომავალში ყველა ამოძრავდება, დაიწყება დიდი გაწმენდითი სამუშაოები მსოფლიო მასშტაბით. მადლობა უფალს!
რასაც ვხედავ, ძალიან სერიოზული საკითხია. სულიერი არსებები, ადამიანის მეთაურობით, გადაშენდებიან, დედამიწა კი დარჩება. მას აღარავინ დააბინძურებს და ბუნებრივად გაიწმინდება ჰაერიც, წყალიც და მიწაც. ეს ასეა ასი პროცენტით. თუმცა, ყველა სულიერი არ ამოწყდება, გადარჩება ის ადგილები, რომლებიც დაბინძურებული არაა.
ჩრდილოეთ პოლუსზე თოვლი, ანუ ყინული დღეს კი დნება, მაგრამ მომავალში ვხედავ, რომ დნობა შეწყდება. ეს სასიკეთო პროცესის დასაწყისია.
ნავთობის მოპოვება გართულდება. ამაზე იქნება დიდი განხილვები. უბრალოდ, „ნავთობი“ სხვაგან უნდა ეძებონ ადამიანებმა, ანუ ნავთობის მოხმარება მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ. უფრო მეტი ქარისა და მზის ენერგიები, საწვავი კი ნაკლები!
მსოფლიო მიდის იმ კონდიციამდე, რომ დიდი, სერიოზული სამუშაოები უნდა ჩატარდეს. კი, წარსულშიც ცდილობდნენ ამას, მაგრამ ეს არ იყო საქმე. თვითონ ბუნება აიძულებს ადამიანებს, სერიოზული დამცავი ცვლილებები შეიტანონ ენერგეტიკაში, რათა დედამიწაზე მცხოვრებნი გადარჩნენ.
ფრთხილად! ეს ძალზე სერიოზული საკითხია!
2008 წელი, 22 იანვარი, დღის 12 საათი
ამერიკა არჩევნებისთვის ემზადება. მსოფლიო პოლიტიკა ნაკლებად აინტერესებთ, ჯერ საშინაო საქმეები აქვთ დასაწყობი.
...ამერიკაში დაიწყება მეტად საინტერესო პროცესები. ახალია მთავრობა, ახალი პოლიტიკური ნაბიჯები იდგმება, ვხედავ. განსაკუთრებით მძაფრი და გამოკვეთილი ნაბიჯები რუსეთთან დაკავშირებით განხორციელდება, ანუ ურთიერთობები უფრო დაეძაბებათ.
საინტერესო ის არის, რომ კავკასიის საკითხი ისევ გაირჩევა. მკაფიოდ იკვეთება ის ფაქტი, რომ ნატოს საქართველო აინტერესებს სტრატეგიული კუთხით. ამერიკელებმა მხოლოდ ერთ წერტილში რომ განალაგოს სარაკეტო თუ სხვა სახის იარაღი, ესეც კი ეყოფათ მუსლიმების წინააღმდეგ.
მაგრამ არც ისეა, როგორც მათ სურთ, ანუ რუსეთ-ამერიკას. ქართულ პოლიტიკაში მომავალში მოდიან ისეთი პოლიტიკოსები, რომელთაც ძალუძთ გადაწონონ რუსეთ-ამერიკის მოთხოვნები საქართველოს სასარგებლოდ. დიახ, საქართველო ნატოში შევა ასი პროცენტით, მაგრამ, ამავე დროს, ნეიტრალიტეტსაც ინარჩუნებს მეზობელ ქვეყნებთან. დიახ, ეს ასე იქნება. ტყუილად კი არ ვიწინასწარმეტყველე თხუთმეტი წლის წინ, რომ საქართველო შვეიცარიას ჰგავს, ხოლო ქვეყნის მოწყობის მოდელი ისეთია, როგორიც ისრაელში.
...ვიმეორებ წარსულის წინასწარმეტყველებას: იბადება და მოდის ძალა, რომელიც მთავრობას უპირისპირდება.
... მოკლედ, ვხედავ, თბილისი ბობოქრობს, მაგრამ გამარჯვება, კიდევ ვიმეორებ, რომელსაც ვხედავ მომავალში, ხალხისაა. ასეთია ნება უფლისა ჩუენისა!
საქართველო, ქართველი ხალხი აჩვენებს მსოფლიოს, თუ რა უმაღლესი კულტურის ერი ვართ...
2008 წელი, 23 იანვარი, დილის 9 საათი
ვხედავ, როგორ იხევს უკან რუსეთი მომავალში, ანუ მიდის დათმობაზე. დიახ, ეს ასეც უნდა იყოს, ვინაიდან სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოა და არ არსებობს, რომ ეს ქართული ტერიტორიები დაიკარგოს. გაიგეთ, ჩვიდმეტი წელია, ამას ვწინასწარმეტყველებ და ასეც ასრულდება ასი პროცენტით.
ოსეთი ჩრდილოეთშია და სამხრეთი მათთვის არ არსებობს. ისტორია თავის სიტყვას იტყვის.
ვხედავ, სამაჩაბლოში ქართველები უბრუნდებიან საკუთარ კერას. ასევე აფხაზეთშიც. ეს ყველაზე ძველი ქართული მიწაა. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ აფხაზეთი ქართველებით გაივსოს. „ეს საკითხი რუსეთის ინტერესებშიც შედის და იგი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაწყდეს“, — განაცხადებს, ვხედავ, რუსეთის პრეზიდენტი (იხ. 1992წ წინასწარმეტყველება).
აფხაზეთში ქართული დროშა ფრიალებს! ეს ასეა, აი ნახავთ.
ქართულ მიწებს ვერც აზერბაიჯანი დაისაკუთრებს. ადრე ვიწინასწარმეტყველე, კახს, ნუხსა და მთელ საინგილოს საქართველო იბრუნებს ირანის მეშვეობით-მეთქი. ეს ასი პროცენტით ასრულდება, აი ნახავთ. მოდის და ახლოსაა ის დრო, როცა ქართული ჯარი დაიცავს საქართველოს საზღვრებს.
საერთოდ, ვხედავ, დიდი პოლიტიკური ცვლილებები იქნება რუსეთშიც, რაც ძალიან მომგებიანია საქართველოსთვის.
მოსკოვში – მთავრობაში, ჩნდება ახალი ხალხი, ანუ ახალი სახეები. ძველები იბრძვიან, რათა სკამები, მდგომარეობა შეინარჩუნონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ.
მომავალ პრეზიდენტს დათვის სიძლიერე არ აღენიშნება თითქოს, მაგრამ ვხედავ, იგი დათვივით უხეშია. ფრთხილად, ბატონებო, იგი დიდ სიურპრიზებს მოაწყობს მთავრობაში.
რუსეთის ლიდერი იფიქრებს, რომ იგი საკმაოდ განათლებულია და არაფერი სჭირს საიმისო, რომ ძველმა მთავრობამ ასწავლოს, თუ როგორ უნდა სახელმწიფოს მართვა. იგი ტელევიზიითაც იტყვის ამას და ყველა გაიგონებს. იგი, პირველ ყოვლისა, ყოფილი პრეზიდენტის მტრებს შემოირიგებს და არც მის მეგობრებს გადაიკიდებს მტრად. დიახ, ის ყველაზე ჭკვიანი მმართველი აღმოჩნდება, ამიტომ იგი საზღვრებთან დაკავშირებითაც განსხვავებული აზრისაა. აი, აქ ეშველება საქართველოს. რუსეტის ახალი პრეზიდენტი წამოვა მოლაპარაკებებზე. აქ, მინდა აღვნიშნო, რომ ჩეჩნეთსაც ეშველება.
რუსეთის ახალი ლიდერი ობიექტურად განსჯის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, რაც თვრამეტი წლის განმავლობაში რუსეთის ვერცერთმა პრეზიდენტმა ვერ შეძლო. ის მართლაც ჭკვიანი აღმოჩნდება, რაც არ ეგონა პუტინს. მისი გეგმები ჩაფუშულია. დიდი თათი მოხვდება მას, ვხედავ.
2008 წელი, 24 იანვარი
ვხედავ, აფსუები და ოსები ცუდ დღეში არიან. მალე გამჟღავნდება, როგორ ატყუებს რუსეთი მათ დაპირებებით. დიახ, ეს ასეა ასი პროცენტით. კოსოვოს თემა სულ სხვაა, ძალიან შორსაა საქართველოს ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხისგან. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და რუსეთი თავის პოლიტიკას ვერ გაატარებს. მოდის დრო, როცა რუსეთმა უნდა დატოვოს ჩვენი ქვეყანა, ანუ რუსეთის პოლიტიკამ. ასეთია ღმერთის ნება!!!
ვხედავ, როგორ შევდივართ აფხაზეთში, სამაჩაბლოში. მაგრამ ის ბანდიტური დაჯგუფებები, რომლებიც ბუდობენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ჯარისა და პოლიციის ჩარევით იდევნებიან საქართველოს ტერიტორიებიდან. ამას პატარა ომს დავარქმევდი. ამის შემდეგ ყველაფერი დასუფთავდება. დევნილი ქართველი ქართულ მიწას, თავის სახლ-კარს უბრუნდება ასი პროცენტით. რუსეთში კი, ისევ ვიმეორებ, დიდი ცვლილებები იქნება პოლიტიკაში.
...ვიცი და ვხედავ, რომ უფალი დააწყნარებს ყველასა და ყველაფერს. საპატრიარქო განიწმინდება უარყოფითი ენერგიებისგან. მოდიან მართალი, მართლმადიდებელი მწყემსები და ყველაფერი იცვლება საპატრიარქოში.
მეუფე, რომელიც ხდება საქართველოს პატრიარქი, ნამდვილი მართლმადიდებელია, დამცველი თავისი ერისა და ქვეყნისა. ვხედავ, როგორ ადებს უფალი მას პატრიარქის ნიშანს. დიახ, ასე ვხედავ. აი ნახავთ!
(გაგრძელება იქნება. P.S. მასალის მთავარ ფოტოდ გამოყენებულია ქალბატონ ლელა კაკულიას კოსმიური ნახატი ).image
1
755
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
755
  
2019, 2 დეკემბერი, 13:53
ვაი თქვენ,ვისაც ამ აფერისტის გჯერათ.
0 1 1