x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
გოგონა საკუთარი შეყვარებულის თვალწინ კლდიდან გადავარდა
image


29 წლის ჰანა ლოუ(Hannah Lowe) გამოცდილი მთამსვლელი იყო და ეს საქმე თავის მეგობარ მამაკაც ადამსაც შეაყვარა. მაგრამ ამ გატაცებამ ისინი სამუდამოდ დააშორა ერთმანეთს.



ჰანა და ადამი ერთ წელზე მეტი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. ბოლოს, წყვილმა გადაწყვიტა, რომ მათი ურთიერთობა ახალ ეტაპზე უნდა გადასულიყო. შეყვარებულებმა სახლი იყიდეს და ადამის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად მოემზადნენ. მაგრამ ბედნიერ გეგმებს ასრულება არ ეწერა.

image


ჰანა, დასთან, დედასთან და ადამთან ერთად წავიდნენ პიკნიკზე, პიკ-დისკრიტის მთებში, ( დერბიშირის საგრაფო, ინგლისი). მთის მწვერვალს როცა მიაღწიეს, შეყვარებულები ცოტა ხნით განცალკევდნენ, რათა მომავალის ნათელი გეგმები განეხილათ.

image

როდესაც ისინი უკან ბრუნდებოდნენ ოჯახის სხვა წევრებთან, რომლებიც უფრო ქვემოთ ელოდებოდნენ, გოგონამ წაიბორძიკა, შეშინებულმა ადამმა სცადა ჰანას ჩანთისთვის ხელის ჩავლება, თუმცა ვეღარ მოასწრო, გოგონა 18 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და ჩანჩქერის ძირში დაეცა.

image

" ძალიან ბედნიერები ვიყავით, რადგან ხვალ ჩემი დაბადების დღე იყო- 30 წლის ვხდებოდი და ჩვენს პირველ სახლს ვყიდულობდით. რამდენიმე წუთში უკვე წასვლას ვაპირებდით. ჰანამ წაიბორძიკა და წონასწორობა დაკარგა. ვცადე მისი დაჭერა მაგრამ არ გამომივიდა.”-ამბობს ადამ სტენევეი.


ბიჭმა გოგონას ოჯახის წევრებთამ ერთად ვერ მოახერხა ტრაგედიის ადგილზე ჩასვლა, როდესაც ადგილზე მაშველები მივიდნენ, იგი გარდაიცვილი დახვდათ. ჰანას მძიმე დაზიანეებები აღენიშნებოდათ. პოლიციელებმა გამოძიება ჩაატარეს და დაადასტურეს, რომ გოგონა უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

image

"სიტყვები ვერ აღწერს იმ ტკივილს, რასაც მე განვიცდი. <...> სამუდამოდ მეყვარები, მშვიდად იძინე ძვირფასო, სანამ ისევ არ შევხვდებით."(ადამ სტენევეი)

image


0
377
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
377
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0