x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ლეგენდარული მსახიობის იულ ბრინერის სიკვდილისწინა რჩევა
image
უფროსი თაობის მკითხველებს გახსოვთ ალბათ 60-70-იანი წლების ჰოლივუდის ვარსკვლავი, კინოს ლეგენდად ქცეული ფილმის "შესანიშნავი შვიდეულის" მთავარი გმირი "კრისის" როლის შემსრულებელი იულ ბრინერი, რომელიც სიმსივნით გარდაიცვალა. ბრინერი წარმოშობით რუსეთიდან იყო, დაიბადა რუსეთის აღმოსავლეთში, ქალაქ ვლადივოსტოკში.


კინისა და თეატრში არ მოიძებნება მსახიობი, რომელსაც იმდენი როლი ჰქონდეს შესრულებული რამდენიც ბრინერს აქვს შესრულებული.

კინოსა და თეატრში ბრინერს შესრულებული აქვს რეკორდული რაოდენობის როლი-4625.


მსახიობს წარმატების მიღწევამდე უზარმაზარი გზის გავლამ მოუწია ვლადივოსტოკიდან ჩინეთში ხარბინამდე, ხარბინიდან საფრანგეთში პარიზამდე და პარიზიდან ამერიკის შეერთებულ შტაბეში ნიუ-იორკამდე.

ბრინერი იყო სიგარეტის კოლოსალური რაოდენობით მომხმარებელი, ხშირად მსახიობს დღეში 5 კოლოფი სიგარეტი არ ჰყოფნიდა, რამაც მის ჯანმრთელობაზე მოახდინა გავლენა, მსახიობს ფილტვის პროგრესირებადი სიმსივნე დაუდგინდა.
სამედიცინო ჩარევამ და მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო, იულმა იცოდა რა, რომ მისი სიცოცხლე იწურებოდა სიცოცხლის ბოლო თვეები ანტინიკოტინურ პროპაგანდას მოახმარა. მან ჩაწერა მიმართვა, სადაც ამერიკის ონკოლოგიურ საზოგადოებას მიმართავდა. მსახიობის მიმართვა გამოქვეყნდა ბრინერის გარდაცვალების შემდეგ, მასში ეწერა: "ახლა, როცა მე უკვე აღარ ვარ, გაფრთხილებთ თქვენ: არ მოწიოთ. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ჩემი რჩევაა არ მოწიოთ. მე, რომ შემეძლოს უკან დაბრუნება და სიგარეტის მოწევის მიტოვება, არ დადგებოდა საკითხი ჩემი სიკვდილის მიზეზზე სასაუბროდ, მე ამაში დარმუნებული ვარ.".



ბრინერი 1985 წელს 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.


მსახიობი ძალიან წარმატებული იყო ჰოლივუდის ქალ ვარსკვლავებში, მისი პირველი რჩეული კინოს ლეგენდა მარლენ დიტრიხი იყო, ბრინერი 21 წლის იყო, დიტრიხი კი 40 წლის. ბრინერს რომანი ჰქონდა ინგრიდ ბერგმანთან და მერლინ მონროსთან, თუმცა ყოველთვის განსაკუთღებულად და თბილად მარლენთან გატარებულ წლებს იგონებდა.



ბრინერი კინოს გარდა თეატრშიც მოღვაწეობდა, სადაც კოლოსალური რაოდენობის როლი წარმატებით შეასრულა.

imageimage
იული "კრისის" როლში "შესანიშნავ შვიდეულში".

image
იული ოჯახთან ერთად.

image
მსახიობი განუყრელი სიგარეტით ხელში.
image
ასე გამოიყურება იულ ბრინერის საფლავი.

image




0
483
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
483