x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4 უძველესი ცივილიზაციიდან რატომ გადარჩა მხოლოდ ერთი – მოსაზრება, ვერსიები

მხედველობაში თუ არ მივიღებთ იდუმალ ცივილიზაციებს და მხოლოდ იმ ცივილიზაციებზე ვისაუბრებთ, რომლის არსებობა არტიფაქტებით დასტურდება, გამოვა რომ, ჩვენს პლანეტაზე, დაახლოებით, 9-10 ათასი წლის წინ, 4 ცივილიზაცია არსებობდა. ესენია: ინდის, ეგვიპტის, შუმერის და ჩინეთის. თუმცა დღეს, ამ ცივილიზაციების კერებიდან, მხოლოდ ერთია შემორჩენილი.


imageშენიშვნა: დღემდე ფიქრობდნენ, რომ ეგვიპტის ცივილიზაცია IV – I ათასწლეულებს მოიცავდა, მაგრამ ლიბიის უდაბნოში გაკეთებულმა ახალმა აღმოჩენამ, ეს მონაცემები შეცვალა. ნაპოვნი ნაშთები და არტიფაქტები ძვ. წ. აღრ. 9300-4000 წწ. თარიღდება და სავარაუდოდ, ოსირისის ცივილიზაციას ეკუთვნის – ცივილიზაციას, რომელმაც ეგვიპტის პირამიდები ააშენა. ინფორმაციას, აღმოჩენის შესახებ, Science Alert-ი ავრცელებს.


ისტორიკოსები და ეთნოგრაფები დღემდე კამათობენ, თუ რატომ მოხდა ცივილიზაციის განვითარება კონკრეტულად ამ რეგიონებში და არა სხვაგან? რით იყო გამოწვეული იქ მცხოვრები ადამიანების ტექნოლოგიურ-კულტურული პროგრესი და რატომ მოხდა, რომ ასეთი განვითარების მიუხედავად, ამ ცივილიზაციების განადგურება მაინც მოხდა და მხოლოდ ერთმა მათგანმა მოახერხა გადარჩენა?



image

image


პირველად ინდის ანუ ჰარაპის ცივილიზაცია დაიღუპა. მისი განადგურების მიზეზი უცნობია. არქეოლოგიური გათხრების მონაცემებს თუ დავეყრდნობით, ამ ცივილიზაციამ, თავისი აღზევების პერიოდში, დაახლოებით 1500 წელი იარსება და შემდეგ, ნელ-ნელა ჩაქრა, – ქალაქები დაიცალა, ხელოსნობა და ხელსაქმე მივიწყებას მიეცა... ხოლო, როდესაც ინდოეთში ჩრდილოეთიდან მომთაბარე–არიები, თანამედროვე ინდიელების წინაპრები, შეიჭრნენ, მათთვის წინააღმდეგობა არავის გაუწევია. ინდის ცივილიზაციიდან მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი და ჩვენ ისიც კი არ ვიცით, თუ რა ენაზე საუბრობდნენ მისი წარმომადგენლები!



imageimage
მეორე შუმერების ცივილიზაცია დაიღუპა. გარკვეული მოსაზრებით, მას უფრო გაუმართლა, ვიდრე ინდის ცივილიზაცია, რადგან შუმერების კულტურა ნაწილობრივ შემონახულია და მეცნიერებს შუმერული ტექსტების წაკითხვაც კი შეუძლიათ. შუმერები მომთაბარე სემიტებმა დაიპყრეს და თანდათანობით, მათი ასიმილირება მოხდა აკადური და ასირიული ტომების წარმომადგენლებთან, რომლებიც თანამედროვე არაბების და ებრაელების წინაპრები იყვნენ. სემიტებმა შუმერებისგან ბევრი რამ შეითვისეს და გარკვეულწილად, მათი ცივილიზაციის მემკვიდრეები გახდნენ. ასე, რომ, ეს ცივილიზაცია უკვალოდ არ გამქრალა.



image

image


«ისტორიის» III «მსხვერპლი» ეგვიპტის ცივილიზაცია გახდა. ის საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე, თითქმის, 2 ათასი წელი «იფერფლებოდა» და არსებობა VII საუკუნეში შეწყვიტა, როდესაც ეგვიპტეში არაბები გამოჩნდნენ. ამ ქვეყნის დღევანდელი მოსახლეობის უმრავლესობას, ძველ ეგვიპტელებთან არანაირი კავშირი არა აქვს – ისინი სრულიად განსხვავებულ ენაზე საუბრობენ, განსხვავებული რელიგია და კულტურა აქვთ; უძველესი ცივილიზაციის პატარა «ნარჩენს» კოპტები წარმოადგენენ, – ე. წ. ერი უმცირესობა, რომლის რაოდენობა, ეგვიპტის მოსახლეობის მხოლოდ 6%-ს შეადგენს.




image

image

როგორც ხედავთ, უძველი ცივილიზაციებიდა ჩვენს დრომდე მხოლოდ ერთმა – ჩინეთის ცივილიზაციამ მოაღწია. რატომ მოხდა ასე? – ბევრი ვერსია არსებობს! თუმცა, მეცნიერები დღემდე ვერ თანხმდებიან, თუ როგორ მოხდა, რომ ასეთმა მაღალგანვითარებულმა და კულტურულმა ცივილიზაციებმა მომთაბარე ტომების ზეწოლას ვერ გაუძლეს და გაქრნენ.

ზოგიერთების აზრით, ეს «სასიცოცხლო ძალების» ნაკლებობის გამო მოხდა, ზოგი კი ფიქრობს, რომ მათი დაღუპვის მიზეზი, კარგი ცხოვრებით და ფუფუნებით განებივრება იყო. ასევე არსებობს აზრი, რომლის მიხედვით, კულტურულ ადამიანს, თავისი წესიერებით, ღირსებით, სიკეთით და გულმოწყალებით, უპრინციპო ბარბაროსებთან დაპირისპირებისას, გამარჯვების არანაირი შანსი არ გააჩნია.

მაგრამ, მაშინ ჩნდება კითხვა: ჩინეთის ცივილიზაციამ როგორ შეძლო ველური ტომებისგან თავდაცვა და გადარჩენა?

დიახ, ჩინეთსაც ჰქონდა აყვავების და დაცემის პერიოდები (ის მონღოლებმაც კი დაიპყრეს) – თუმცა, ცივილიზაციამ გაუძლო, გადარჩენა შეძლო და დღემდე მოვიდა! მაგრამ, ეს როგორ მოახერხა, ზუსტი პასუხი არ არსებობს.



და ჩვენი ცივილიზაცია, – რომელსაც «ევროპულს» ეძახიან, ჩვენ საიდან მოვდივართ?

ამ კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ჩვენ, გარკვეულწილად, ძველეგვიპტური და შუმერული ცივილიზაციების მემკვიდრეები ვართ. თუმცა, არა პირდაპირი. ის ცოდნა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, ძველი ბერძნებისგან და რომაელებისგან გვერგო. თავის მხრივ, მათ ეს ცოდნა ძველი ბაბილონელებისგან (სემიტების მემკვიდრეები, რომლებმაც შუმერები დაიპყრეს) და ძველი ეგვიპტელებისგან მიიღეს.

imageimageimageimageimageimageimage








1
959
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
959
  
5 ნოემბერი, 2:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1