x
მეტი
  • 07.12.2019
  • სტატია:97179
  • ვიდეო:344041
  • სურათი:459158
"ინტერნეტსივრცეში საეკლესიო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოჩნდება " - ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

image


ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა +" -ის რედაქტორი ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს, როგორც მან "მთავარ არხზე" გადაცემა "სხვა ნანუკაში" განაცხადა, მას ორი მნიშნელოვანი ინფორმაცია აქვს, ერთი ის, რომ ორი დღის წინ, პატრიარქის მცხეთაში გადაყვანა, მისი სურვილის წინააღმდეგ განხორციელდა, რათა მისი პრესასთან შეხვედრა არ მომხდარიყო, ხოლო მეორე ის, რომ ინტერნეტსივრცეში მალე საეკლესიო პირების პირადი ცხოვრების კადრები გამოჩნდება: "წყარომ, ორი ინფორმაცია მომაწოდა: პირველი იყო ის, რომ პატრიარქი მცხეთაში წაიყვანეს მას შემდეგ, რაც მან პრესასთან შეხვედრა ითხოვა და ეს ინფორმაცია დადასტურდა მედიასაშუალებების მიერ და მეორე ინფორმაცია არის შოკისმომგვრელი ჩემთვისასც, რომ ინტერნეტსივრცეში აღმოჩნდება, საეკლესიო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, " - განაცხადა ელისო კილაძემ გადაცემა "სხვა ნანუკაში" სტუმრობისას.



0
681
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
681