x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რატომ იტყუებოდა კოლუმბი და რა იყო მისი ექსპედიციის რეალური მიზანი

ითვლება, რომ ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიციის მიზანი აზიის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ, უფრო სწორედ, ინდოეთისკენ მიმავალი საზღვა გზის პოვნა იყო. თუმცა, ექსპედიციის მზადების პერიოდში და იმ შეთანხმებაში, რომელიც მას და კასტილიის და არაგონის მეფეს ფერდინანდ II არაგონელს შორის გაფორმდა, არც «ინდოეთი» და არც «აზია» ნახსენები არ იყო.


image


ამ ფაქტის ახსნა კონსპირაციის მოტივიტ შეიძლება, თუმცა, დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ კოლუმბი შორეულ ზღვაოსნობაში კონტინენტის აღმოსაჩენად მიდიოდა...

როგორც გეოგრაფიის სახელმძღვანელოებიდან ვიცით, ქრისტეფორე კოლუმბმა, მას შემდეგ, რაც ბაჰამის კუნძულებიამდე მიაღწია, ჩათვალა, რომ ის აღმოსავლეთ აზიაში ჩავიდა და მიუხედავად იმისა, რომ იქ კიდევ 3-ჯერ იმოგზაურა, სიკვდილის ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ ინდოეთი აღმ. სანაპირო აღმოაჩინა. მაგრამ, ეს აზრი, მსუბუქად რომ ვთქვათ, მეტად არალოგიკურად ჟღერს, რადგან კოლუმბის ოთხივე მოგზაურობა XV საუკუნის მიწურულს და XVI საუკუნის დასაწყისში განხორციელდა. ხოლო, იმ პერიოდში, ევროპაში უკვე ყველაფერი იცოდნენ აზიის და განსაკუთრებით, ინდოეთის და ჩინეთის შესახებ – არსებობდა «მარკო პოლოს წიგნის» (1297 წ.), რომელიც ყველა მოგზაურისთვის სახელმძღვანელოს წარმოადგენდა. ასეთ სიტუაციაში, ექსპედიციის ხელმძღვანელი კი არა, ნებისმიერი რიგითი მეზღვაური მიხვდებოდა, რომ სანაპირო რომელსაც ესპანელების გემები მიადგნენ, აზიას არ ეკუთვნოდა!

და თუ მიხვდა, რატომ არ გააგრძელა ინდოეთისკენ გზის? კოლუმბი ხომ დარწმუნებული იყო და სხვებსაც არწმუნებდა, რომ დასავლეთის მიმართულებით ცურვით, ადრე, თუ გვიან, ინდოეთამდე მივიდოდა?! ამის ნაცვლად, ის ახლო-მახლო კუნძულებს ზვერავდა და წრეზე ტრიალებდა.


image


როგორც ცნობილია, ინდოეთიდან ევროპაში ჩატანილ სანელებლებს ოქროს ფასი ჰქონდა, მაგრამ ოქრო, სანელებლებზე ძვირად ფასობდა და სავარაუდოდ, კოლუმბის ექსპედიციის მიზანი კ. ანტილიას (Antillia) და მასზე მდებარე «7 ოქროს ქალაქის» მოძებნა იყო.

ლეგენდის თანახმად, პირენეს ნახევარკუნძულზე არაბების შემოსევის შემდეგ, 7 ეპისკოპოსი, საკუთარი მრევლის ნაწილთან ერთად, გემებით, დასავლეთის მიმართულებით გაიქცა. იქ ხმელეთი (ანტილია) აღმოაჩინეს და კოლონია დაარსეს. სულ მალე, ახალ მიწებზე 7 ქალაქი გაჩნდა, რომელშიც აურაცხელი რაოდენობის ოქრო იყო.

პირველად კ. ანტილია რუკაზე 1424 წელს გამოჩნდა. რუკის ავტორი კი, ცნობილი იტალიელი კარტოგრაფი ზუანე პიციგანო (Zuane Pizzigano) იყო, რომელმაც მართკუთხედის ფორმის კუნძული, ატლანტიკის ოკეანის დას. ნაწილში განათავსა. მისი სანაპირო ხაზი 7 ადგილზე უბით იყო შეჭრილი, რაც იმ ადგილებზე ქალაქების არსებობაზე მიანიშნებდა.


image



როგორც უკვე აღვნიშნეთ, ესპანელები უკვე პირველი ექსპედიციის დროს (1492-1493 წწ.) მიხვდანენ, რომ რაღაც სანაპიროს კი მიადგნენ, მაგრამ ეს აზია ნამდვილად არ იყო! მაგრამ, რატომღაც «დაივიწყეს» საკუთარი მიზანი და კარიბის ზღვის აუზის ყველა კუნძული შეისწავლეს – ისინი, აშკარად, რაღაცას ეძებდნენ...

კოლუმბის მიზანი ინდოეთამდე მისვლა და იქიდან სანელებლების წამოღება რომ ყოფილიყო, – ის ასეც მოიქცეოდა, რადგან მას იმ პერიოდში არსებული ყველა რუკა შესწავლილი ჰქონდა. ამის ნაცვლად კი, ისე იქცეოდა, თითქოს მართლაც ინდოეთი აღმოაჩინა და ინდოეთისკენ მიმავალი გზის ძებნა შეწყვიტა.

კოლუმბის ექსპედიციებიდან, ნახევარი საუკუნის შემდეგ, თემა «7 ქალაქის» შესახებ, ფრანცისკო ვასკეს დე კორონადომ დახურა. ლეგენდა «ოქროს ქალაქებზე», მართლაც ლეგენდა აღმოჩნდა!


image


1539 წელს ამ ლეგენდების ტყვეობაში მყოდი ვასკეს დე კორონადომ ფრანცისკანული ეკლესიის ბერი მარკოსა დე ნისა დაზვერვაზე გაგზავნა. ბერმა დაბრუნების შემდეგ, ის დაარწმუნა რომ 7 ქალაქი მართლაც არსებობდა და რომ ის ზუნის ხალხების მიწაზე (ამჟამინდელი ნიუ-მექსიკო) მდებარეობდა.

1540 წელს, ქალაქების მოსაძებნად, უკვე თავად ვასკეს დე კორონადო წავიდა. ის ნიუ-მექსიკოშიც ჩავიდა და არიზონას შტატის ამჟამინდელ ტერიტორიაზეც, მაგრამ, ვერაფერი იპოვა. ბოლოს, კითხვა–კითხვით მიაღწია ინდიელთა პუენლოს ტომამდე, სადაც უთხრეს, რომ ქალაქს, რომელსაც ის ეძებდა, ქვივირა (Quivira) ერქვა და მას რამდენიმე «თურქი» მართავდა. დიდი სირთულეების მიუხედავად, კონკისკადორი მაინც მივიდა ინდიელების მიერ დასახელებულ ქალაქამდე და იქ ღარიბ ინდიელთა ქოხების გარდა, ვერაფერი ნახა. ამის შემდეგ, ლეგენდის პოპულარობამ თანდათანობით იკლო, ხოლო ბოლოს, დავიწყებასაც მიეცა...


imageimageimageimageimageimageimage






0
1168
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0