x
9 საათიან „კურიერს“ ნათია ლაზაშვილი წაიყვანს - მისი ეთერში გასვლის დრო ცნობილია
image



„კურიერი“ ეთერში 25 სექტემბრიდან დაბრუნდება. დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი კი ნათია ლაზაშვილი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას „ნეტგაზეთი“ ავრცელებს. აღნიშნული ინფორმაცია მას „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერმა, ხათუნა ბერძენიშვილმა მიაწოდა.


„ნეტგაზეთის“ თქმით, მათ ბერძენიშვილს კითხვა „კურიერის“ სხვა წამყვანების შესახებაც დაუსვეს და ინფორმაციას მიღებისთანავე გაავრცელებენ.


ნათია ლაზაშვილი „რუსთავი 2“-ში ტელეკომპანიის დაფუძნებიდან მუშაობდა. წლების განმავლობაში მას არხზე საინფორმაციო გამოშვება მიჰყავდა. ლაზაშვილმა იგი 2006 წელს, სხვა ჟურნალისტებთან ერთად პროტესტის ნიშნად დატოვა. ლაზაშვილი ტელეეკრანებს 2012 წელს დაუბრუნდა. მაშინ იგი „მეცხრე არხზე“ მუშაობდა. ამის შემდეგ ის სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში მუშაობდა. ბოლოს კი პრე­მი­ე­რის აპა­რატ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში მრჩე­ვლის პოსტი ეკავა.



შეგახსენებთ, „კურიერი“ ეთერში 21 აგვისტოდან აღარ გადის. მას შემდეგ, რაც არხის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, ტელეწამყვანები, გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და ეკა კვესიტაძე, ასევე გენ. დირექტორის მოადგილე, გიორგი ლაფერაშვილი სამსახურიდან გაათავისფლა. იმავე დღეს ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში დატოვეს „კურიერის“ წამყვანებმა, დიკო ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა. მეორე დღეს კი „რუსთავი 2“ ჟურნალისტების თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა.


1
518
1-ს მოსწონს
ავტორი:თავისუფალი ამბები
თავისუფალი ამბები
518
  
2019, 25 სექტემბერი, 0:48
ცრუსთავი-2 კიდევ არსებობს?????
0 1 1