x
მაკო გომურის თქმით, იგი უკანონო თვალთვალის და მიყურადების ობიექტია
image



20 ივნისს აქციის დაშლილას დაზარალებული მაკო გომური, რომელმაც გავრილოვის სისხლიან ღამეს თვალი დაკარგა ამბობს, რომ უმძიმესი მოვლენების შემდეგ მას მუდმივად უსმენენ და ფარულად მის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებენ. ამის შესახებ გომურმა „ფორმულა ნიუსთან“ ისაუბრა.


„ახლა ისეთ რაღაც ფაქტებზე ვერ გავამახვილებ ყურადღებას, უბრალოდ ვიცი მაგ. გიგასთან (მაქარაშვილი) რომ მქონდა ხოლმე კონტაქტი და გიგასთან დღესაც მაქვს, ვწერთ, ვკითხულობთ ერთმანეთს, ეს ყველაფერი იცოდნენ. როდის ვურეკავდი, როდის ვხვდებოდი, როდის ვიყავი აქციაზე და ა.შ.“ - ამბობს მაკო გომური.


მისი თქმით, სოციალური ქსელიდან ყველა ის შეტყობინება გაქრა, რომელიც 20 ივნისის ღამეს უკავშირდებოდა. არადა თითოეულ მათგანს გულმოდგინედ ინახავდა და არ შლიდა.



„მჭირდებოდა, ვნახე და აღარც ერთი მესიჯი აღარ იყო ამ დღეებიდან მოყოლებული, არადა ვინახავდი, იმიტომ, რომ ვიცოდი ოდესმე დამჭირდებოდა ან გამოძიებისთვის, ან ადვოკატისთვის, ან პროკურორისთვის. არ ვშლიდი არაფერს, მაგდენს ვფიქრობდი და ახლა ვერ ვნახე ვერაფერი.“ - განაცხადა მაკო გომურმა.


თავად 20 ივნისს დაზარალებული ფიქრობს, რომ მას სამართალდამცავები უთვალთვალებენ. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც გამოძიება არც მისი საქმით ინტერესდება და არც დაზარალებულის სტატუსს არ ანიჭებს.


„რჩება მართლა რავიცი ან რამე ისეთს ეძებენ ხელჩასაჭიდს, რომ ვთქვათ მერე აქციაზე ჩემი ყოფნა სხვანაირად მონათლონ. გიგასთან (მაქარაშვილი) მიქრებოდა ხოლმე თავიდან, არ ვიცი გიგას თუ ახსოვს, ასე თავისით ქრებოდა მესიჯები.“ - თქვა გომურმა.


მიმოწერის გაუჩინარება მაკო გომურთან ერთად გადაამოწმა და ამას ადასტურებს მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი. იგი ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ფარული თვალთვალის ობიექტი თავადაცაა, ამიტომ მაკოს თვალთვალი მას საერთოდ არ უკვირს.


„ის, რომ მაკო მიყურადების ობიექტია არ მიკვირს, იმიტომ, რომ მე პირადად ვარ ობიექტი. ახლაც, როცა თქვენ ამ ინტერვიუს იწერთ, ოპერატორის უკან და ჩემს უკანაც დგანან ბიჭები ჩაბურული შუშებით, საიდანაც იღებენ.“ - განუცხადა მაქარაშვილმა „ფორმულას“.



0
234
შეფასება არ არის
ავტორი:თავისუფალი ამბები
თავისუფალი ამბები
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0