x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134537
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
რა ჯდება ბავშვის გაჩენა საქართველოში?
ამ ბოლო დროს რამოდენიმე სატელევიზიო სიუჟეტი გავიდა იმასთან დაკავშირებით, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა საქართველოში წლიდან წლამდე უარესდება. საქსტატის მიერ მომზადებულ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ რომ წინა წლებთან შედარებით შობადობა მართლაც რომ დაკლებულია (2018 წელი - 51 138 ადამიანი, 2017 წელი - 53 293 ადამიანი, 2016 წელი - 56 569 ადამიანი, 2015 წელი - 59 249 ადამიანი). როგორც წესი, ამის მიზეზად მძიმე სოციალური ფონი სახელდება, თუმცა შობადობის კლების გამომწვევ მიზეზებზე ამ სტატიაში საუბარი არ მინდა, ვინაიდან ეს არის ვრცელი კომპლექსური თემა და საჭიროებს ცალკე განხილვას. ამ სტატიაში მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ რა ჯდება ახალი სიცოცხლის შობა საქართველოში. ეს სტატია დაეხმარება ყველა იმ პირს, ვინც გეგმავს ახლო მომავალში ბავშვის ყოლას, საკუთარი ფინანსების სწორად დაგეგმვაში. ამ მასალის მოსაპოვებლად სტატიის ავტორმა გამოკითხა ახალგაზრდა დედა (მის სახელს არ ვასახელებ), რომელსაც სულ რამოდენიმე თვის წინ შეეძინა ბავშვი. მაშ დავიწყოთ იმ ნივთების და სერვისების ჩამოთვლა, რისი შეძენაც აუცილებლად დაგჭირდებათ ორსულობის დადგენის პირველი დღიდან - ბავშვის სამშობიაროდან გაწერის დღებმე.

  • ორსულობაზე სამედიცინო დაკვირვება - 1300 ლარამდე.
ჩემი ინტერვიუვერი ქალბატონი აღრიცხვაზე იდგა ჩაჩავას კლინიკაში. მისი თქმით მას არ ჰქონია არანაირი გართულება, არ დასჭირვებია არანაირი ზედმეტი გამოკვლევა და/ან წამალი გარდა გეგმიური გამოკვლევებისა და რკინის შემცვლელი ვიტამინებისა. იგი სარგებლობდა მხოლოდ საყოველთაო დაზღვევით. ორსულობის სამედიცინო დაკვირვებაზე დახარჯული თანხის დადგენაში დაგვეხმარა იმ ფაქტმა, რომ ჩვენი ქალბატონი ყოველთვის უნაღდო ანგარიშსწორებით იხდიდა კლინიკაში, ამიტომ არ გაგვჭირვებია შესაბამისი ტრანზაქციების მოძებნა და თანხის დაჯამება.

  • საორსულე ტანსაცმელი - 150 ლარამდე.
წონის მატებასთან ერთად მოგიწევთ გარდერობის განახლება. სულ მცირე თქვენ დაგჭირდებათ ერთი საორსულე შარვლის (60-70 ლარი, ვაიკიკის ბრენდის) და ერთი განიერი ზედის ყიდვა. ხოლო ფეხის შესიების შემთხვევაში - ახალი ფეხსაცმლის ყიდვაც.

  • მშობიარობა - 425 ლარი.
ჩემი ინტერვიუვერი ქალბატონი მშობიარობდა ჩაჩავას კლინიკაში. მისი თქმით, კლინიკაში მიყვანისას მას ჩაუტარდა მშობიარობამდელი კონსულტაცია, რაშიც მან გადაიხადა 25 ლარი. ხოლო 400 ლარი დაჯდა თვითონ მშობიარობა და განთავსება ორადგილიან პალატაში. აქვე მინდა დავამატო, რომ ხუთადგილიანი პალატის არჩევის შემთხვევაში მას მოუწევდა 50 ლარის გადახდა, 400 ლარის ნაცვლად. თუმცა, მისი თქმით ორადგილიანი პალატა ბევრად კომფორტული იყო.

  • მშობიარობის შემდგომი გამოკვლევები დედისთვის - 300 ლარამდე.

ამაში შედის: გინეკოლოგის და თერაპევტის კონსულტაცია, ულტრაბგერითი გამოკვლევა, სხვადასხვა ანალიზები.

  • ბავშვის ტანსაცმელი - 300 ლარამდე.
ამ კატეგორიაში შევიყვანეთ მხოლოდ ის მინიმალური ტანსაცმელი, რაც ბავშვის დაბადების მომენტისთვის დაგჭირდებათ, ესენია: კომპლექტი - 2 ცალი, ბოდე მოკლე ან გრძელი სახელურებით - 4 ცალი, შარვალი - 2 ცალი, სამშობიაროდან გამოსაყვანი ზედა ტანსაცმელი, პირსახოცი - 2 ცალი, დასაფარებელი - 2 ცალი, თეთრეული და წვრილმანები (ნასკი, პაჩუჩები, ხელთათმანები, ქუდი, პატარა ზომის პირსახოცები). ნაყიდია შერეულად, ვაიკიკის და ბავშთა სამყაროს მაღაზიაში.

  • ბავშვის ჰიგიენა - 105 ლარი.
დასაბანი გელი, პუდრი, კრემი, საფენები (1 შეკვრა), სარეცხის ფხვნილი (2, 5 კგ), სველი ხელსახოცები (1 შეკვრა), სავარცხელი, ბლაგვბოლოებიანი მაკრატელი. ბრენდები - ბიოლაინი, ბუბჰენი, ჰაგისი, გუდ-უშასტი.

  • ბავშვის ავეჯი - 575 ლარი.
საწოლი, ეტლი, აბაზანა. ყველაფერი შეძენილია „ბავშთა სამყაროში“.

  • ბავშვის ჭურჭელი - 37 ლარი.
ბოთლი, საწოვარა 0-3 თვემდე, მატყუარა - 2 ცალი სხვადასხვა, მატყუარას კონტეინერი და საჭერი. ყველაფერი კანპოლის ბრენდის.

ამ ყველაფერს თუ დავაჯამებთ, გამოვა რომ ორსულობის დადგენის პირველი დღიდან - ბავშვის სამშობიაროდან გაწერის დღემდე თქვენ დაგჭირდებათ დაახლოებით 3200 ლარი, იმის გათვალისწინებით რომ არც ზედმეტი სამედიცინო ჩარევა დაგჭირდებათ და საშუალო ღირებულების ბრენდების ნივთებს დასჯერდებით. გთხოვთ მიაქცეით ყურადღება იმასაც, რომ ჩვენს ინტერვიუვერ ქალბატონს არ უსარგებლია ანესთეზიის ფასიანი სერვისით მშობიარობის დროს (ეს პროცედურა დამატებით 175 ღირს). იმედია ეს სტატია დაეხმარება იმ წყვილებს და მარტოხელა ქალბატონებს, ვინც გეგმავს ამ სამყაროში ახალი სიცოცხლის შემოტანას.

0
30
შეფასება არ არის
ავტორი:რიგითი ფრილანსერი
რიგითი ფრილანსერი
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0