x
მეტი
  • 14.11.2019
  • სტატია:96537
  • ვიდეო:343670
  • სურათი:458436
დავით ბარამია - ქართული წარმოშობის რუსი გეი პორნო ვარსკვლავი
image

დავით ბარამია იგივე დათო ფოლანდი 1984 წლის 21 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის ქალაქ ვლადიმირში დაიბადა. 2009 წელს რუსეთის სახელით მონაწილეობდა მისტერ გეი ევროპაზე, სადაც ფინალში მოხვდა. ამჟამად, თანამშრომლობს ერთ-ერთ პორნო სტუდიასთან.

"ვერავინ იღებს სრულყოფილ სიამოვნებას პრეზერვატივით" - ასე იწყებს დათო ფოლანდი http://www.manhuntdaily.com/ -თან მიცემულ ინტერვიუს. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან.


- მოგვიყევი შენი ჰობის შესახებ.


- როცა ტინეიჯერი ვიყავი, ბაბუამ საჩუქრად გადმომცა ფოტოკამერა, რომელიც ჩემი ჰობის დასაწყისი აღმოჩნდა. ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი ბუნებით და სხვადასხვა ხედების გადაღებით. ახლა თანამედროვე ფოტოაპარატი მაქვს, ბაბუას ნაჩუქარი მოძველდა. ასევე მაქვს ფოტოკოლექცია იშვიათი ცხოველების და მცენარეების, რომელიც მათ ბუნებრივ გარემოშია გადაღებული.

- როგორია შენი ტიპური დღე, როცა გადაღებები არ გაქვს?

- ჩემი დილა იწყება უზარმაზარი საუზმით და ბევრი ყავით. შემდეგ, სპორტდარბაზში მივდივარ. ასევე მიყვარს დილაობით ფეხით სიარული, ნამდვილად სიამოვნებას მანიჭებს სიარული და ახალ-ახალი ადგილების აღმოჩენა. საღამო, ჩვეულებისამებრ, მთავრდება მეგობრებთან ვახშმით.

- მადრიდში ცხოვრობ. რა მოგწონს ამ ქალაქში?

- მადრიდი იმიტომ მიყვარს, რომ პროგრესული და ღიაა. არავის ადარდებს შენი კანის ფერი ან სექსუალური ორიენტაცია. აქ უამრავი ენერგია, სიყვარული და მეგობრობაა.

imageimageimageimageimageimage








0
128
შეფასება არ არის
ავტორი:გეორგ დვალი
გეორგ დვალი
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0