x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134674
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508865
„პატრიარქმა უნდა დაითხოვოს და მთელი სინოდი უნდა გადადგეს, ჩიხიდან გამოსავალი ესაა“
image


"ჩიხიდან გამოსავალი არის, ის რომ გადადგეს სინოდი", - ასე გამოეხმაურა დედა სიდონია მეუფე იაკობის დღევანდელ განცხადებას ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.


"მე ვთვლი, რომ მისმა უწმინდესობამ უნდა დაითხოვოს და ზოგადად სინოდი უნდა გადადგეს დღევანდელი განცხადების შემდეგ, ჩვენ რაც მოვისმინეთ. თუ მეუფე იაკობის მონაყოლიდან თუნდაც 1% თუ სიმართლეა მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება სინოდს, რადგან ჩვენ გვაქვს სინოდალური მმართველობა, ის არის ეკლესიის მმართველი და ჩიხიდან გამოსავალი არის ის, რომ გადადგეს მთელი სინოდი. უწმინდესმა უნდა დაასახელოს და გამოარჩიოს 10 ღირსეული მწყემსი ქართული, მართლმადიდებელური ეკლესიის", - აღნიშნა დედა სიდონიამ.


ცნობისთვის, ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.



მეუფე იაკობმა ვახო სანაიას გადაცემაში აღნიშნა, რომ შეხვედრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელ უფროსთან, ვახტანგ გომელაურთან და გიორგი გახარიასთან ერთად გაიმართა.

მეუფის თქმით, მას პატრიარქის გადაყენებაზე "ეჩალიჩებოდნენ".

1
192
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
192
  
2019, 28 ოქტომბერი, 15:25
პატრიარქი უნდა გადადგეს, რად უნდა ამას სხვისი რჩევა და შეგონება! არაა ქმედუნარიანი, თანამოსაყდრის დაყენება კი არაა კანონიკური და მართლმადიდებლურად სწორი.
ეკლესია-მონასტრებში ლოცვის ნაცვლად ტელე ვარსკვლავებად, რომ ხართ ქცეული დედაო სიდონია ამიტომაც ვართ ამ დღეში...
0 1 1