x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქირურგებმა პეტერბურგელ მამაკაცს ოპერაცია გაუკეთეს, რათა სწორ ნაწლავში გაჭედილი უზარმაზარი ზომის ფალოსის იმიტატორი ამოეღოთ

image ქირურგების ჯგუფმა პეტერბურგის ერთერთ კლინიკაში გააკეთეს გადაუდებელი ოპერაცია და სიკვდილისაგან იხსნეს პეტერბურგელი მამაკაცი, რომელსაც სწორ ნაწლავში გაჭედილი წარმოუდგენლად დიდი ზომის ფალოსის იმიტატორი ამოუღეს.
ფალოსის სურათი საოპერაციო ბლოკში იქნა გადაღებული და მალევე იქნა ქსელში ატვირთული და გავრცელებული.
ახლა კი კლინიკაში მიმდინარეობს მოკვლევა სამედიცინო ეთიკის დარღვევის გამო.
მამაკაცი ძლიერი სისხლდენით იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ კლინიკაში გადაყვანილი, სადაც დაუყოვნებლივ იქნა შეყვანილი საოპერაციო ბლოკში. მამაკაცს საშინელმა ტკივილმა გონება დააკარგვინა და გონდაკარგულივე იქნა საოპერაციო მაგიდაზე დაწვენილი.
ყველაფრის მნახველი ქირურგებიც კი ლამის შოკში ჩააგდო ფალოსის იმიტატორის ზომამ, რომელიც საარტილერიო ჭურვს უფრო ჰგავდა ვიდრე ფალოსის იმიტატორს.
განცვიფრებულმა ქირურგებმა თუ სხვებმა (ჯერჯერობით არაა დადგენილი) ფალოსის იმიტატორს სურათი გადაუღეს, თუმცა ჯერჯერობით, ჯერ კიდევ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ სახელდება ის მედიკოსი, რომელმაც ატვირთა სურათი სოციალურ ქსელში.
ექიმებმა პაციენტი გადაარჩინეს, მაგრამ წამოიჭრა კითხვა: ვინ გადაიღო სურათი საოპერაციო ბლოკში, რაც სამედიცინო ეთიკის დარღვევაა.
სწორედ ამ დარღვევის გამო მთელ ბრიგადას, რომელიც იმყოფებოდა საოპერაციო ბლოკში, გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდათ მუშაობის უფლება პროფესიით.
შესაძლოა საოპერაციო ბლოკში იმყოფებოდა პაციენტის ოჯახის წევრი ან ნათესავი, რომელმაც გადაიღო აღნიშნული სურათი, თუმცა არც ეს ცვლის არაფერს, რადგან საოპერაციო ბლოკში უცხო პირთა ყოფნა კატეგორიულადაა აკრძალული.
აღნიშნულმა სურათმა საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, რატომ და რა მიზეზით, ამის დაწერაზე თავს შევიკავებ, რადგან აღნიშნული პაციენტის დისკრიმინაციაში დამდებენ ბრალს.

+16

0
697
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
697