x
მეტი
  • 19.11.2019
  • სტატია:96683
  • ვიდეო:343700
  • სურათი:458575
სოფელი ველისციხე - დიდი სოფელი დიდი გულით
image


სოფელი ველისციხე (Velistsikhe, კოორდინატები: 41°48′58″ ჩ. გ. 45°45′09″ ა. გ., სიმაღლე 380 მ ზღვის დონიდან)



ველისციხე ერთ-ერთი უძველესი სოფელია საქართველოში და უდიდესი - გურჯაანის მუნიციპალიტეტში, გურჯაანიდან 11 კმ. დაშორებით. „ქართლის ცხოვრებაში“, კერძოდ, ჯუანშერის ქრონიკაში ჯერ კიდევ მე-6 საუკუნეში 502 წელსაა მოხსენებული. ამ პერიოდისათვის ველისციხე საკმაოდ მნიშვნელოვნი დასახლებული სტრატეგიული პუნქტი - ჰერეთის პოლიტიკური ცენტრი იყო.


სოფელი წარმოადგენს კახეთის ერთ-ერთ უძველეს და დიდ დასახლებას. იგი მდებარეობს აღმოსავლეთისკენ მიმავალ მნიშვნელოვან მაგისტრალზე (ხორნაბუჯი-ველისციხე-ჭერემი-უჯარმა), ამასთან, ველისციხე შიდა და გარე კახეთის დამაკავშირებელი უმოკლესი გზის (ველისციხე-ჭერემი-ჩაილურის) ჩამკეტი პუნქტი იყო. ველისციხე, ისევე როგორც უძველესი დიდი მაგისტრალის სხვა პუნქტები (ჭერემი, უჯარმა, ხორნაბუჯი), ალბანეთის დასავლეთის ტერიტორიების ქართულთან ინტეგრაციის პროცესისათვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენდა.
ველისციხე საისტორიო წყაროებში პირველად მოიხსენიება V ს-ში.



ეპარქიულად ველისციხე თავდაპირველად შედიოდა ჭერემის საეპისკოპოსოში, ხოლო მისი მოშლის შემდეგ - ალავერდის ეპარქიაში. კახეთის სამეფოს წარმოქმნის შემდეგ ველისციხის ყმა-მამულის მნიშვნელოვან ნაწილს საკუთარი მოურავების მეშვეობით უშუალოდ დედოფალი დარეჯანი განაგებდა.


XVII საუკუნის დასაწყისში შაჰ-აბასის ლაშქრობების შედეგად, სხვა სახელოვან ადგილებთან ერთად, ველისციხე და ჭერემიც განადგურდა. მას შემდეგ ეს ადგილები კარგა ხანს გაუკაცრიელებელი ჩანს. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, XVIII საუკუნის I მეოთხედში, ველისციხე კვლავ დაუსახლებელია: „არს ალაზნის დასავლით, ველსა ზედა, ველის ციხე, და აწ უქმი“.


„ქართლის ცხოვრებაში“ მე-6 საუკუნეშის დასაწყისშია ველისციხე მოხსენიებული, როგოც ჰერეთის თავდაცვითი და პოლიტიკური ცენტრი. თუმცა ცნობა ველზე არსებული ციხის - საიდანაც სოფლის სახელია წარმოქმნილი, მე-4 საუკუნიდან არსებობს, სოფლის გაშენებას ხელი მეფე ვახტანგ გორგასალმაც შეუწყო.


image


ველისციხეს შემორჩა უამრავი მოგონება სოფლად გაშლილი კლასობრივი ბრძოლისა და სამართლიანობის შესახებ. არსებობს თმულება: აქ ხდებოდა ურჩების გასამართლება. ამ მიზნით, ციხის ტერიტორიაზე აგებული ყოფილა ეგრედწოდებული “სახრჩობელები“. ამჟმად შემორჩენილია მისი ნანგრევები ბოთლის ფორმის: ნაგებობის სახით უკანა ბრტყელი კედლით. გადმოგვცემენ, რომ მის ქვეშ ყოფილა ღრმა ორმო, სავარუდოდ დილეგი.


ციხის ყველაზე მაღალ კოშკზე გადებული ყოფილა ძელი, რომელსაც რკინის ჩანგალი ჰქონია. სწორედ აქ ხდებოდა თურმე მსჯავრდებულთა ჩამოხრჩობა. ეს აზრი იმდენად პოპულარულია მოსახლეობაში, რომ ერთი ნაწილი აღნიშნავს: მოგვიანებით, როცა სიღნაღის მაზრის უფროსი ჩამოხრჩობას გადაუწყვეტდა მსჯავრდებულს, განაჩენის აღსრულება ველისციხის სახრჩობელაზე ხდებოდა.“
ისტორიული წყაროების მიხედვით, სოფელი ველისციხე თამარ მეფის ზამთრის რეზიდენცია ყოფილა, შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ სოფლის ექვსი სალოცავიდან ოთხი მე -XII-XIII საუკუნეების მიჯნაზეა აშენებული.


რაც შეეხება ლაშა-გიორგის და ველისციხელი ქალის ამბავ სხვადასხვა ვერსიებია ამის შესახებ:
კორნელი კეკელიძე გვამცნობს, რომ იოანე ბატონიშვილი თავის ნაშრომში, „ისტორია ქართლისა“ (რომელიც „კალმასობის“ ნაწილია და ეს ნაწილი არ არის გამოცემული), ძველი, უკვე დაკარგული გადმოცემების საფუძველზე, სულ სხვაგვარად მოგვითხრობს ლაშა-გიორგის სიყვარულის ამბავს. ჭერმობის დღესასწაულზე ეკლესიის მოლოცვის მერე მეფე ხალხში გაერია და ლხინს აკვირდებოდა. ასეთ დროს სუფრები იშლებოდა და ხალხი ილხენდა. ლაშამ შეამჩნია მშვენიერი ქალი, რომელიც ჭაბუკ ხელმწიფეს დანახვისთანავე გულში ჩაუვარდა. უბრძანა თამარის ძემ თავის ერთ მსახურს, გაერკვია, ვინ იყო ის ქალი, ვისი შვილი და იყო თუ არა გათხოვილი. მხატვრულ ლიტერატურაში ლილედ წოდებული ქალწულის სახელი სუსანაა, მონაზვნად აღკვეცის მერე შუშანად მოიხსენიებენ. მშობლები სოფელ ახაშენიდან ყოფილან. ქალის მამა წარმოშობით გაღარიბებული დიდაზნაურების, კლდეკარის ერისთავთა გვარის შთამომავალი ყოფილა, გვარად მიწობელიძე, რომლებიც არშაკუნიანების (ფარნავაზიანების) დროიდან გადმოსულან კახეთში და იმ მომენტისთვის გლეხად ცხოვრობდნენ. მამამისს ქალიშვილის ხელს ველიციხელი გლეხი სთხოვს თავისი ვაჟისთვის ცოლადო. მაგრამ ლაშას წამოუყვანია სუსანა და ყველასგან ფარულად და ჯვარი დაუწერია.


ისტორიული წყაროებიდან განსხვავებით, ხალხის თქმულებით ეს ველად გაშლილი სოფელი ლაშა-გიორგის დასასვენებელი ადგილი ყოფილა, სადაც თავისი დიდი, პირველი და უკანასკნელი სიყვარული იპოვა - ველისციხელი ქალი ლილე.
ერთ-ერთი ვერსიით მეფე ლაშა-გიორგი ყვარლის მთებში ყოფილა სანადიროდ. იქედან დაბრუნებულს ხოხბების შეწვა უბრძანებია. ნახევრად დამწვარი ხოხბები მიურთმევიათ და მიზეზი ამისი - ლილეს თვალმომჭრელი სილამაზე ყოფილა. სწორედ ამ დროს გაიცნო მეფემ ლილე, რომელიც ლუხუმზე დანიშნული იყო უკვე. მეორე ვერსიით ჭერემში დღეობაზე დაუნახავს და მის კვალს ველისციხემდე მოუყვანია. მეფეს ცალი თვალიდან მხედველობა ლუხუმთან "შელაპარაკებით" დუკარგავს. ხელჩართულ ჩხუბში მეფე ლეღვის ხეზე მიუნარცხებია და ცალი თვალი ასე გამოეთხარა. სავარაუდოთ ამ ხის ფესვები დღესაცაა შემორჩენილი ღვთისმშობლის ეკლესიის ეზოში.



image


ინფორმაცია სოფელზე მოიძიეს და დაამუშავეს 2019 წლის მარტში:


- სანათა აშკარელაშვილმა;

- ლიკა გომშიაშვილმა;

- ლალი ჯვარისაშვილმა;

- ნუკრი ბახლიშვილმა;

- ომარი კაკაბაძემ;

- ზურაბ ტატიაშვილმა;

- ნინო ალთუნაშვილმა;

- სერგი მირიანაშვილმა;

- მარინა ტატიაშვილმა;

- მარინა ჯაჭვაძემ (ნაშრომი);

- ალიკა სომხიშვილმა;

- თამრიკო გურგენიშვილმა;


გია აბულაძის კვლევის ჯგუფის მიერ გამოყენებული ლიტერატურა:


„ თეიმურაზ ბატონიშვილი, ახალი ისტორია, თბ., 1983;


საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979;


ქართული სამართლის ძეგლები, ტ. 2 (თბ., 1965), ტ. 7 (თბ., 1980), ტ. 8 (თბ., 1985);


ქართლის ცხოვრება (ს. ყაუხჩიშვილის გამოც.), ტ. 1 (თბ., 1955), ტ. 2 (თბ., 1959)


გელაშვილი გ., ედუარდ აიხვალდი საქართველოს შესახებ, თბ., 2005;


ჟორდანია თ., ქრონიკები, ტ. III, თბ., 1967;


საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013;


Чубинашвили Г. Архитектура Кахетии, Тб. 195



image

2
108
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
108
  
5 ნოემბერი, 2:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

3 ნოემბერი, 0:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2