x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე საინტერესო ფაქტები ფულის შესახებ

თანამედროვე ადამიანის მთელი ცხოვრება ფულზეა დამოკიდებული. თუ ის არა აქვს, საკვებსაც კი ვერ იშოვის, სხვა საჭიროებებზე რომ არაფერი ვთქვათ.

ფულადი სისტემა უძველესი დროიდან არსებობს და ამ ხნის მანძილზე მან დიდი ცვლილებები განიცადა. ხოლო აქ წარმოდგენილი ფაქტები, ფულის კუპიურების და მონეტების შესახებ, საინტერესო იქნება, როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის.


image


პირველი კუპიურა. ქაღალდის ფული, ჯერ კიდევ ძვ. წ. აღრ. 812 წელს, ჩინეთში გაჩნდა. იმ დროს, მას, ძირითადად, სხვადასხვა რიტუალებში იყენებდნენ, მოგვიანებით კი, ის ფუნქცია შეიძინა, რაც დღეს აქვს.


მუდმივად მოვალეები. ფულისადმი უჩვეულო დამოკიდებულება ჰქონდათ კელტებს. ისინი ნაცნობებისგან ფულს ძალიან ხშირად სესხულობდნენ და ჰპირდებოდნენ, რომ იმ ქვეყნად დაუბრუნებდნენ.


კუპიურაა, მაგრამ ქაღალდის არა. ფული მხოლოდ ქაღალდის და ლითონის არ არის. ის შეიძლება სხვა ნედლეულითაც იყოს დამზადებული. მაგ., მალაიზიაში, ვიეტნამში და ავსტრალიაში, კუპიურებს თხელი პლასტიკისგან ამზადებენ, რომლებიც სიმტკიცითაც გამოირჩევა და ბაქტერიებსაც არ აგროვებს.


იყო, მაგრამ ყველასთვის არა. აშშ-ში ყველაზე მაღალი ნომინალის ბანკნოტი 100000 დოლარიანი კუპიურა იყო. მას 1934 – 1945 წწ–ში ბეჭდავდნენ, მაგრამ მხოლოს საფინანსო ორგანიზაციებს შორის ანგარიშსწორებისთვის იყენებდნენ. ფართო მასებში ეს კუპიურა არ გავრცელებულა, რადგან დოლარი არასდროს გაუფასურებულა.


image


რეკლამა ფულზე. 2004 წელს ამერიკაში კანონი მიიღეს, რომელიც ბანკნოტებზე რეკლამის განთავსების უფლებას იძლევა. მაგრამ დღემდე, ამ უფლებით არავის უსარგებლია.


პორტრეტი მონეტაზე. მონეტებზე ქვეყნის მმართველების პორტრეტის განთავსების ტრადიცია საწყისს შორეულ წარსულში იღებს. ითვლება, რომ ამის გაკეთების იდეა, პირველად ალ. მაკედონელს გაუჩნდა.


image


ყველაზე პოპულარული. ბევრი ფიქრობს, რომ დღეს ყველაზე პოპულარული კუპიურა 100 დოლარიანი არის. მაგრამ, რეალურად, ყველაზე დიდი მოთხოვნა 500 ევროიან კუპიურებზეა.


ფული ბევრს იწონის. ჩვეულებრივ, ფულის კუპიურები მსუბუქი ჩანს, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ ცოტაა... მაგ., 1 000 000 $ – 100 დოლარიანი კუპიურებით, დაახლოებით, 10 კგ-ს იწონის. 1 მილიონი, 1 ცენტიანის წონა კი – 246 ტონაა.


არასტანდარტული ფული. ვიდრე ფულს მოიგონებდნენ, მის ფუნქციას სხვადასხვა საქონელი ასრულებდა. მაგ., მძივი, ბეწვი, ლითონის ზოდი... ახლა, ზოგიერთ ქვეყანაში არასტანდარტული ფორმის მონეტებს ჭრიან. მაგ., სომალის ბანკმა მიმოქცევაში კონუსის, სფეროს, პირამიდის, ცილინდრის და კუბის ფორმის ფული გამოუშვა.


image


ყველაზე მსხვილი მონეტა. 2007 წ. კანადაში მოჭრეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ოქროს მონეტა, რომელიც 100 კგ-ს იწონიდა (ღირს 750 000 ევრო). ამჟამად, კერძო დაკვეთით დამზადებული, მისი 5 ასლი არსებობს.


ნუმიზმატიკა. კოლექციონერობის ეს სახეობა XIX საუკუნეში გაჩნდა. დღეს კი, ის მხოლოდ გატაცება კი არა, მოგების მიღების კარგი საშუალებაც არის – იშვიათი ფულის მონეტები აუქციონებზე ძალიან ძვირი ღირს.


ელ. ფული. უნაღდო ფული ბანკებში უკვე რა ხანია არსებობს. მაგრამ, ხალხმა ასეთი ფულით სარგებლობა, მხოლოდ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო.


ფულით დანთებული კოცონი. კოლუმბიელი ნარკობარონი პაბლო ესკობარი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო მსოფლიოში. ერთხელ ის, ოჯახთან ერთად, მთებში იმალებოდა და დანთებული კოცონი რომ არ ჩამქრალიყო, მას ქაღალდის კუპიურებს ამატებდა. იმ დღეს ესკობარმა გათბობაში 2 000 000 $ «გადაიხადა».



image


რკინის წნელის ფული. სპარტაში ყიდვა–გაყიდვისთვის წნელის ფორმის ფულს იყენებდნენ. ეს «ფული» დიდი ზომის და საკმაოდ მძიმე იყო. თუმცა, ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. ქვეყნის ხელისუფლება თვლიდა, რომ თუ ფული დიდი და მოუხერხებელი იქნებოდა, მისი მოპარვის და გამდიდრების სურვილი არავის გაუჩნდებოდა. მაშინ, წესრიგის დამყარების ამ მეთოდმა, ნამდვილად რომ გაამართლა.


«ბამბის ფული». უმეტეს შემთხვევაში, ნედლეული, რომლიდანაც ქაღალდის ფულს ბეჭდავენ, 75% ბამბას და 25% სელს შეიცავს.


ყველაზე ძვირფასი მონეტა. კოლექციონერებს ძველი მონეტები «დიდი ფული» უჯდებათ. მათ შორის, ყველაზე ძვირიანად ძველბერძნული დეკადრაჰმა ითვლება, რომლის საწყისი ფასი აუქციონებზე 120 000 დოლარია.


image


მიმოქცევიდან «გამოსულები». კუპიურის მოხმარებიდან ამოღების შემდეგ, მისი გადამუშავება და ისევ ფულის ბეჭვდვა არ ხდება, რადგან მეორადი ნედლეული დაბალი ხარისხის არის და შესაბამისად, ფულიც უხარისხო გამოდის.

სხვადასხვა ქვეყანაში, ფულის უტილიზაცია განსხვავებული მეთოდებით ხდება. მისგან ამზადებენ სამშენებლო მასალას, საკანცელარიო ნივთებს, ნაგვის ურნებს და ა. შ. რა თქმა უნდა, ამას ნედლეულის წინასწარი დამუშავების და მავნე ნივთიერებებისგან გასუფთავების შემდეგ აკეთებენ.

imageimageimageimageimageimageimage






0
231
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0