x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134554
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
„თუ არ დათმობთ ტელევიზიას ტრუსიკის ამარა დარჩებითო, ეროსიმ სააკაშვილისგან გადმოგვცა“
image

.

ის ორი ადამიანი, რომელმაც ეროსი კიწმარიშვილთან ერთად 1994 წელს რუსთავი 2 დააფუძნა, არხის დაბრუნებისთვის ბრძოლას იწყებს. ისინი ღიად ამბობენ, რომ სააკაშვილი იმუქრებოდა, თუ არხს არ დათმობდნენ, ტრუსიკის ამარა დარჩებოდნენ.

.


"ეროსი კიწმარიშვილმა მიხეილ სააკაშვილისგან გადმოგვცა, რომ თუ არ დავთმობდით ტელევიზიას, ტრუსიკის ამარა დავრჩებოდით", - ამის შესახებ დავით დვალამა და ჯარჯი აქიმიძემ გადაცემაში "რეაქცია" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე საუბრისას განაცხადეს. სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებმა: ჯარჯი აქიმაძემ და დავით დვალმა "ტვ პირველი"–ს ეთერში, არხთან დაკავშრებით მათ შელახულ უფლებებზე ისაუბრეს.

.

ჯარჯი აქიმაძის განცხადებით, ისინი წინა ხელისუფლების მიერ დაზარალებულთა შორის ერთ-ერთი პირველები იყვნენ.

"წლებია, გულში გვაქვს ხინჯად ტელეკომპანიის დათმობა, დავითს ვეუბნებოდი, რომ თუ ახლა არ ვცადეთ, მთელი ცხოვრება უნდა ვინანოთ რომ იყო შანსი და არ გამოვიყენეთ. ჩვენი უფლებები შეილახა ამ ტელეკომპანიასთან მიმართებაში. ეს იცის ყველამ, "- განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

.

თავის მხრივ, დავით დვალმა საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის მთავარ საფუძვლად სამართლიანობა დაასახელა და აღნიშნა, რომ სამართლიანი სახელმწიფოს აშენება უსამართლობას ვერ დაეფუძნება.

,

"ამ საქმეს ვინც მოჰკიდებს ხელს, ნახავს, რა პირობებში, რა წნეხით მოხდა ტელევიზიის დათმობა. გაკოტრების რეჟიმში შეყვანილი ტელევიზიის კედელზე მიყენებით მოხდა ყველაფერი და რეალური მუქარით. ჩვენ საკუთარ სახლებსაც გვართმევდნენ და იყო ასეთი ტერმინიც, რომ ტრუსიკის ამარა დაგვტოვებდნენ", - აცხდებს დავით დვალი.

.

მათი თქმით, "რუსთავი 2"-ის საქმეზე სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც ის მის დამფუძნებლებს დაუბრუნდება.

.

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. 2017 წლის მარტში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

0
165
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0