x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
საქართველოს ყოფილმა ელჩმა ლიეტუვას რესპუბლიკაში, ხათუნა სალუქვაძემ ბინის ქირა არ გადაიხადა და "მოტყდა"
image"მეგობრებო, საქართველოს ყოფილმა ელჩმა ლიეტუვას რესპუბლიკაში, ხათუნა სალუქვაძემ ბინის და მიწის იჯარის ქირა არ გადაიხადა, სახლის ნივთები დააზიანა და მოტყდა. თითქმის 9500 ევროა დავალიანება.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურადაც აცნობეს, მაგრამ ჩვენმა მინისტრმა რეაგირება არ მოახდინა. ყოფილი ელჩი დავალიანებას არ ცნობს...
გაუგონარი სკანდალია, თავისი სასამართლო გადაწყვეტილებებით და ბოლომდე გაბანძებული ქართული დიპლომატიით."-წერს სოციალურ ქსელში ინტერნეტ მედია ჯგუფის დირექტორი, გიორგი კაპანაძე.

image

imageმართლაც, ლიეტუვას საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ სასამართლოს დადგენილებით საქართველოს ყოფილმა ელჩმა ლიეტუვას რესპუბლიკაში, ხათუნა სალუქვაძემ ქალაქ ვილნიუსში ფართის მეპატრონის მანუელ რუის გარსიას სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს 8000 ევრო ქირა, 150 ევრო ჯარიმები და 1500 ევრო სასამართლოს ხარჯები.

როგორც Lietuvos Rytas-ი იუწება, ხათუნა სალუქვაძე აპროტესტებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ "მოიჯარეს რაღაც ფანტაზიები აწუხებს, ის რაც გადასახდელი იყო, გადახდილია, ხოლო ის, რაც არაა გადასახდელი, არ გადაიხდება".



შეგახსენებთ, ხათუნა სალუქვაძე საქართველოს ელჩი ლიეტუვაში თითქმის 6 წლის განმავლობაში იყო, სალუქვაძე ლიეტუვადან 2019 წლის იანვარში გაიწვიეს, იგი ლევან ღვაჩლიანმა შეცვალა.

2
908
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
908
  
5 ნოემბერი, 1:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

4 ნოემბერი, 9:28
როგორ გავიგოთ, რომელი მხარე ამბობს სიმართლეს?(
0 1 2