x
მეტი
  • 07.12.2019
  • სტატია:97179
  • ვიდეო:344046
  • სურათი:459147
“ქართულ ოცნებას” და პარლამენტს კიდევ ერთი წევრი ტოვებს
image
საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი, გიორგი ბეგაძე ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:

“დარწმუნებული ვიყავი, რომ შევძლებდით საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიცემული პირობის შესრულებას!

სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ ვესწრებოდი ბოლო დღეების სხდომებს და ვერც ვხედავდი რაიმე განსაკუთრებულ რისკს, რომ საკითხს არ ექნებოდა საკმარისი მხარდაჭერა. მოცემული რეალობიდან გამომდინარე, მიწევს ჩემთვის რთული გადაწყვეტილების მიღება. დღეიდან ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას და შესაბამისად, უმრავლესობის პარტიას.” – წერს გიორგი ბეგაძე.


ცნობისთვის, ქართული ოცნების უმრავლესობა მარიამ ჯაშმაც, დატოვა. უმრავლესობის დატოვების მიზეზად დეპუტატი პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას ასახელებს.



მარიამ ჯაშმა ასევე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიც დატოვა.


ამასთან, იმავე მიზეზით, დღეს თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ და ზაზა ხუციშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს.

1
150
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
150
  
16 ნოემბერი, 0:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1