x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"შევწყვიტოთ ჩვენი შვილების სიცოცხლის შეწირვა!“- ანა დოლიძე სანდრო ბერაძის გარდაცვალებაზე
image
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, სანდრო ბერიძის, გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.


მისი თქმით, დროა ხალხი გაერთიანდეს და ხმა ამოიღოს აზარტული თამაშების უბედურების წინააღმდეგ.


„ჩემო კარგო ხალხო, არ არის კარგი ამბავი. სანდრო ბერაძე იპოვეს გარდაცვლილი. ნათელში იყოს მისი სული. ვიზიარებ მისი ოჯახის ღრმა მწუხარებას. ეს დიდი ტრაგედიაა. ჩვენის მხრივ კი გავერთიანდეთ და ხმა ამოვიღოთ აზარტული თამაშების უბედურების წინააღმდეგ. შევწყვიტოთ ჩვენი შვილების სიცოცხლის შეწირვა ამ ჭირს. ქართული ოცნება / Georgian Dream სასწრაფოდ დადეთ კანონმდებლობა“, - წერს ანა დოლიძე.


საქართველოს პირველი არხის ოპერატორი, სანდრო ბერაძე ცხვარიჭამიასთან გარდაცვლილი იპოვეს. ახლობლები სანდროს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.



სანდროს დედის ინფორმაციით, შვილი ბოლოს, 25 ოქტომბერს, შუადღისას, ტელეფონით ესაუბრა. მისივე თქმით, სანდრო აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული, რის გამოც ბოლო სატელეფონო საუბრისას, დედას ბოდიში მოუხადა.


“შუადღისას დამირეკა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. დაგვემშვიდობა, მეც და თავის ძმასაც ბოდიში მოგვიხადა და გვითხრა, აღარ ვაპირებ ასეთ ჯოჯოხეთურ ცხოვრებაში ყოფნასო“, – აღნიშნა გარდაცვლილის დედამ.

სანდრო ბერაძის ძმას, გიორგი ბერაძეს, დღეს დაბადების დღე აქვს. ძმების დედას ზოგი შვილის გარდაცვალებას უსამძიმრებს, ზოგი კი გიორგის დაბადების დღეს ულოცავს.

8
772
3-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
772
  
2019, 31 ოქტომბერი, 19:09
ჰოდა, სანამ სხვა გზა მოიძებნება, ყოველ წუთს რომ არ შემომეფეთება ტელეგადაცემებში,, ბილბორდებსა და ტაქსების კარებზე გაკრული რეკლამები, იქნებ ნაკლებად მიმზიდველი გახდეს ეს ოხერი ესა((
2019, 30 ოქტომბერი, 18:48
ქალბატონო ანა ესე ძაან ნუ ჩქარობთ, ჯერ კიდევ არ ვართ ზუსტად სამი მილიონი დარჩენილი, ქართველებს მრგვალი რიცხვი გვიყვარს, მერე შეიძლება მივხვდეთ რომ ესე ქართული ჯიგიტობა მხოლოდ გვნებს არა გვრგებს. თავებსაც რომ ვიღუპავთ და სხვასაც ვღუპავთ.
რა სამწუხაროა რომ შეგონება, ერთ ყურში შეგვდის და მეორიდან გამოდის.
პატივისცემით ლაშა ზევითური.
2019, 30 ოქტომბერი, 17:46
მხოლოდ ტელევიზიებში რეკლამირების აკრძალვა ვერაფერს შეცვლის, სხვა გზაა მოსაძებნი
2019, 30 ოქტომბერი, 17:45
კი, საჭირო ინიციატივაა, სასწრაფოდ გასახორციელებელი
2019, 30 ოქტომბერი, 16:35
შეუნდოს უფალმა ცოდვები
2019, 30 ოქტომბერი, 13:50
ვიზიარებ ამ ოჯახის ტრაგედიას ნათელში მისი სული
2019, 30 ოქტომბერი, 13:13
მთელი გულით ვუჭერ მხარს ქალბატონ ანას, იმდენი ოჯახი დაღუპა აზარტულმა თამაშებმა.
რა დამავიწყებს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში რამდენიმე წლის წინ ჩამომხრჩვალი მოზარდის სახეს, რომელმაც თავი იმიტომ ჩამოიხრჩო ტოტალიზატორში "მაზავშიკებთან" წაგებული, რომ ვერ იშოვა გასასტუმრებლად.
2019, 30 ოქტომბერი, 9:30
,,კვირის პალიტრამ,, უარი თქვა აზარტული თამაშების რეკლამირებაზე, მიბაძეთ ტელევიზიებმა და მედიასაშუალებებმა!
0 1 8