x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ისლამისტ მორალისტს საზოგადოებრივ ადგილზე სექსის დროს წაასწრეს
image აი ყველა მორალისტს, ესე უნდა დაემართოს - გადმოაგდებენ ხოლმე ენას და მთელ ერს ლანძღავენ ხშირად ძალიან უმნიშვნელო მიზეზის გამოც კი, არადა, თავად ისინი არიან ისეთ ქაქში, სიმყრალეს ნეხვის ხოჭოც რომ ვერ გაუძლებს.

ახლა რაც შეეხება მთავარ სათქმელს: ეგვიპტის წინა მოწვევის პარლამენტის წევრი პოლიციამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მაშინ დააკავა, როცა ის სექსით იყო გართული. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ამბავში ის არის, დეპუტატი სალაფისტების ჯგუფს განეკუთვნება, რომელიც მუდმივად ისლამის სიწმინდეს ღაღადებს და კატეგორიულად არ ემხრობა სექსს ქორწინების გარეშე.

ბრიტანული გამოცემა "ტელეგრაფი" წერს, რომ ალი ვანისს ქაიროსთან ახლოს, ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში წაასწრეს.

ქალი მას კალთაში ეჯდა და პოლიციამ ჩათვალა, რომ წყვილი სექსუალურ კავშირს ამყარებდა. ექს-დეპუტატმა იუარა, გოგონა ჩემი ნათესავია და კალთაში იმისთვის მეჯდა, რომ დაავადებისაგან ვკურნავდიო. რა "დაავადება" ჰქონდა ვანისის პარტნიორს, ამ კითხვაზე პასუხი მან ვერ მოიფიქრა.


მომხდარის გამო, სასამართლომ ქალს 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, ალი ვანისი კი ციხეში 1 წელი დაჰყოფს.

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ეგვიპტელი ისლამისტები, რომლებიც მუდმივად შარიათის კანონების დაცვაზე საუბრობენ, მსგავს სკანდალში ეხვევიან. მაგალითად, ალი ვანისის თანაპარტიელი ამტკიცებდა, რომ მას სახეზე სახვევები მას შემდეგ დაადეს, რაც უცნობი პირები თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ისლამისტი არავის გაულახავს, უბრალოდ მან ცხვირის ფორმების შესაცვლელად პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, არადა, სწორედ იგი გამოდიოდა მსგავსი პროცედურების აკრძალვის მიზნით.

0
37
1-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0