x
მეტი
  • 14.11.2019
  • სტატია:96537
  • ვიდეო:343670
  • სურათი:458411
"ეკლესია არ უნდა ჩაიკეტოს.. მაგრამ ეს ჭორიკანა მღვდლები სულ პანღურით უნდა გამოყარონ ტაძრებიდან! - ბონდო მძინარაშვილი სასულიერო პირებზე

image

ჟურნალისტი და მედია კავშირი "ობიექტივის" მთავარი რედაქტორი ბონდო მძინარაშვილი ბოლო პერიოდში ეკლესიასა და კერძოდ, საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება, მისი თქმით, ეკლესიამ დიდი სჯულის კანონზე უარი არ უნდა თქვას და არც საზოგადოებისგან უნდა ჩაიკეთოს, თუმცა მისივე განცხადებით, "ჭორიკანა" სასულიერო პირები, რომლებიც ეკლესიის რეპუტაციასა და მის სახელს ბღალავენ, ტაძარში არ უნდა დარჩნენ: "იმას არ ვამბობ, რომ ეკლესია უნდა ჩაიკეტოს და დიდი სჯულის კანონზე უარი თქვას, მაგრამ... მაგრამ ეს ჭორიკანა მღვდლები სულ პანღურით უნდა გამოყარონ ტაძრებიდან! იმდენსაც ვერ ხვდებიან, რომ ამ ჭორაობით მთლიანად ეკლესია ილანძღება და მრევლიც ბრკოლდება! და თუ ხვდებიან და მიზანმიმართულად მოქმედებენ, პირველს მეორე პანღურიც უნდა მიაყოლონ ჭიშკარში! სირცხვილია, კაცო, სირცხვილია!
გაჩუმდით! გაჩუმდით და ეკლესიაში მოაგვარეთ პრობლემები!
ესენი ვინ ყოფილან?!" - დაწერა ბონდო მძინარაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე.



0
269
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
269