x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
"ეს კაცი დაგვიბრუნეთ! დაკავებულის  მეუღლე ერთ დეტალს იხსენებს... " - ბაია პატარაია მნიშვნელოვან ინფორმაციას ასაჯაროებს

image


უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია საოკუპაციო ძალების მიერ ცნობილი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ქვეყნის ხელისუფლებას სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს. პატარაიას თქმით, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგ- ორთოპედის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე ერთ, მეტად საგულისხმო ფაქტს ასაჯაროებს, რომელიც კონფლიქტის ზონაში მისი მეუღლის დაკავებას უკავშირდება: "ეს კაცი დაგვიბრუნეთ! დაკავებულის მეუღლე იხსენებს ერთ დეტალს – რამდენიმე დღის წინ ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია ახალგორში მცხოვრებ ქალზე, თამარ გიგაურზე, რომელიც შვიდი მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა და სერიოზული დაზიანებები მიიღო. გიგაურის ოჯახს მისი სამკურნალოდ თბილისში ჩამოყვანა უნდოდა, თუმცა დე-ფაქტო ხელისუფლებამ და რუსმა სამხედროებმა ავადმყოფს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა აუკრძალეს, " - დაწერა ბაია პატარაიამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

"ამ თემაზე იყო საუბარი ოჯახში. როდესაც ეს ინფორმაცია გავიგეთ, მახსოვს მან თქვა, საწყალი ქალიო, იქნებ საოპერაციო არისო, ბევრი მოტეხილობა ექნებაო. სხვა არაფერი უთქვამს. არ უთქვამს, რომ იქ წასვლას აპირებდა, " – ამბობს ლაფანაშვილი. შეგახსენებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი კონფლიქტის ზონაში, სავარაუდოდ, ავადმყოფის დასახმარებლად ჩავიდა. როგორც ცნობილია, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, რუსი სამხედროების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ ქართველ ექიმს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ამჟამად, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგ- ორთოპედი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.

0
239
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
239