x
მეტი
  • 21.11.2019
  • სტატია:96738
  • ვიდეო:343738
  • სურათი:458623
მოსკოვის ოლქის ქალაქ კოლომნაში 15 წლის გოგონამ 13 წლის ორი გოგონა ბოთლით გააუპატიურა

image ბევრჯერ დამიწერია, რომ საზოგადოებაში კრიმინალისადმი მიდრეკილება გაიზარდა, საუბარია არა მხოლოდ ერთ რომელიმე ქვეყანაზე, არამედ საუბარია გლობალურ პრობლემაზე.
დღე არ გავა რომელიმე ქვეყანაში მომხდარი ენით აუწერელი ამბავი არ მოვისმინოთ ან არ წავიკითხოთ.
სამწუხაროდ მსგავსი საშინელებები საქართველოშიც იმდენჯერ მოხდა, სურვილი გამიჩნდა სიკვდილით დასჯა დააბრუნონ, რადგან მამა, რომელმაც საკუთარი არასრულწლოვანი შვილი გააუპატიურა არ იმსახურებს სიცოცხლეს.
ფაქტი რომელზეც ამ სტატიაში მინდა მოგითხროთ, მოსკოვის ოლქში ქალაქ კოლომნაში მოხდა.
15 წლის გოგონამ იეჭვიანა სხვა სკოლელ მოზარდ გოგონებზე, თითქოს ისინი მის შეყვარებულ ბიჭს "ეპრანჭებოდნენ". გოგონამ მოზარდები მიტოვებულ შენობაში შეიტყუა და ორივე მოკვლის მუქარით აიძულა დამორჩილებოდა. როგორი საშინელი მოსასმენიც არ უნდა იყოს, 15 წლის გარეწარმა გოგონამ მოზარდები გააუპატიურა ლიმონათის მინის ბოთლის დახმარებით.
იმ სკოლის პედაგოგმა, სადაც 15 წლის გოგონა სწავლობდა გამომცემლობას ანონიმურობის დაცვის გარანტიის მიღების შემდეგ განუცხადა, რომ აღნიშნული გოგონა ცნობილი იყო მთელი სკოლისათვის, როგორც ხულიგანი, ჩხუბისთავი, რომელიც არც დანის გამოყენებაზე ამბობდა უარს და არც ალკოჰოლური სასმელების მიღებაზე, რის გამოც მისი მშობლები ბევრჯერ დაიბარეს სკოლაში. როცა მშობლების გაფრთხილებამ და სკოლაში დაბარებამ შედეგი ვერ გამოიღო, გოგონაზე მასალები მიეწოდა პოლიციას. ვინაიდან მაშინ აღნიშნული გოგონა 14 წლის არ იყო, მისი მისამართით სამართლებრივი დევნა არ მომხდარა, გოგონას ხელწერილი დაადებინეს და ამით ამოიწურა საქმე.
გოგონა უღარიბესი ოჯახიდანაა, მისი სამეგობრო წრე კი მდიდარი ოჯახის შვილებისგან შედგება და სავარაუდოდ მოზარდმა თავის დამკვიდრება საზოგადოებაში აგრესიით გადაწყვიტა.
დაზარალებულებმა და მათმა მშობლებმა გოგონას წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს, გოგონა 15 წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე განხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა და მას 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
+14

0
837
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
837