x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე უცნაური და ლამაზი ფულის კუპიურები
image


აქ ფულთან დაკავშირებულ საინტერესო ამბებს და ყველაზე ორიგინალურ და ზოგ შემთხვევაში, სასაცილო ფულის კუპიურების ფოტოებს გთავაზობთ, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში, გარკვეული დროის მანძილზე, მიმოქცევაში რეალურად იყო. ხშირ შემთხვევაში, ფულის ნიშნებზე ქვეყნის პოლიტიკური ან კულტურული ცხოვრების მომენტებია დაფიქსირებული და ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათზე, გარკვეულწილად, ისტორიის ნამსხვრევებია ასახული.




ჩრდილოეთი ირლანდიის ფულს, ისევე როგორც შოტლანდიიდ ბანკნოტებს, იგივე სტატუსი აქვს, რაც ინგლისურ ფუნტს და ტექნიკურად, შეიძლება გამოყენებული იყოს შეერთებული სამეფოს მთელს ტერიტორიაზე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ ფულის ნახვა, პოლიტიკურ-ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა, იშვიათად შეიძლება. მაგ., 2006 წელს მოჭრილ ირლანდიურ ბანკნოტს, რომელიც ფეხბურთის ლიგისადმია მიძღვნილი, ჯორჯ ბესტის სურათი ამშვენებს.


image

არანაკლებ უცნაურად გამოიყურება შოტლანდიური ფუნტზე დედოფალი ელიზაბეთითი. კარგად არ დააკვირდებით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მას თავზე სომბრერო ახურავს.


image




ეს კი, გერმანიის 1921 წლის ეკონომიკური კრიზისის დროინდელი ბანკნოტებია, რომლებიც ნამდვილად გაოცებას იწვევს, გრაფიკული გაფორმებით და ფერთა შეხამებით.


image



image


image


ხშირ შემთხვევაში, ქვეყნის ვალიუტაზე იმ ადამიანების ფოტოებია მოცემული, ვისითაც ერი ყველაზე მეტად ამაყობს. მაგ., პოლონეთის «მუსიკალურ» ბანკნოტზე ფრიდერიკ შოპენის ფოტოა გამოსახული.


image




ეს ბელორუსული «ზაიჩიკებია» (კურდღელი), რომელიც ქვეყანაში 1992-2001 წწ. იყო მიმოქცევაში. აშკარად ეტყობა, რომ ხელისუფლებამ დიდი ეკონომია გააკეთა ბანკნოტების ვიზუალური მხარის დახვეწაზე ან საერთოდ, არ ადარდებდათ, რა იქნებოდა ფულზე ასახული. ფულს «ზაიჩიკი» ხალხმა შეარქვა, რადგან 1 მანეთიან ბანკნოტზე კურდღელი იყო გამოსახული.


image

image


ქაღალდის ფული ჩინელებმა გამოიგონეს და ყველაზე უძველესი ფულის ბანკნოტი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, რა თქმა უნდა ჩინური არის. მართალია, ჩინეთში ქაღალდის ფული უკვე VIII საუკუბეში არსებობდა, მაგრამ ჩვენამდე მოღწეული ფულის კუპიურა 1380 წლით არის დათარიღებული.


image




ნორმანდიის კუნძულები და კუნძული მენი დიდ ბრიტანეთში შემავალი თვითმმართველი ტერიტორიებია და ამ კუნძულებსაც თავისი ფული აქვს. მაგრამ, ჩრდ. ირლანდიის და შოტლანდიის ფულისგან განსხვავებით, ამ ბანკნოტების გამოყენება არ შეიძლება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე. გრაფიკული თვალსაზრისით, თვალშისაცემია კ. მენის კუპიურა, რომელზეც სამი მორბენალი ფეხია მოცემული, რაც კუნძულის სტაბილურობის და გამუდმებით «ფეხზე დგომის» სიმბოლოა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მენი საითაც არ უნდა «გადააგდონ», მაინც ფეხზე დარჩება.


image




ერთ დროს, ბრიტანეთის ძლევამოსილი იმპერიის ნარჩენებს, დღეს 14 ზღვისიქითა ტერიტორია წარმოადგენს. მათ შორის არის: გიბრალტარი, ფოლკლენდის კუნძულები და წმ. ელენეს კუნძული, რომლებსაც ასევა საკუთარ ვალიუტა გააჩნია. მაგრამ, ისევე, როგორც ზემოთ ხსენებული კუნძულების ფულს, ამ კუპიურებსაც, ბრიტანეთში არანაირი ფასი არა აქვს.


image




ქვეყნის ეკონომიკა ძლიერ გავლენას ახდენს მის სავალიუტო კურსზე. მაგ., ქვემოთ წარმოდგენილია ზიმბაბვეს 10 მლნ. ნომინალის კუპიურა, რომელიც ხმარებაში 2008 წ. შემოიღეს:

image

შემდეგ ის 100 ტრილიონის ნომინალის კუპიურამ გადაფარა:

image

ჰიპერინფლაცია იყო სხვა ქვეყნებშიც. მაგ., გერმანიაში I მსოფლიო ომის და მის შემდგომ პერიოდში. მაგ., 1923 წლის 21 აგვისტოს, დრეზდენში 5 მლნ. ნომინალის მარკა გამოვიდა.


image

მას მოჰყვა, მარკა 10 მლნ. ნომინალით:


image

შემდეგ, – 50 მლნ. ნომინალით:


image

მარკა 100 მლრდ. ნომინალით:


image



მარკა 500 მლრდ. ნომინალით:


image



ხოლო, იმავე წლის 3 ნოემბერს, მზის სინათლე კუპიურამაც იხილა, რომლის ნომინალი 100 ტრილიონი იყო:


image




II მსოფლიო ომის დროს, იაპონიამ აზიის ტერიტორიის გარკვეული ნაწილის ოკუპაცია მოახდინა და იმ ტერიტორიებზე ოკუპაციური ვალიუტა შემოიღო.


image




ტაილანდური ბატი – ყველაზე დიდი ზომის კუპიურა მსოფლიოში. ფორმით, კვადრატულია და როგორც სიგრძე, ისე სიგანე 16 სმ-ს ტოლია. მიმოქცევაში 1987 წელს გამოვიდა.


image




და ბოლოს, ყველაზე ლამაზი ბანკნოტი მსოფლიოში:


ასე გამოიყურება, 2009 წელს გამოშვებული, ბერმუდის კუნძულების დოლარი:


image



ეს კი, კოსტა-რიკას 5 კოლონის ნომინალის კუპიურაა (1968 - 1992 წწ.):


image

P.S. ჩვენი ცხოვრების წარმოდგენა რთულია, არა მხოლოდ ფულის, არამედ წიგნების, რვეულების და სხვადასხვა სახის საბუთების გარეშე. ქაღალდი, რომლისგანაც ეს ყველაფერია დამზადებული, ჩინელმა ცაი ლუნ I-II საუკუნეების მიჯნაზე გამოიგონა. მან ქაღალდი თუთის ქერქისგან მიიღო და ამ ხის თვისებებს თუ გავითვალისწინებთ, გასაკვირი არა არის, რომ უძველესმა ჩინურმა ქაღალდმა ჩვენამდე მოაღწია! ქაღალდის დამზადების საიდუმლოს ჩინელები მომდევნო 800 წლის მანძილზე ინახავდნენ.

ჩინელებმა, ქაღალდის გარდა, ბევრი სხვა რამეც გამოიგონეს: გაგრძელება >>>

imageimageimageimageimageimageimage











0
175
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0