x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134567
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508702
„ეს კასრები და შეშა ვითომ გასათბობად რომ მოიტანეს, ზუსტად ვიცი რა დანიშნულებაც აქვს და ახლა მოგიყვებით“
image


პოლიტიკური ჟურნალისტი ნინო ხაჩიძე პარლამენტის შენობასთან მიმდინარე ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. ის წერს, რომ რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეთა გასათბობად მიტანილ კასრებს სულ სხვა დანიშნულება აქვს.

.

"ამ ვითომ გასათბობად მოტანილ კასრებს აქვს ერთადერთი დანიშნულება (ხელების გათბობა მეორეულია), პოლიციამ გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი საპასუხოდ, როდესაც საჭირო მომენტში ამ ალმოდებულ კასრებს პარლამენტის შენობას დაუშენენ მოწოდებით! ეკატერინე ბესელია, ალექსანდრე ელისაშვილი, კახა კუკავა, ნინო ბურჯანაძე, დავით უსუფაშვილი იღებთ პასუხისმგებლობას, თუ მხოლოდ მხადრამჭერთა გათბობაზე ზრუნავთ? ამ კითხვის ადრესატად ვგულისხმობ ყველას ერთობლივი ფოტოდან.მხოლოდ ამ კონკრეტული კითხვის პასუხი მაინტერესებს. დანარჩენი ყველა საკითხი წყდება კომუნიკაციით - იმას გარდა, რომ პოლიტიკოსი უნდა ხვდებოდეს, რით უფრო მეტი ზიანი ადგება ქვეყანას! ქვეყანას და არა მის პოლიტიკურ მომავალს.


.

იმედია, ხვდებიან შემოკრებილები, რომ პასუხისმგებლობის განაწილება მოუწევთ.აბა, ჰე, გადაწვით!ამ ტიპის გამწვავება მიანიშნებს, რომ საკმარისი ხალხი არაა, აჩვენოს პროტესტის მუხტი და პირდაპირი მნიშვნელობით ცეცხლს იყენებენ დეკორაციად (ვიმედოვნებ, მხოლოდ დეკორაციად).

.

ეს, ცხადია, ვერანაირად ვერ ამსუბუქებს მაჟორიტარებისა და არა მხოლოდ მათ მიერ ჩადენილის ბრალეულობას, მაგრამ ნიშნავს, რომ ამ კასრებისა და შეშის იდეის უკან მდგართა იდენტურობას. ზუსტად ისეთივენი არიან. ჰოდა - როცა ორი ერთნაირია, ლოგიკურია, არ გადაიწვას ქვეყანა, თუ უკეთესი მაინც ვერ მოვა, იმიტომ რომ არ არის. ლოგიკურად ასეა - მორალი კი კარგა ხანია, არ გააჩნია ქართულ პოლიტიკას, ერთი კინკილა ზნეობრივი კატეგორიითაც კი არ არის დამძიმებული", - წერს ნინო ხაჩიძე სოციალურ ქსელში.

4
845
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
845
  
2019, 1 დეკემბერი, 2:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 30 ნოემბერი, 10:02
ივანიშვილის უნიათოს ეძახიან,მაგრამ ეგ კაცი უნიათო და სულელი მით უფრო არაა. კარგად იცის,რა კატეგორიაა პოლიტიკაში,ბოლობოლო ნახევარი ნაყიდი ყავდა ბესელიადან დაწყებული მარგველათი დამთავრებული. ხოდა მის ძალაუფლებას საფრთხე ექმნებოდა და გამოიყენა პოლიტიკოსების სიხარბე. პროპორციული არჩევნებით ყველა უსაქმურს პარლამენტში შესვლა შეეძლო და ზუსტად ეს ქონდა გათვლათ ბიძინას. ჩააშოშმინა და დაიკიდა. ეხლა გამოდიან და გაჰკივიან მოგვატყუესო,მერე აყოლებენ,რომ მატყუარა პოლიტიკოსს ძალაუფლება არ უნდა ქონდესო. ხოდა ქვეყანას ვიღაც ხომ უნდა მართავდეს და ყველა მატყუარაა. ხოდა არჩევნები რა საჭიროა? ერთი მატყუარა მეორეთი შევცვალოთ? მაგ არჩევნებში ფული იხარჯება და ფული კი ციდან არ ცვივა. თუ დებილი არ არის ადამიანი მიხვდება,რომ არანაირი რუსის აგენტი არ გვყავს მთავრობა და ეს ყველაფერი იარლიყია. უბრალოდ,სოცილისტები არიან და ესე ესმით ქვეყნის მოწყობა. დაიმახსოვროს ყველამ,რომ ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ქუჩის აქციებით ხელისუფლების შეცვლა,ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვუთხრათ არა ამორალურ პოლიტიკოსებს,რომლებიც ოპოზიციაშიც და პოზიციაშიც 99%,ერთხელ და სამუდამოდ ახალგაზრდებს უნდა მივცეთ საშუალება მართონ ქვეყანა. ახლაგაზრდებს ერთმანეთთან დიალოგის საშუალება აქვთ და აქვთ სუფთა წარსული,ისინი თავისუფალ საქართველოში დაიბადნენ და გაიზარდნენ. ძველი თაობის პოლიტიკოსებს არ შეუძლიათ განსხვავებული აზროვნების ატანა და ცდილობენ მის ჩახშობას,ახალი თაობა ამას არ დაუშვებს,რადგან იცის,რომ განსხვავებულობას მოაქვს პროგრესი და მათ უნდა პროგრესი. ქართველი პოლიტიკოსების 99% მონობაში გადიდკაცებულია და ის ბუნებით მონააა. ეს მონა კი საკენკზე იკერება,ხან ვის გადმოგდებულზე და ხან ვის. ეს მტავრობა შესაცვლელია,მაგრამ არა ამ გულისამრევი პოლიტიკოსებით,არამედ ახალი თაობით და ჯერ ეს ახალი თაობის რაოდენობა არის გასაზრდელი.
2019, 30 ნოემბერი, 9:46
არ ვიცი,რას აპირებენ შეშით და კასრებით,მაგრამ მორალის ამბავში ვეთანხმები. "ყველა" პოლიტიკოსების მიზანი ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა და არა ქვეყნის გადარჩენა. ეხლა მოგიყვანთ მაგალითს თუ რატომ:ზაფხულის აქციების დროს,როცა გავრილოვი ჩამოიყვანეს და ადამიანები გარეთ გამოვიდნენ,მერე თვალები დათხარეს,მაშინ "ყველა" გაიძახოდა რო ქვეყანას ყავდა მოღალატე მთვარობა,რომელსაც მართავდა პუტინის ხელის ბიჭი და რუსის აგენტი. აქციებზე ხალხი გამოვიდა და ოცნებას მართლაც საფრთხე შეექმნა. გამოვიდა ივანიშვილი და პროპორციული არჩევნები დაანონსა. აქციის მუხტი შემცირდა და მხოლოდ ახალგაზრდების მცირე ჯგუფი აგრძელებდა ბრძოლას. აქ მიჩნდება კითხვა,თუ რუსის აგენტი მართავს ქვეყანას და მტერი მთავრობა გვყავს,რატო დავთანხმდით პროპორციულ არჩევნების გადმოგდებით 2020 ოქტომბრამდე ქოცების ხელისუფლებაში ყოფნას? თუ მტერია,რატომ აძლევ 1.5 წელი მართონ ქვეყანა?ამ დროის განმავლობაში შესაძლოა ჩაგაბაროს რუსეთს და თბილისის თავზე რუსულმა დროშამ დაიწყოს ფრიალი?
2019, 30 ნოემბერი, 4:54
ფანტაზიას საზღვარი არა აქვს.
0 1 4